Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მეცნიერებმა ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტი დაასახელეს

მეცნიერებმა ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტი დაასახელეს

1684
კვება

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა როკველში მასშტაბური 20-წლიანი კვლევა ჩაატარეს. მასში მონაწილეობდა 400 ათასი ადამიანი. სპეციალისტების მიზანი იყო, დაედგინათ, რომელი საკვები პროდუქტია ყველაზე სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის.

ორი ათეული წლის განმავლობაში მოხალისეები სპეციალურ დღიურში იწერდნენ, რასაც ჭამდნენ; მეცნიერები კი აკვირდებოდნენ, როგორ აისახებოდა ეს მათ მდგომარეობაზე.

გაირკვა, რომ ჩვენს ორგანიზმზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ბურღული. ფაფების მოყვარულებს აქვთ გაცილებით დიდი წინააღმდეგობის უნარი დაავადებებისადმი და შანსი, იცოცხლონ ღრმა მოხუცებულობამდე. ყველაზე სასარგებლო საკვებად მეცნიერებმა დაასახელეს დაუმუშავებელი მარცვლებისგან მომზადებული ფაფები, რომლებიც მდიდარია ბოჭკოებით (როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, შვრია). ადრე კი მეცნიერებმა ის პროდუქტები დაასახელეს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და მას სიცოცხლეს უმოკლებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გარკვეული საკვები ნეგატიურად მოქმედებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მთლიანობაზე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის ფიზიკურად შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას უზრუნველყოფს, შესაძლებელს ხდის ყველა თანამედროვე ორგანიზმის ცხოველქმედებას, განვითარებასა და გამრავლებას.

საუბარია “ძველ” პროდუქტებზე. მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს 3 წლისა და 25 წლის ირმების ხორცი. გაირკვა, უკანასკნელმა მოასწრო ისეთი კომპონენტების დაგროვება, რომლებსაც ადამიანისთვის სასარგებლოს ვერ უწოდებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here