მთავარი ისტორია ლავრენტი ბერიას წერილები სტალინს

ლავრენტი ბერიას წერილები სტალინს

615
გააზიარეთ
ლავრენტი ბერიას წერილები სტალინს

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უამრავ დოკუმენტს აწერიასრულიად საიდუმლოდ”, “მუდმივად საიდუმლოდ”, მაგრამ როგორი საიდუმლოც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც გამომზეურდება ხოლმე, რადგანარა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს”. უამრავი დოკუმენტი თუ პირადი წერილი, რომლებიც საიდუმლოებას შეიცავდა, დღეს მკვლევართა განსჯის საგანია. რამდენიც უნდა ვაყაროთ ნაცარი ჩვენს წარსულს, სიმართლის თესლი მაინც ღვივის და, ადრე თუ გვიან, ამოხეთავს ზედაპირზე.

გასული საუკუნის 30-იანი წლები იდუმალების სამყაროა, მაგრამ, როგორც ყველაფერს, იმჟამინდელ მოვლენებსაც აეხადა ფარდა. მე ხელთ მაქვს 1921-1924 წლების აჯანყების საარქივო, აგრეთვე, ოჯახებიდან ამოღებული უტყუარი მასალები და, როდესაც მათი სისტემატიზაცია დავიწყე, რათა წიგნად შემეკრა ეს უჩვეულო ამბები, ბევრი უხერხული ფაქტი ამოტივტივდა, ამიტომ ვყოყმანობდი, გამომექვეყნებინა თუ არა. ამ მიზეზით ავტორიტეტული სვანების ჯგუფი მოვიწვიე რჩევის მისაღებად. “მივიწყებულ და მოშუშებულ საქმეს ნუღარ გავჩრეკთ. ის უფრო გამწვავდება”, _ ბრძენი სვანების ეს შეგონება მართებულად მივიჩნიე, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ წლების შემდეგ დასჭირდეს ვინმეს ეს დოკუმენტები-მეთქი და აი, ისინი დღეიდან ჩემს ხელნაწერებს ჩაბარდა.

მაღალი დონის პირთა მიმოწერებში საუბარია მძიმე ფაქტებზე, რომელთა ჩამდენების შთამომავლობას არ მინდა, გული ვატკინო. ზოგიერთ მათგანს, ალბათ, გაცნობიერებული აქვს წინაპრების შეგნებული თუ შეუგნებელი გადაცდომის მიზეზები, ზოგიერთი კი ჯიუტად იმეორებს წინაპრის შეცდომებს და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ვიღაცების მიერ მოყოლილ ზღაპრებს უცვლელად იმეორებს.

დღეს, როდესაც გვგონია, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უმაღლეს სტადიაზე ვიმყოფებით, სწორედ ახლა ვართ ყველაზე მეტად დამოკიდებული მამონაზე. პილატემ გაასამართლა არა მხოლოდ ქრისტე, არამედ სამართლიანობა და კეთილშობილება, ხოლო ქრისტიანობა დარჩა დაკარგული სამართლიანობისა და კეთილშობილების თვალცრემლიან ჭირისუფლად, რომელიც დღესაც დასტირის თავის დანაკარგს. “ქრისტე აღასრულებს დაპირებას და კაცობრიობას დაუბრუნდება ცეცხლითა და მახვილით”. ამ შემთხვევაში ის ბრალდებული კი არ იქნება, არამედ ბრალმდებელი და ვაი მას, ვისაც სიმართლის ცელი მისწვდება…

დღეს გაგაცნობთ ამბავს, რომელიც ადამიანის გონებაში სხვა მნიშვნელობით არის დალექილი და კეთილი და ბოროტი ერთმანეთშია არეული. ვინმეს რომ არ გავუჩინო შურისძიების ან ბოღმის ნაპერწკალი, მოქმედ პირთა ინიციალებს შეგნებულად ვცვლი (ზოგიერთ შემთხვევაში).

ახლა კი გადავდივარ დოკუმენტურ მასალებზე.

“სკპ (ბ)ცენტრალურ კომიტეტს

ამხ. სტალინს

20.07.1937

ძვირფასო კობა!

