მთავარი საზოგადოება მასობრივი მკვლელობები “დემოკრატიის ციტადელში”

მასობრივი მკვლელობები “დემოკრატიის ციტადელში”

გააზიარეთ
კაზინო და სასტუმრო

1 ოქტომბერს ლასვეგასში მორიგი მასობრივი მკვლელობა მოხდა. დაიღუპა 59 ადამიანი, დაიჭრა 500-ზე მეტი. ეს დანაშაული მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე მასშტაბურია აშშის ისტორიაში.

რა მოტივი ამოძრავებდა 64 წლის მილიონერ (აშშის საგადასახადო სამსახურის განცხადებით, ლას ვეგასში ხოცვაჟლეტის მომწყობს ანგარიშზე 5 მლნ დოლარი ჰქონდა) სტივენ პედოკს, რომელმაც სასტუმრომანდალაიბეის” 32- სართულიდან ცეცხლი გაუხსნა ქანთრის ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც ასეთი შემთხვევების შემდეგ ხდება ხოლმე, ამერიკელ საზოგადოებაში კვლავ დაიწყეს კამათი _ საჭიროა თუ არა შეზღუდვების დაწესება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე. და, სანამ კამათობენ, “დემოკრატიის ციტადელადწოდებული ამერიკა თავის სამწუხარო რეკორდებს ამხობს. აი ჩამონათვალი მასობრივი მკვლელობებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში მოხდა:

გეიკლუბი ორლანდოში
გეიკლუბი ორლანდოში

2016 წელი, გეიკლუბი ორლანდოში, 49 ადამიანი

2016 წლის 12 ივნისის ღამეს ორლანდოს გეიკლუბ Pulse-ს თავს დაესხა შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი ომარ მატინი, რომელიც იყო აშშ-ის მოქალაქე, მისი მშობლები კი ავღანელი იმიგრანტები არიან. მატინმა გეიკლუბში 49 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 53 კი _ დაჭრა, შემდეგ კი მძევლები აიყვანა. სამართალდამცველებმა მატინი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს და მძევლები გაათავისუფლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა.

1924 წელი, სკოლაბეტი”, 45 ადამიანი

მასობრივი მკვლელობა, რომელსაც ლას-ვეგასის ინციდენტამდე ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აშშ-ში, 1924 წლის 18 მაისს მოხდა მიჩიგანის ქალაქ ბეტის სკოლაში: 55 წლის ფერმერმა ენდრიუ კეჰომ, რომელიც განათლების საბჭოს წევრი იყო, ჯერ ცოლი მოკლა და სახლი ააფეთქა, შემდეგ კი დაწყებით სკოლაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო _ ააფეთქა სკოლის შენობა. დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის _ 38 მოსწავლე და 7 მასწავლებელი, დაიჭრა _ 57.

ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

2007 წელი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, 32 ადამიანი

2007 წლის 16 აპრილს ქალაქ ბლექსბერგში, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსა და სასწავლო კორპუსში, როცა იქ 895 სტუდენტი იმყოფებოდა, კორეული წარმოშობის ამერიკელმა ჩო სინ ხიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 27 სტუდენტი და უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი მოკლა, 25 _ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დაწყებითი სკოლა "სენდ ჰუკი"
დაწყებითი სკოლა “სენდ ჰუკი”

2012 წელი, დაწყებითი სკოლასენდი ჰუკი”, 26 ადამიანი

2012 წლის 14 დეკემბერს, 20 წლის ადამ პიტერ ლენზამ ჯერ დედა მოკლა, შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა და გაემგზავრა ქალაქ ნიუტონის (კონეკტიკუტის შტატი) დაწყებით სკოლა სენდი ჰუკში. შაშხანითა და 3 პისტოლეტით შეიარაღებულმა ლენზამ სკოლაში შესვლისთანავე გახსნა ცეცხლი. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის, 6-7 წლის 12 გოგონა და 8 ბიჭი, აგრეთვე, მოზრდილები და სკოლის დირექტორი, დაიჭრა _ 2, ლენზამ თავი მოიკლა.

1991 წელი, რესტორანილუბი”, 23 ადამიანი

1991 წლის 11 ოქტომბერს 35 წლის უმუშევარი ჯორჯ გენარდი თავისი პიკაპით ქალაქ კილინის (ტეხასის შტატი) რესტორან “ლუბიში” შეიჭრა და დაიყვირა: “კილინისა და ბელტონის ყველა ქალი გველგესლაა, იმის გამო, რაც დამმართეთ მე და ჩემს ოჯახს! ეს ანგარიშსწორების დღეა!”

