Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მეცნიერებმა დაადგინეს, შვილები ინტელექტს მემკვიდრეობით რომელი მშობლისგან იღებენ

მეცნიერებმა დაადგინეს, შვილები ინტელექტს მემკვიდრეობით რომელი მშობლისგან იღებენ

817
ინტელექტი

გერმანელმა მეცნიერებმა ულმის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, გონებრივი შესაძლებლობების მემკვიდრეობას ბავშვი რომელი მშობლისგან იღებს.

მათ ჩაატარეს გენების გამოკვლევა და დაადგინეს, რომ გენი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ინტელექტზე, არის X ქრომოსომაში, ანუ ბავშვი თავისი გონებრივი მონაცემებით, სქესის მიუხედავად, დედისგანაა დავალებული.

ხოლო გარე სამყაროს ემოციურ აღქმას შვილები, პირიქით, მამის გენების დახმარებით ახდენენ. მეცნიერებმა იქვე აღნიშნეს, რომ ბავშვის ინტელექტზე მოქმედებს მშობლების მხრიდან გამოვლენილი ყურადღებაც და სიყვარულიც.

ადრე მეცნიერები ინტელექტზე წყლის გავლენაზეც საუბრობდნენ. სან-დიეგოს სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტვინში არის რეცეპტორები, რომელთა მუშაობა დამოკიდებულია მოხმარებულ სითხეზე. როგორც მკვლევარებმა თქვეს, მათ მიერ აღმოჩენილ რეცეპტორებს შეუძლია ტვინის მუშაობის სტიმულირება. ოღონდ ეს ნერვული დაბოლოებები აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზმში წყალი მოხვდება. ექსპერტთა აზრით, დღის განმავლობაში მაქსიმალურ ეფექტს რომ მიაღწიოს, ადამიანმა წყლის დალევა დილიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში ტვინი მიიღებს მისთვის აუცილებელ სიმხნევესა და ენერგიას და შეძლებს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას.

ამასთანავე, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჭარბი წონა ხშირ შემთხვევაში იწვევს ანთების განვითარებას, მათ შორის ტვინის უჯრედებშიც, და ადაბლებს ადამიანის ინტელექტის დონეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რაც მეტია სხეულის მასა, მით მეტია სისხლში ცილის _ GRP-ის მოლეკულები, რომლებიც მიუთითებს ორგანიზმში სისტემური ანთების კერებზე. ხოლო რაც მეტი იყო კვლევის მონაწილეთა სისხლში ამ ცილის წილი, მით უფრო სწრაფად ეცემოდა მათი IQ შემდგომი 6 წლის განმავლობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here