კონტრრევოლუციონერთა საქმის გამოძიება გრძელდება და იკვეთება ახალ მონაწილეთა გვარები დანაშაულებრივი ჯგუფისა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. . მგალობლიშვილის, . ლავრენტიევის (ქართველიშვილი), . ელიავას, . ორახელაშვილის, ლუკაშინისა და სხვათა ჩვენებებით ნათელი ეფინება მავნებლურ, დივერსიულ, ჯაშუშურ და ტერორისტულ საქმიანობას, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ, როგორც რეგიონის მემრჯვენე ორგანიზაციის კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციის წევრები. მათი ჩვენებებიდან დგინდება, რომ კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაცია 1928 წელს შეიქმნა, ერთი მხრივ, მოსკოვიდან რიკოვის დირექტივის საფუძველზე . კრუგლოვის მიერ და, მეორე მხრივ, პირადად ბუხარინის მითითებით . ორახელაშვილის მიერ. ამ ორგანიზაციაში გაწევრდნენ კავკასიის ყოფილი სახალხო კომისრის საბჭოს თავმჯდომარე მ. ორახელაშვილი, საქართველოს ყოფილი ს.კ.ს. . ელიავა, . მგალობლიშვილი, . კურულოვი, . ჯუღელი და . ჟღენტი. 1930 წელს ამავე ორგანიზაციაში შევიდნენ ლ. ლავრენტიევი (ქართველიშვილი), რომელიც თბილისში უკრაინიდან ჩამოვიდა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რომელიც, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგა კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციას. ორგანიზაცია აწარმოებდა სხვადასახვა მავნებლურ, ჯაშუშურ, დივერსიულ საქმიანობას კადრების მოსაზიდად და მუდმივი კავშირი ჰქონდა ბუხარინთან, პიკოვთან, ასევე უკრაინის მემარჯვენეთა ცენტრთან და რომლებიც შეთანხმებულნი იყვნენ აჯანყების მოწყობაზე ერთდროულად უკრაინასა და კავკასიის რეგიონში ომის დაწყებისთანავე. 1934 წლის ბოლოს პიკოვმა გასცა დირექტივა საერთო კონტრრევოლუციური ორგანიზაციიის შექმნის თაობაზე ამიერკავკასიაში. ამიერკავკასიის ცენტრის რეზიდენციად შეირჩა მოსკოვი, საიდანაც იმართებოდა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობა ამიერკავკასიაში. ამიერკავკასიის კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში შედიოდნენ საქართველოდან: . ელიავა, . ორახელაშვილი, . ლავრენტიევი და . ენუქიძე; სომხეთიდან: . ტერგაბრიელიანი, . ლუკაშინი; აზერბაიჯანიდან: . ჰუსეინოვი და კარაევი. ამიერკავკასიის ცენტრმა შექმნა რესპუბლიკური ცენტრები, რომლებშიც შედიოდნენ: საქართველოში _ . მგალობლიშვილი, . კურულოვი, . მათიკაშვილი, . სუხიშვილი, . ჟღენტი; სომხეთში _ . ტერგაბრიელიანი, . პირუმოვი, . ერზინკიანი, . ესაიანი, . ეგიაზარიანი, . შევერდოვი; აზერბაიჯანში _ . ბუნიატზადე, . სულთანოვი, . ეფენდიევი, . ჰუსეინოვი, კარაევი, დოვლატოვი, ბაბაევი. 1935 წლისთვის რიკოვის დირექტივის საფუძველზე, ელიავას შუამავლობით, რესპუბლიკურმა ცენტრებმა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტები ბრძოლისთვის პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ კონტრრევოლუციურ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებთან ამიეკავკასიაში, ანუ ტროცკისტებთან, ქართველ მენშევიკებთან, სომეხ დაშნაკებსა და აზერბაიჯანელ მუსავატისტებთან. რიკოვს ასევე დავალებული ჰქონდა, გადასვლა ძალისმიერ ფორმებსა და მეთოდებზე, ძირითადად, ტერორზე საქ. კომუნისტური პარტიისა (ბ) და ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ცენტრებში, ასევე რეგიონებში. 1935 წლის ბოლოს რიკოვმა გასცა ახალი დავალება _ დაემყარებინათ კავშირები კაპიტალისტური ქვეყნების სამთავრობო წრეებთან, კერძოდ, ფაშისტურ გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან. რესპუბლიკური ცენტრები ასევე უნდა დაკავშირებოდნენ უცხოეთში მოქმედ ანტისაბჭოურ წრეებს _ მენშევიკებს, დაშნაკებს, მუსავატებს. რიკოვის დირექტივები შესრულდა. საქართველოში და, საზოგადოდ, ამიერკავკასიაში, ფაქტობრივად, შეიქმნა საომარი ფრონტი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ტროცკისტი . მდივნის დავალებითა და ქართული ცენტრის თანხმობით, მემარჯვენეთა ჯაშუში კარპეზ მოდებაძე 1935 წელს უცხოეთში ყოფნიასას დაუკავშირდა “გესტაპო”-ს, ასევე გერმანიის სახელისუფლო წრეებს, კერძოდ, როზენბერგს, გერინგს, ჰესს და შეთანხმდნენ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო დიდი ჯაშუშური ქსელი მოღალატეებისა, დივერსანტებისა და ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული კონტრრევოლუციური თვალსაზრისი, მაგრამ მათ აერთიანებდა ერთი რამ _ არსებული ხელისუფლების მიმართ სიძულვილი. საგულისხმოა მ. ორახელაშვილისა და ლუკაშინის ჩვენებები სერგო ორჯონიკიძეზე, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, მორალურ თუ მატერიალურ დახმარებას უწევდა კონტრევოლუციურ საქმიანობაში ჩართულ იმ ადამიანებს, რომლებიც გაძევებულნი იყვნენ საქართველოდან და, საზოგადოდ, ამიერკავკასიიდან. როგორც შეგატყობინეთ, . მგალობლიშვილი აღმოჩნდა ინგლისის ჯაშუში, რომელიც პირადად აწვდიდა ინფორმაციას ტუხაჩევსკის და მან გადასცა ინფორმცია წითელ არმიაში კონტრრევოლუციური განწყობების შესახებ. შ. ელიავამ აღიარა, რომ გახლდათ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის ფარული აგენტი და ერთ-ერთი აქტიური წევრი კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა, რომ მას უშუალო კავშირი ჰქონდა მოსკოვში ბუხარინთან, რომელმაც პირადად დაავალა ტერორისტული აქტების მოწყობის ორგანიზება სტალინზე, მოლოტოვზე, ვოროშილოვსა და კაგანოვიჩზე.

