Home სხვადასხვა დაიჯესტი მეფისწული გეია, დედოფალი _ ლესბოსელი. რატომ შეცვალეს ზღაპრები უნგრეთში

მეფისწული გეია, დედოფალი _ ლესბოსელი. რატომ შეცვალეს ზღაპრები უნგრეთში

1046
მეფისწული გეია, დედოფალი _ ლესბოსელი. რატომ შეცვალეს ზღაპრები უნგრეთში

XX საუკუნის მწერალი ფანტასტები მიიჩნევდნენ, რომ 2020 წლისთვის, როცა კაცობრიობა კოსმოსურ ერაში შეაბიჯებდა, ჩვენ არა მხოლოდ დავიპყრობდით მზის სისტემის უახლოეს პლანეტებს, არამედ კოსმოსური გონის კარიბჭესთან აღმოვჩნდებოდით.

რეალობა გაცილებით პროზაული აღმოჩნდა. კოსმოსური უსასრულობის ათვისების ნაცვლად, ადამიანები სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით ერთობიან. ზემიწიერი გონის ძიება შეცვალა კაცობრიობის შემოქმედებითი მემკვიდრეობის გადახედვამ… ტოლერანტული სულისკვეთებით მისი წარმოჩენის მიზნების შესაბამისად.

შეეხო ეს ზღაპრებსაც, რომელთა ნატურალიზმის ელემენტები (მკვლელობა, ძალადობა და სხვ.) თანამედროვე მწერლებმა ამოკვეთეს და წარმოგვიდგინეს წითელქუდას და ა.შ. გაკეთილშობილებული ვარიაციებით.

მაგრამ დღეს მათი გაქრობის ჟამიც დადგა.

იყო და არა იყო რა

უნგრეთში გამოიცა მწერლების _ დოროთეა რედაისა და ბოლდისარ ნადის წიგნი “ზღაპრები ყველასთვის”, რომლის მიზანი, ავტორთა განცხადებით, “ბავშვებისთვის ლამაზი და მრავალფეროვანი ცხოვრების” ჩვენება იყო.

ამ ზეამოცანის განსახორციელებლად კლასიკური სიუჟეტები უცვლელად გაიმეორეს და “მხოლოდ” მოქმედი გმირების სახეები შეცვალეს, რომლებიც დღევანდელ “პროგრესულ” ტენდენციებს შეუფარდეს. კონკია ბოშად აქციეს, ბიჭად გარდაქმნეს, რომელსაც ბედმა გაუღიმა და მეფისწულს შეუყვარდა. შესაბამისად (როგორც ზღაპარშია), გეების ეს წყვილი ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად.

ამის ფონზე ფიფქიას მულატად გარდაქმნა წვრილმანია. გაცილებით მნიშვნელოვანია უნგრელი მწერლების მიერ თოვლის ბოროტი დედოფლის ლესბოსელად წარმოდგენა, ხოლო პოსეიდონს შეებრძოლება არა ვიღაც გმირი, არამედ _ გმირი-ტრანსგენდერი; ზღაპრული ირემი ადამიანურ ენაზე ლაპარაკის უნარს გამოიყენებს, რათა გარშემომყოფებს აცნობოს, რომ არ ეთანხმება ადამიანების ქალებად და კაცებად დაყოფის პრინციპს.

ასეთმა შემოქმედებითმა თავისუფლებამ დიდი სკანდალი გამოიწვია ქვეყნის საზოგადოებაში, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა: უნგრეთი მომთმენი, ტოლერანტული ქვეყანაა ჰომოსექსუალების მიმართ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და ამიტომ ვამბობ: თავი დაანებეთ ჩვენს ბავშვებს”.

მეფისწული გეია, დედოფალი _ ლესბოსელი. რატომ შეცვალეს ზღაპრები უნგრეთში

დოროთეა რედაი აქტიურად თანამშრომლობს ლგბტ-ორგანიზაციებთან, რომლებიც უნგრეთში საკმაო რაოდენობით არსებობს. მწერალი ქალბატონი თავის წიგნს განიხილავს, როგორც უკიდურეს მემარჯვენეთა შემოტევაზე პასუხს და თანაავტორთან ერთად მიიჩნევს, რომ თავიანთი “შემოქმედებითი ნაყოფის” წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან ჰგავს ნაცისტების მიერ წიგნების დაწვას და სხვა არაფერია, თუ არა “კომუნისტური ცენზურა”.

მაგრამ ასეთი ცენზურის პირობებში პირველი გამოცემის 1500-იან ტირაჟს “ყველასთვის ზღაპრების” მეორე გამოცემისას 15 ათას ეკზემპლარამდე ზრდიან.

მოითხოვე და მოგეცემა

უნგრული ნოუჰაუ სიახლე არ არის: 2018 წელს აშშ-ის მედია იუწყებოდა, რომ ლოს-ანჯელესში დაიბეჭდა დანიელ ჰააკის ზღაპრები “მეფისწული და რაინდი”. საცოლის ძებნაში მეფისწული შეებრძოლა ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს დამეგობრებულ რაინდთან ერთად. მათ გაერთიანებული ძალებით დაამარცხეს ავი ძალა. ერთობლივმა გამარჯვებამ წყვილი ისე დააახლოვა, რომ მეფისწულმა ცოლად შეირთო რაინდი. ავტორი აცხადებს, რომ მისი წიგნი ერთნაირ სქესიანთა “ოჯახებში” მცხოვრები ბავშვებისთვის დაიწერა… აშშ-ისა და კანადის ჰეტეროსექსუალ მშობლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ _ როგორ უნდა დაემტკიცებინათ ბავშვებისთვის, რატომ აირჩია ბიძია მეფისწულმა ცოლად ბიძია რაინდი. ამასობაში ზღაპრების გამამათმავლებულ გმირებს შეემატა მულტფილმების სერიალების _ “ბობი ოთხკუთხა შარვლისა” და “იხვების ისტორიების” პერსონაჟები, სხვებიც კიდევ, მაგრამ მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებთ, რადგან, რაც დაგისახელეთ, ისიც გულისამრევია, ტენდენცია _ საშიში, რადგან ზღაპრებისა და მულტფილმების მთავარი მოქმედი გმირები სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენენ მამაკაცების საჯდომებისადმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here