Home რუბრიკები ბლოგი მევლუთ ჩავუშოღლუ ანგელა მერკელს: ყველაფერს რომ გისრულებდათ ის თურქეთი აღარ...

მევლუთ ჩავუშოღლუ ანგელა მერკელს: ყველაფერს რომ გისრულებდათ ის თურქეთი აღარ არსებობს

16165
მევლუთ ჩავუშოღლუ ანგელა მერკელი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს რომ ყველაფერს უსრულებდა ის თურქეთი უკვე აღარ არსებობს.

30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოთხოვნას, ნატოს ინჯირლიკის ბაზაზე გერმანელი პარლამენტარების დაშვებაზე, მკაცრად უპასუხა.

,,გერმანია უნდა მიხვდეს, რომ ,,მე თურქეთის წინააღმდეგ რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თურქეთს რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ,, ეს დრო წავიდა. თუ თქვენ თურქეთისგან რაიმეს მიღწევა გინდათ, მას მტრულად არ უნდა მოექცეთ. ყველაფერს რომ გისრულებდათ ის თურქეთი უკვე აღარ არის, ის უკან დარჩა“,-  განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და გერმანიას შორის სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთის მიერ ფეტჰულა გიულენის მომხრეებად გამოცხადებულ ნატოს ბაზებზე მომსახურე თურქი სამხედროების გადმოცემაზე, მერკელის ხელისუფლებამ უარი განაცხადა და მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here