მთავარი ყველაზე ყველაზე მელანია ტრამპი – 20 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ აშშ-ს პირველი ლედის შესახებ

მელანია ტრამპი – 20 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ აშშ-ს პირველი ლედის შესახებ

2621
გააზიარეთ

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი გახდა აშშ პრეზიდენტი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი გახდა ყველა ტაბლოიდისთვის მთავარი სალაპარაკო თემა. “პირველი ლედის” სტატუსის მორგებისთანავე მელანიამ სახელი საქვეყნოდ გაითქვა, მას ყველა იცნობს, მასზე ყველა ლაპარაკობს, განიხილავენ და აინტერესებთ მის შესახებ ყველაფერი. 


დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებამდეც მთელ მსოფლიოში ცნობილი ფიგურა იყო  მრავალმილიონიანი ბიზნესპროექტების წყალობით, რომელსაც ის კურირებს. ტრამპი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსხვავებული პოლიტიკური ხედვით, რომელითაც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატთა ლიბერალურ მოსაზრებებს. დონალდი ყოველთვის სარგებლობდა პოპულარობით თავის ქვეყანაში, იგი ცნობილი იყო თავისი მდიდრული ცხოვრებით და ამერიკელი ხალხში მისი პერსონა დიდ ინტერესს იწვევდა ყოველთვის.

მაგრამ ვინ არის ამერიკის ახალი პირველი ლედი ან რას წარმოადგენს? კითხვაზე პასუხის გასაცემად “საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ 20 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ მელანია ტრამპზე:

  1. მელანია წარმოშობით სლოვენიელია

მელანია წარმოშობით ევროპის ალპიისპირა ცენტრალური სახელმწიფოდანაა, რომელიც ევროპის სამხრეთით მდებარეობს. მელანია დაიბადა სლოვენიაში 1970 წელს, როცა სლოვენია იუგოსლავიის ნაწილი იყო. ის აშშ ერთადერთი პირველი ლედია, რომელიც სსრკ-ს სივრცეში დაიბადა.

მარჯვნიდან მეორე, ქვემოთ: მელანია ტრამპი

2. წარმატებული სამოდელო კარიერა

ფოტოზე მელანია 17 წლისაა

როცა მელანია 18 წლის გახდა ის კარიერის გასაკეთებლად წავიდა იტალიაში და ეწვია მილანს. მისი ოცნება იყო გამხდარიყო წარმატებული მოდელი. მოგვიანებით, სამოდელო კარიერა პარიზში გააგრძელა. აშშ-ში მხოლოდ 90-იან წლებში გამოჩნდა.

3. მელანია სამაგალითო დედაა

პირველი ლედი თავის შვილს –  ბარონს მარტო, ძიძის დახმარების გარეშე ზრდიდა. მან თავისი ცხოვრება შვილის აღზრდას მიუძღვნა. მელანიას განცხადებით, მას არასდროს ყოლია ბავშვისთვის ძიძა, რადგან მიაჩნია რომ მშობლებმა თავად უნდა იზრუნონ შვილებზე.

4. მელანიამ მოდელობა 5 წლის ასაკში დაიწყო

მელანიამ კარიარაში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 5 წლის ასაკიდან გადადგა. 16 წლის ასაკში ის იმდენად პოპულარული იყო, რომ ხშირად ჩნდებოდა სხავადასხვა კომერციულ რეკლამებში, როგორც სატელევიზიო ასევე ბეჭვდურ სარეკლამო ბაზარზე.

5. ტრამპის უძრავი ქონების დეკორატორი

დონალდ ტრამპის უძრავ ქონებაში არსებული სახლების აბსოლიტური უმრავლესობის ინტერიერის დეკორატორი თავად მელანიაა. ინტერიერის დიზაინი პირველი ლედის საყვარელი საქმიანობაა და ეს მას ძალიან კარგად გამოსდის. მისი დიზაინი გამოირჩევა უზადო გემოვნებით და სიმდიდრით.