ლავრენტი ბერიას წერილები სტალინს

შ. ელიავა მჭიდროდ იყო დაკავშირებული გამარნიკსა და ტუხაჩევსკისთან და ინფორმირებული იყო კონტრრევოლუციურ ორგანიზაციის საქმიანობაზე. ტუხაჩევსკის შეთავაზებით, შ. ელიავა დათანხმდა, მიეწოდებინა გერმანიის გენერალური შტაბისთვის ჯაშუშური ინფორმაციები წითელი არმიის შესახებ საქართველოში, ასევე სხვა მასალები, რომლებსაც იგი მოიპოვებდა ჯაშუშური გზით.

* ლავრენტიევი დიდხანს დუმდა და ამტკიცებდა, რომ მისი დაპატიმრება გაუგებრობა იყო; მას შემდეგ, რაც აიყვანეს დავალების შესრულებისას, მან აღიარა, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში, 1921 წელს, იაკირმა გადაიბირა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. ლავრენტიევმა ასევე აღნიშნა, რომ საქ. კომუნისტური პარტიის ( ბ) თავმჯდომარეობისას, შეგნებულად ეწეოდა პარტიისთვის მავნებლურ საქმიანობას ნაციონალურ საკითხებში. იგი სპეციალურად ქმნიდა გაუსაძლის პირობებს პურის წარმოებაში, რაც დიდ უკმაყოფილებას წარმოშობდა სოფლად და რასაც შემდგომ მოჰყვა შეიარაღებული გამოსვლები გლეხობაში. ამგვარად, 1931 წლის მოვლენები (პურის წარმოების გაუსაძლისი პირობები) პირდაპირ კავშირშია ამ კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციის ქმედებებთან.

