Home სხვადასხვა დაიჯესტი მაკრონის მორიგი სვლა: მას სურს, მიაღწიოს ნატოსგან ევროკავშირის დამოუკიდებლობას

მაკრონის მორიგი სვლა: მას სურს, მიაღწიოს ნატოსგან ევროკავშირის დამოუკიდებლობას

392
მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, შეიცვალოს ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ, თანამეგობრობა თავდაცვის საკითხებში ნატოსგან უფრო დამოუკიდებელი რომ გახდეს, _ წერს Welt am Sonntag ბრიუსელის წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, მაკრონს სურს დააკონკრეტოს ხელშეკრულების 42 მუხლის მე-7 პუნქტი, რომელშიც ლაპარაკია ევროკავშირის წევრების ვალდებულებაზე, დაეხმაროს თანამეგობრობის ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

მაკრონი მიიჩნევს, რომ ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ევროკავშირის დაცვა საკუთარი ძალებით იმ შემთხვევაში, თუ ნატო ვეტოს გამო ვერ შეძლებს კოლექტიური თავდაცვის მუხლის გააქტიურებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here