ტრამპის ოჯახის ნავსაყუდელი ნიუ ორკში არსებული სამსართულიანი სახლია “ტრამპ თაუერში”. სახლი მდიდრული დიზაინით გამოირჩევა (დომინირებს 24 კარატიანი ოქროს დიზაინის ავეჯი და დახვეწილი მარმალიროს იატაკი), ესეც მელანიას დამსახურებაა.

6. ღირსეული მეუღლე (ტრამპის გაცნობა)

მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი 1998 წელს, ნიუ-იორკის Fashion Week-ზე, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც დონალდ ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა. იმის მიუხედავად, რომ წვეულებაზე მარტო არ გამოცხადებულა, დონალდმა მელანიას ნომერი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მელანიამ იფიქრა, რომ არ იქნებოდა სწორი თუ მას ტელეფონის ნომერს მიცემდა, რადგან დაინახა რომ ის მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა. ამის შემდეგ მიზნის მისაღწევად ტრამპმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა: ბიზნესმენი ცნობილია მოდური გამოცემებისა და სილამაზის კონკურსების მფარველობით. მას საკუთარი სილამაზის კონკურსიც აქვს, მის სამყარო, რითაც საბოლოოდ მელანიას ყურადღებაც მიიპყრო. რამდენიმე თვის შემდეგ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო.

7. მუდმივად სასურველი სახე ჟურნალების გარეკანებისთვის

მელანია არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair. მელანიას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჟურნალმა GQ, რომლისთვისაც შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

პირველმა ლედიმ განსაკუთრებით ბოლო წლებია, რაც შედარებით კონსერვატული და კლასიკური სტილი მოირგო.

8. მელანია საუბრობს 6 ენაზე

მელანია  მშობლიური სლოვენიურის გარდა ხუთ ენაზე საუბრობს. მან იცის სერბული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური და გერმანული.

ტრამპმა მეუღლისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ენა იცის – მშობლიური. მელანიას თქმით, მას მეუღლესთვის არასდროს დაუჟინია შეესწავლა დამატებით რომელიმე ენა, რადგან მისი აზრით, ტრამპს ამის სურვილი რომ ჰქონოდა თავადაც ისწავლიდა.

9. არქიტექტურა და დიზაინი

მოდელობა არ ყოფილა მელანიას ერთადერთი გატაცება, სამოდელო კარიერის გარდა აინტერესებდა სწავლა, ის ფოკუსირებული იყო საკუთარ განათლებაზე და ჩააბარა სლოვენიის უნივერსიტეტში არქიტექტურის და დიზაინის კუთხით.

10. მაღალი IQ

სლოვენიის უნივერსიტეტის პროფესორების შეფასებით, რომლებიც ასწავლიდნენ მელანიას, მას საკმაოდ მაღალი IQ ჰქონდა. მაღალ ინტელექტუალურ ტესტებში მაღალ ქულებს იღებდა და ამით ამტკიცებდა, რომ ლამაზი სახის უკან ჭკვიანი ქალი იმალებოდა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რის გამოც მისი ურთიერთობა ტრამპთან ქორწინებით დასრულდა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ყრილობაზე მელანია ტრამპის სიტყვით გამოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მას მიშელ ობამას 2008 წლის სიტყვიდან ფრაზების მოპარვაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით მისმა “სფიჩრაიტერმა” შეცდომა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ინსპირაციისთვის გამოიყენა იმ ადამიანების შეხედულებები, ვისითაც მელანია აღფრთოვანებული იყო. ამ ადამიანების რიცხვში მიშელ ობამაც მოხვდა.

11. მელანიას განებივრებული შვილი

ტრამპისა და მელანიას სამსართულიან სახლში ერთი სართული მთლიანად მათ შვილს ბარონს ეკუთვნის. მელანიას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის შვილს ანებივრებს უბრალოდ კონფორტს და თავისუფალ გარემოს უქმნის, რასაც ყველა დედა აკეთებს საკუთარი შვილისთვის.

12. წარმატებული ბიზნესლედი
მელანია უკვე რამოდენიმე წელია წარმართავს რამოდენიმე ბიზნესს ერთდროულად და საკმაოდ წარმატებით. 2010 წელს მელანიამ საკუთარი საიუველირეო ბრენდი შექმნა. ფლობს მდიდრული და ძვირადღირებული საათებისა და სამკაულების საილუვერილო მაღაზიებს. ასევე ფლობს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ კანის მოვლის საშუალებებს, კრემებს და ვიტამინებს.