ამის შემდეგ გენარდმა ამოიღო ორი პისტოლეტი და ცეცხლი გაუხსნა რესტორანში მყოფთ. მან 23 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 27 კი _ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

1984 წელი, სანდიეგოსმაკდონალდსი”, 21 ადამიანი

1984 წლის 18 ივლისს შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებული 41 წლის ჯეიმს ჰუბერტი “მაკდონალდსში” შევიდა და 21 ადამიანი მოკლა, მათ შორის _ 8 თვის ჩვილი, 20 ადამიანი კი დაჭრა. სროლა 78 წუთს გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში ჰუბერტმა 245-ჯერ გაისროლა. ბოროტმოქმედი სპეცდანიშნულების რაზმის სნაიპერმა მოკლა.

ოსტინი
ოსტინი

1966 წელი, ოსტინი, 16 ადამიანი

1966 წლის 1 აგვისტოს ყოფილი საზღვაო ქვეითი ჩარლზ ჯოზეფ უიტმენი ტეხასის უნივერსიტეტის 28-სართულიანი კოშკის სახურავზე გამაგრდა და 96 წუთის განმავლობაში ოპტიკურსამიზნიანი შაშხანიდან ესროდა ქუჩაში გამვლელებს. დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა _ 32. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე უიტმენმა ცოლი და დედა მოკლა.

ბოროტმოქმედი კი პოლიციამ გამოასალმა სიცოცხლეს.

სან ბერნარდო. მანქანა, რომლითაც ფარუქი და მალიქი გაქცევას ცდილობდნენ
სან ბერნარდო. მანქანა, რომლითაც ფარუქი და მალიქი გაქცევას ცდილობდნენ

2015 წელი, სანბერნარდინო, 14 ადამიანი

2015 წლის 2 დეკემბერს ამერიკაში დაბადებულმა პაკისტანელმა მუსლიმანმა საიდ ფარუქმა და მისმა ცოლმა ტაშფინ მალიქმა ლოს-ანჯელესის გარეუბან სან-ბერნარდონის ჯანდაცვის დეპარტამენტის 14 თანამშრომელი მოკლეს _ ფარუქის კოლეგები. “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი ფარუქი და მალიქი დევნისას პოლიციელებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

1986 წელი ედმონდი, 14 ადამიანი

1986 წლის 20 აგვისტოს ოკლაჰომას შტატის ქალაქ ედმონდში ფოსტის თანამშრომელმა პატრიკ ჰენრი შერილმა თავისი 14 კოლეგა მოკლა, 6 კი _ დაჭრა, შემდეგ თავი მოიკლა. შერილმა მისთვის საყვედურის გამოცხადების გამო ჩაიდინა ეს დანაშაული.

სამხედრო ბაზა "ფორტ ჰუდი"
სამხედრო ბაზა “ფორტ ჰუდი”

2009 წელი, სამხედრო ბაზა ფორტ ჰუდი, 13 ადამიანი

ზემოთ ნახსენებ ქალაქ კილინში კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა. 2009 წლის 5 ნოემბერს 39 წლის სამხედრო ფსიქიატრმა, წარმოშობით პალესტინელმა ნიდალ ჰასანმა 13 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, 42 _ დაჭრა. ჰასანი დააპატიმრეს. 2013 წელს მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს და ახლა სასიკვდილო ინიექციას ელოდება.

1999 წელი, სკოლაკოლუმბაინი”, 13 ადამიანი

1999 წლის 20 აპრილს ჯეფერსონის ოლქის (კოლორადოს შტატი) სკოლა “კოლუმბაინში” 17-18 წლის მოსწავლეებმა _ ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა _ ცეცხლი გაუხსნეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მძიმედ დაიჭრა 37 ადამიანი, მათგან 13 დაიღუპა. ჰარისმა და კლებოლდმა თავი მოიკლეს.

2015 წელი, ქალაქი როზბერგი, 9 ადამიანი

2015 წლის 1 ოქტომბერს ორეგონის შტატის ქალაქ როზბერგში მოსწავლეთა საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა. 26 წლის კრისტოფერ შონ ჰარპერ-მერსერმა კოლეჯ ამპკვას კამპუსის (სტუდენტების საერთო საცხოვრებელი) ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 9 ადამიანი მოკლა, 9 დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ეს მეორე ასეთი ინციდენტი იყო როზბერგში. პირველი მოხდა 2006 წლის 23 თებერვალს: 14 წლის მოსწავლემ ვინსენტ უეინ ლეუდორომ, რომელსაც კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ, პისტოლეტიდან გასროლით მძიმედ დაჭრა 16 წლის ჯოზეფ მონტი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ კოლეჯში სისხლიანი კალოს დამტრიალებელი ჰარპერ-მერსერი, რომელსაც 18 წლის შესრულების შემდეგ მამა აღარ უნახავს, აშშ-ის არმიაში მსახურობდა. ახალგაზრდა მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, სადაც 14 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა (დედას იარაღის შეძენა-შენახვის უფლება ჰქონდა). ჰარპერ-მერსერი ანტირელიგიურ და რასისტულ იდეებს იზიარებდა.

