მთავარი დაიჯესტი მოძალადე ქალი

მოძალადე ქალი

368
გააზიარეთ
მოძალადე ქალი

ჯასტის მერი მაკეის, 22 წლის გათხოვილ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც, ეტყობა, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა აწუხებდა, ბრალი დასდეს 14 წლის ბიჭის მიმართ ძალადობრივ სექსუალური ქმედებაში.

ეს ამძუვნებული მდედრობითი სქესის არსება ქმარ-შვილთან ერთად სტუმრად იყო ბიჭის ოჯახში. შეიტყუა ყმაწვილი საწოლში, სადაც მის ქმარსა და შვილს ეძინათ, დაუწყო “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”, გააშიშვლა და “სექსუალური კავშირი” დაამყარა, _ იუწყება New York Post.

მეორე დღეს “გამოუტყდა” არასრულწლოვანს, რომ “მასთან ყოფნა სურს და ვერ ივიწყებს წუხანდელ იმ სიამტკბილობას. სამი კვირის შემდეგ ბიჭს ავტობუსის გაჩერებაზე დახვდა და სკოლაში მიყვანა შესთავაზა. ბიჭს რა ენაღვლებოდა და გაჰყვა, მაგრამ სკოლის ნაცვლად ამ ქალის ბინაში ამოჰყო თავი, სადაც განმეორდა “პირველი ღამის” ამბავი. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა “არასაპატიო” მიზეზით ისევ გააცდინა სკოლა.

დაფიქრდნენ პედაგოგები _ რა ხდებაო, შეშფოთდა დედა, რომელმაც შვილის სხეულზე “მრავლობითი ნაკაწრი” შეამჩნია _ ექსტაზში შესული დიაცის ნაკვალევი. მიმართა პოლიციას.

22 წლის ფლორიდელი მოძალადე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა _ არა და არ მიიჩნევს, რომ დამნაშავეა, ამბობს, რომ “სექსკონტაქტი” ორივე მხარის თანხმობით მოხდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here