მთავარი ყველაზე ყველაზე მიღწევები, რომლებიც 2019 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

მიღწევები, რომლებიც 2019 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

924
გააზიარეთ
მიღწევები, რომლებიც 2019 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

ბევრ ადამიანს ბავშვობაში, ალბათ, უოცნებია განსაკუთრებული ადამიანების სიაში მოხვედრაზე, მსოფლიო რეკორდის დამყარებაზე. ჩვენს პლანეტაზე ბევრია ასეთი ადამიანი, რომელთა ნაწილიც 2019 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

რეზინის ბურთით ყველაზე სწრაფად მოხტუნავე

რეზინის ბურთით ყველაზე სწრაფად მოხტუნავე

ლოს-ანჯელესელმა ალი სპანიოლემ შეძლო ჰოპერით (რეზინის ბურთი) 100 მეტრზე ხტუნვაში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულის შენარჩუნება ქალთა შორის.

ყველაზე სწრაფი კარტი რეაქტიული ძრავით

ყველაზე სწრაფი კარტი რეაქტიული ძრავით

ახალგარდა მრბოლი ტომ ბაგნალი (დიდი ბრიტანეთი) მფლობელია პლანეტაზე ყველაზე სწრაფი კარტისა, რომელსაც საათში 180,7 კმ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ამ სატრანსპორტო საშუალების დიზაინისა და კონსტრუქციის შექმნაში ბაგნალს დაეხმარა მეგობარი, ინჟინერი ენდი მორისი.

უდიდესი ჰექსაპოდი, რომლითაც გადაადგილება შეიძლება

უდიდესი ჰექსაპოდი, რომლითაც გადაადგილება შეიძლება

მეტ დენტონმა შეინარჩუნა მსოფლიოში უდიდესი ჰექსაპოდური რობოტის მფლობელის ტიტული. ჰექსაპოდი _ ეს არის მექანიზმი 6 დაბოლოებით (ფეხით), რომელიც მწერს ჰგავს. ხშირად მას რობოტ-ობობას ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ ობობები მწერები არ არიან. დენტონის მიერ შექმნილი მექანიზმის ზომებია 2,8X5 მ და დაახლოებით 2 ტონას იწონის. მისი შექმნა დენტონს გადააწყვეტინა ფილმ “ვარსკვლავურ ომებში” გამოყენებულმა რობოტმა.

ყველაზე სწრაფი გადაადგილება ხელებზე გაკეთებული გორგოლაჭებით

ყველაზე სწრაფი გადაადგილება ხელებზე გაკეთებული გორგოლაჭებით

მირკო ჰანსენმა (გერმანია) შეძლო, ხელებზე გაკეთებული გოგოლაჭებიანი ციგურებით 50 მეტრი გაევლო. ამ დისტანციის გავლას მან 8,55 წმ მოანდომა. აღნიშნული ტრიუკის გაკეთებას კოლოსალური მოხერხება და გამბედაობა სჭირდება.

ფეხბურთის ბურთით ყველაზე დიდი ხნით ჟონგლირება მიმავალი ავტომობილის სახურავზე

ფეხბურთის ბურთით ყველაზე დიდი ხნით ჟონგლირება მიმავალი ავტომობილის სახურავზე

უცნაური კატეგორიაა, არა? რეკორდი ეკუთვნის ბრიტანელ ეშ რენდალს, რომელმაც შეძლო, 93 წამის განმავლობაში აეკენწლა ბურთი მიმავალი ავტომობილის სახურავზე.

დიდი რაოდენობით ჩირაღდნებით ჟონგლირება

დიდი რაოდენობით ჩირაღდნებით ჟონგლირება

ჯოშ ჰორტონი კვლავ ლიდერია საცირკო ხელოვნების ამ სახეობაში. მან დაფიდან ტერფების აუწევლად და მიწის შეუხებლად შეძლო 5 ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნით ჟონგლირება.

ყველაზე მეტი გადახტომა ბარიერებზე ველოსიპედით

ყველაზე მეტი გადახტომა ბარიერებზე ველოსიპედით

ჯო ოკლი ბრიტანეთის მოქალაქეა. ამ ქვეყნის მცხოვრებთა ერთ-ერთი საყვარელი ტრანსორტი ველოსიპედია. ოკლი ველოსიპედით 15 ბარიერს გადაახტა და ამას 13,88 წამი მოანდომა.

პუანტებით ყველაზე სწრაფად სიარული გაჭიმულ ბაგირზე

პუანტებით ყველაზე სწრაფად სიარული გაჭიმულ ბაგირზე

ბაგირზე გადაადგილება ძალიან რთულია, რადგან ეს ბალანსირების უნარს მოითხოვს. კალიფორნიელმა ოლღა ჰენრიმ მსოფლიო განაცვიფრა, როცა 10 მ სიგრძის გაჭიმულ ბაგირზე გაიარა… პუანტებით.

ყველაზე დიდი საქსოვი ჩხირების მფლობელი

ყველაზე დიდი საქსოვი ჩხირების მფლობელი

ვაილტშირელი (დიდი ბრიტანეთი) ბეტსი მონდი გინესის რეკორდების წიგნში უნიკალური საქსოვი ჩხირების წყალობით მოხვდა. ბეტსის საქსოვი ჩხირების სიგრძე 4 მ და 42 სმ-ია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here