Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ნაპოვნია 30 მლნ წლის ადამიანის სისხლი

ნაპოვნია 30 მლნ წლის ადამიანის სისხლი

1143
სისხლი

არქეოლოგებმა იპოვეს ქარვის უნიკალური ნატეხი, რომელშიც შემონახულია სისხლის წვეთი და უძველესი პირამიდების პარაზიტები, რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწის ტროპიკულ რეგიონებში დაახლოებით 20-30 მილიონი წლის წინათ, _ ნათქვამია სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ Medical Entomology –ში.

“ორი პატარა ხვრელი ტკიპის სხეულზე იმაზე მიანიშნებს, რომ ის ააგლიჯეს ძუძუმწოვრის სხეულს, რომლის სისხლითაც იკვებებოდა ეს პარაზიტი, და მაშინვე მოისროლეს, შედეგად პარაზიტი ჩავარდა მცენარის ფისოვან ნაწილში, რომელიც გამკვრივდა. სისხლის გაქვავებული უჯრედები  და მათში ერთუჯრედიანი პარაზიტები უნიკალური ისტორიული აღმოჩენაა ჩვენთვის”, _ ყვება ჯორჯ პოინარი ორეგონის უნივერსიტეტიდან.

პოინარი და მისი კოლეგები,  უკვე რამდენიმე წელია, ცდილობენ, იპოვონ დედამიწის წინარეისტორიული  წარსულის კვალი მილიონობით წლის წინანდელ ქარვის ნატეხში.

2015 წლის დასაწყისში მათ ქარვაში ჰალუცინოგენური სოკო აღმოაჩინეს, რომელიც პირველი დინოზავრების ხნისაა; შარშან კი _  ყვავილი, რომელმაც ქარვაში 15 მილიონი წელი დაჰყო, და კიდევ _ 20 მილიონი წლის შავი ჭირის ბაქტერია.

ქარვის იმ ნიმუშების შესწავლისას, რომლებშიც ყვავილი და შავი ჭირის ბაქტერიები იქნა აღმოჩენილი და რომლებიც დაახლოებით 15-20 მილიონი წლის წინათ ჩამოყალიბდა კუნძულ ჰაიტიზე, პოინარსა და მის მეგობრებს ბედმა გაუღიმათ _ მათ შეძლეს ეპოვათ უძველესი ძუძუმწოვრების, ერთ-ერთი პირველი პრიმატების, და მათ ორგანიზმში და სხეულზე მცხოვრები პარაზიტების პირველი “ცოცხალი” უჯრედები.

როგორც პოინარი ყვება,  ამ აღმოჩენამ ამჯერად იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ დედამიწაზე მრავალი სახეობის ცხოველის, მათ შორის ადამიანების,  ურთიერთობას სხვადასხვა პარაზიტთან ათობით მილიონი წლის ისტორია აქვს.

ქარვის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ტკიპები Aმბლყომმა პრიმატების სხეულზე პარაზიტობენ 20-30 მლნ წელიწადი და არიან მთელი რიგი დაავადებებისა და სხვა პარაზიტების გადამტანნი დიდი ხნის განმავლობაში.

მაიმუნები ერთმანეთის სხეულის ტკიპებისგან გასუფთავებისას დაინფიცირდნენ ერთუჯრედიანი პარაზიტით _ ბაბეზიით, ანუ პიროპლაზმით (უმარტივეს ცხოველთა გვარი, სარკოდინების კლასისა), რომელიც ე.წ. ტეხასურ ციებ-ცხელებას იწვევს. სიმპტომებით ეს დაავადება მალარიას ჰგავს, მაგრამ ის გადაედება არა მხოლოდ ადამიანებსა და პრომატებს, არამედ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც. როგორც მალარია, ისიც სასიკვდილოა ადამიანისთვის, თუკი არ იმკურნალებს.

“იმ ორგანიზმებმა, რომლებსაც ჩვენ დროდადრო ვპოულობთ ქარვაში, შესაძლოა, ბევრი საინტერესო და ახალი რამ თქვან იმ დაავადებათა ევოლუციაზე, რომლებთან ბრძოლა ამჟამად გვიხდება. ეს პარაზიტი, ბაბეზია, მაგალითად, გაჩნდა პირველი ადამიანების გამოჩენამდე უამრავი მილიონი წლით ადრე და მან ევოლუციის გზა პრიმატებთან და სხვა ცხოველებთან ერთად გაიარა, _ აგრძელებს მეცნიერი. _ ქარვის ნაწილების, სისხლის ნიმუშისა და პარაზიტების შესწავლა, ვიმედოვნებთ, დაგვეხმარება, გავარკვიოთ, როგორ წარმოიშვნენ ბაბეზიები და სხვა ერთუჯრედიანი პატაზიტები, რა როლი შეასრულეს მათ ადამიანების ევოლუციაში და გამოგვადგება თუ არა ეს მონაცემები დღეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here