Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ნაპოვნმა მსოფლიო განაცვიფრა

ნაპოვნმა მსოფლიო განაცვიფრა

1182
ვეშაპი

ინგლისში, იოკშირის საგრაფოს მინდვრებში მორიგი უცნაური მოვლენის მხილველი ადამიანები შოკში არიან. ფერმერემი თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც მინდორში ეს უზარმაზარი მონსტრი იპოვეს.

იოკშირის საგრაფო მთელ მსოფლიოში ცნობილია მინდვრებში იდუმალი წრეების არსებობით, რომლებიც იქ რეგულარულად ჩნდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად, მორიგი ნახატის ნაცვლად, ფერმერებმა დაინახეს ნამდვილი ვეშაპის გვამი.

თანაც ცხოველი განეკუთვნება იმ სახეობას, რომელიც ამ მხარეში არასდროს ჩნდება. და კიდევ: როგორ აღმოჩნდა ის მინდორში, რომლიდანაც ზღვა კილომეტრითაა მოშორებული?!

დიახ, ვეშაპები, ისევე, როგორც დელფინები, ზოგჯერ სხვადასხვა ფაქტორის გამო ნაპირზე გამოირიყება ხოლმე, მაგრამ არა ამხელა მანძილის დაშორებით. უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევა ერთხელ უკვე დარეგისტრირდა იოკშირის ტერიტორიაზე. მაშინ ადგილობრივ ტყეებში ტურისტებმა იპოვეს ზვიგენი. ერთი სიტყვით, მაშინ ის თუ ვიღაცის უკბილო ხუმრობად ჩათვალეს, რადგან ზვიგენი ძალიან დიდი არ იყო, ეს 5-ტონიანი ვეშაპი ამ ვერსიას ვერაფრით ვერ მოირგებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here