13. აშშ-ის ყველაზე მაღალი პირველი ლედი

მელანია, მიშელ ობამას და ელეონორ რუზველტის მსგავსად სიმაღლეში 1.80 სანტიმეტრია.

 

 

 

 

 

14. ქველმოქმედი

ყოფილი მოდელი ამჟამად აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, 2005 წელს ის აშშ-ის წითელი ჯვრის საზოგადოების კეთილი ნების ელჩი გახდა. მელანია პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დონალდის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თავს ბავშვთა უფლებების დაცვას მიუძღვნიდა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ბავშვებისა და მოზარდების თანატოლების თავდასხმებისგან დაცვა მისი მოღვაწეობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. მან ასევე დადო პირობა, რომ იბრძოლებს ქალთა უფლებებისთვისაც.

15. საიდუმლო ნახევარძმა

მელანიას ჰყავს ნახევარძმა დენისი, რომელიც მასზე 4 წლით უფროსია, რომელსაც არ უყვარს ხალხში გამოჩენა და ამიტომ მასზე მედიაში არ საუბრობენ. მისი ძმა გაჩნდა მანამდე სანამ მელანიას მშობლები იქორწინებდნენ.

16. აპოლიტიკური ფიგურა

მაშინ, როცა დონალდ ტრამპი აქტიურად ეწეოდა თავის წინასაარჩევნო კამპანიას მელანია არსად არ ჩანდა და თავს იკავებდა პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირებისგან. თუმცა კულისებში საკმაოდ აქტიურად განიხილავდა მიმდინარე პროცესებს. როცა საქმე საჯარო პოლიტიკურ განცხადებებს ეხება, მელანია ამჯობინებს ბურთი და მოედანი მეურლეს დაუთმოს. პოლიტიკაში აქტიურად მისი გერი ივანკა ტრამპია ჩართული, რომელსაც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი უკავია (ივანკა მელანიაზე მხოლოდ 11 წლითაა უმცროსი).

17. ერთადერთი სიყვარული

მელანიას ერთადერთი ქმარი დონალდია, ხოლო როგორც ვიცით მელანია დონალდის რიგით მესამე ცოლია. დონალდმა პირველად 1977 წელს იქორწინა ივანაზე,  მეორედ 1993 წელს მარლაზე, ხოლო მელანიაზე 2005 წელს. ტრამპს 3 ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.

18. კარგი მანერები

მელანიას ყველაზე მეტად აღიზიანებს, როცა ადამიენები ერთმანეთს დასცინიან, ჩაგრავენ და ლანძღავენ. განასაკუთრებით არ მოსწონს, როცა ბავშვები ერთმანეთს შეურაცყოფას აყენებენ თამაშის დროს ან თუნდაც თანატოლები, როცა ჩაგრავენ ერთმანეთს სკოლაში. მელანიას აწუხებს ის ფაქტიც, რომ ამას დღეს ინტერნეტ სივრცეს ამოფარებულები აკეთებენ, რომ მათი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს.

19. გულისხმიერი მეუღლე

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის მელანია დღემდე დონალდის მეუღლე ეს არის მისი თვისებები. ის არ არის კატეგორიული მეურლესთან მიმართებაში, არ უყენებს პრეტენზიებს და არის გულისხმიერი. თითოეულ მის წამოსწყებას მიესალმება და მას გვერდში უდგას. ის არასდროს კარნახობს დონალდს თუ როგორ უნდა მოიქცეს. მელანიას ესმის, რომ მისი მეურლე ექსცენტრიული და ხისტი ხასიათისაა ამიტომ მასთან გაჯიუტებას აზრი არ აქვს.

20. მდიდრული ქორწინება 

მელანიას და დონალდს ქორწილი 1 მილიონი $ დაუჯდათ. მხოლოდ 100 000 $ მელანიას საქორწინო კაბის ღირებულება იყო, რომელის დიზაინი კრისტიან დიორს ეკუთვნოდა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here