დემოკრატიის ციტადელად წოდებულ ამერიკაში მასობრივი მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედჩვეულებრივი მოვლენაუწოდა მოსწავლეების მასობრივ მკვლელობას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის 7-წლიან პერიოდში აშშის კონგრესს 15-ჯერ(!) სთხოვა (და არა _ მოსთხოვა) მოქალაქეებისთვის იარაღის თავისუფალი გაყიდვის შეზღუდვა. აშშის პრეზიდენტს კარგად ესმოდა, რომ იარაღის მწარმოებლებს ვერ აიძულებდა, შეეწყვიტათ გაყიდვა პროდუქციისა, რომელსაც ამერიკელები (არამხოლოდ) ისე ეტანებიან, როგორც წყალს სიცხეში. იარაღის ლობისთან დაპირისპირება ნიშნავს დაპირისპირებას სამხედროსამრეწველო კომპლექსთან, რომელიც უოლ სტრიტთან ერთად ამერიკული სისტემის ბურჯია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი პირველი იყო, ვინც დაუპირისპირდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მის საქმიანობაში გარკვევა მოისურვა, მაგრამ რით დასრულდა ეს, ყველასთვის ცნობილია.…

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თვლის, რომ პლანეტაზე წესრიგის დამყარება მხოლოდ მას შეუძლია, მსოფლიოს ლიდერად იქცა ქვეყნის შიგნით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების მხრივ, თუმცა პირველობას არც მსოფლიოს ბვერ ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივად განადგურების მხრივ თმობს (ვიეტნამი, კამბოჯა, სერბეთი, ლაოსი, ერაყი, ლიბია, და ა.შ. დღეს კი სამიზნეში სირია ჰყავს ამოღებული). აშშ-ზე, სადაც დედამიწის მოსახლეობის 5 პროცენტი ცხოვრობს, ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების 31% მოდის, ამ მხრივ დანარჩენი ქვეყნები, რომლებშიც შედარებით დიდია მასობრივი მკვლელობების რაოდენობა _ ფილიპინები, იემენი, საფრანგეთი _ ახლოსაც ვერ მივლენ “დემოკრატიის მამამთავარ” სახელმწიფოსთან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მცხოვრებთა სახელზე, 2015 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 270 მლნ ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი (?!) _ 100 კაცზე თითქმის 90 ერთეული.

ამასთანავე, აშშში მასობრივ მკვლელებს შორის ბევრია მოსწავლე, სტუდენტი, რიგითი ჯარისკაცი, რომლებსაც მკვლელობის ჩადენა სკოლებსა და ოფისებში სწადიათ. უბედურება არის ის, რომ ეს მკვლელები სამაგალითოდ იქცა ლუზერებისთვის (წარუმატებელი) არა მხოლოდ აშშში, არამედ გერმანიაში, ფინეთში, კანადაში, ნორვეგიაში (ბრეივიკი).

* 1966 წლის 12 ნოემბერს ქალაქ მესაში (არიზონა,) კოლეჯ Rose Mar College of Beauty-ის 18 წლის სტუდენტმა რობერტ სმიტმა, რომელიც პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ერთ-ერთ აუდიტორიაში მძევლად აიყვანა 5 გოგონა და 2 ბავშვი. ცოტა ხნის შემდეგ მან დამიზნებით მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი. სმიტი პოლიციელებმა დააპატიმრეს. ბოროტმოქმედი აღტაცებული იყო ჩარლზ უიტმენით და სურდა, მისი მსგავსი დანაშაული ჩაედინა.

* 1979 წლის 29 იანვარს სან-დიეგოში (კალიფორნია, აშშ) 16 წლის ბრენდა სპენსერმა თავისი ოთახის ფანჯრიდან ცეცხლი გაუხსნა მოზარდებს, რომლებიც Clivlend Elementary School-ში მიდიოდნენ. 2 ადამიანი (პოლიციელი და მასწავლებელი), რომლებიც მოსწავლეების დაცვას შეეცადნენ, ადგილზე მოკლა შაშხანიდან გასროლით, 9 მოსწავლე დაჭრა. “კალიფორნიელმა მსროლელმა” დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ არ უყვარს ორშაბათი და დანაშაული ამის გამო ჩაიდინა.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here