Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიო ელიტა სოდომიას ნერგავს

მსოფლიო ელიტა სოდომიას ნერგავს

918
მსოფლიო ელიტა სოდომიას ნერგავს

ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომ მას არ ეწყინება, თუ მის შვილთაგან რომელიმეს ჰომოსექსუალური ორიენტაცია აღმოაჩნდება, _ იუწყება Daily Mirror.

ეს აღიარება გაჟღერდა მაშინ, როცა პრინცი ესტუმრა ალბერტ კენედის მოწყალების ფონდს, რომელიც უსახლკაროდ დარჩენილ ახალგაზრდა ლგბტ-ებს ეხმარება. “მე ამაზე დავფიქრდი, როცა მამა გავხდი, _ განაცხადა მან, _ ასეთი პერსპექტივა მაშფოთებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება ჰომოსექსუალები იყვნენ, არამედ იმ ზემოქმედების გამო, რომელიც მათ ელოდება იმ პოზიციის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს.

უილიამმა თქვა, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მისი შვილები მიიღებენ. “მე ის მაწუხებს, როგორ აღიქვამენ სხვები, როგორი რეაქცია იქნება და როგორი ზემოქმედება ელოდება მათ”, განმარტა მან.

პრინც უილიამსს სამი შვილი ჰყავს: ხუთი წლის ჯორჯი, ოთხის შარლოტა და ერთი წლის ლუი. კემბრიჯის ჰერცოგს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების რიგში მამამისის, დედოფალ ელიზაბეტას შვილის, პრინც ჩარლზის შემდეგ მეორე ადგილი უკავია.

2017 წელს იუწყებოდნენ, რომ გლაზგოს წმინდა მარიამის ეკლესიის მღვდელმსახური კელვინ ჰოდსვორსი ქრისტიანებს მოუწოდებდა, ელოცათ, რათა პრინც უილიამის ვაჟი _ პრინცი ჯორჯი გეი აღმოჩენილიყო.

“ღვთისმსახურის” აზრით, მხოლოდ ეს ფაქტი აიძულებს ანგლიკანურ “ეკლესიას”, აღიაროს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. “(საჭიროა) ილოცოთ, რომ პრინც ჯორჯს ეწვიოს ახალგაზრდა ლამაზი კაცისადმი სიყვარულის მადლი”, _ დაწერა აქტივისტმა თავის ფურცელზე ერთ-ერთ სოცქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here