* სანამ ეს ნაძირალა, გამყიდველი მ. ორახელაშვილი დუმს, ვფრთხილობთ და არ ვჩქარობთ საქმის ბოლომდე მიყვანას, რადგან ყოველი დაკითხვისას მას გული მისდის. ეჭვგარეშეა, ის მალე ალაპარაკდება. საკმაოდ ვრცელი ჩვენებები მოგვცეს თავიანთ ჯაშუშურ საქმიანობებზე . კანდელაკმა, . მგალობლიშვილმა და . ელიავამ. ჩვენებებით დგინდება: . კანდელაკი კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციის საკავშირო ცენტრის ხელშეწყობით დაუკავშირდა ფაშისტურ გერმანიაში გებელსს, გერინგსა და შახტს. . მგალობლიშვილის ჩვენებით დგინდება, რომ . კანდელაკმა მასთან საუბარში აღიარა ფაშისტურ გერმანიასთან კავშირი, ანუ ის, რომ გერმანიის მხარეს აღუთქვა დახმარება, ომის დაწყების დღეებიდანვე მიეწოდებინა ინფორმაციები. . კანდელაკი ასევე კავშირში იმყოფებოდა ინგლისის სადაზვერვო სამსახურთან.

გ. მგალობლიშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სახალხო კომისრის სრულუფლებიანი წევრი საქართველოს საკითხებში _ სტარკი _ ეწევა ტროცკისტულ საქმიანობას, რომელიც უშუალო კავშირშია სახალხო კომისრის მოადგილე კრესტინსკისთან და რომელიც დაკავშირებულია კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციასთან.

* გ. მგალობლიშვილის, მ. ჩალმაზისა და სხვების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ კონტრრევოლუციურმა ორგანიზაციამ ფართოდ გაშალა მუშაობა აფხაზეთში უშუალოდ ნ. ლაკობას ხელმძღვანელობით. ნ. ლაკობა გ. მგალობლიშვილს ატყობინებდა, რომ ატარებდა სხვადასხვა დივერსიულ საქმიანობას აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და ხელმძღვანელობდა ინგლისისა და თურქეთის დირექტივებით. საქმის ჩავრდნის შემთხვევაში ნ. ლაკობა იმედოვნებდა თურქეთის მხარდაჭერას და მის ტერიტორიაზე თავშესაფარს. ასევე გახსნილია აჭარის კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაცია. წინასაგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ 1933-1934 წწ. აჭარაში შექმნილი იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე . ლორთქიფანიძე, რომელიც გადაბირებულ იქნა სერებრიაკოვისა და . ქურდაძის მიერ. ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანი იყო აჭარის ჩამოშორება სსრ კავშირიდან და თურქეთთან მიერთება შეიარაღებული აჯანყების მეშვეობით. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის გეგმებში შედიოდა აჭარის ავტონომიის შექმნა და ავტონომიაში თურქული ართვინისა და არდაღანის შეყვანა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თურქეთის ხელმძღვანელობასთან ბათუმში არსებული საკონსულოსა და ადგილობრივი ემიგრანტების საშუალებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტი ატარებს შემდეგ ქმედებებს:

) მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში წმენდა, შედეგად დადგინდა ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, თ. ლორთქიფანიძის, მიერ გადაბირებული პირთა ვინაობა;

) დადგენილ იქნა პირთა ვინაობა ქ. თბილისსა და რიგ რეგიონებში და ასევე მათი კავშირი კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციასთან;

) სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს ინფორმაციის შემოწმება და შედეგების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ანტისაბჭოური და კონტრრევოლუციური ორგანიზაციული ელემენტები საბოლოოდ გამოვლენილნი და დაპატიმრებულნი იქნებიან. ამ მომენტისთვის დახვრეტილია 200-მდე ადამიანი. ახლახან საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ამხ. ეჟოვს გაუგზავნა დოკუმენტები დამატებით 350 ადამიანზე. ვვარაუდობ, მოგვიწევს 1000 ადამიანის დახვრეტა კონტრრევოლუციური მოძრაობის ორგანიზაციის რიგებიდან, ტროცკისტებიდან, ჯაშუშებიდან, დივერსანტებიდან. ამ სიაში არ შედიან ყოფილი კულაკები და სისხლის სამართლის დამნაშავენი.

* საქმის საბოლოო წარმართვისთვის აუცილებლად მიმაჩნია მიხეილ კახიანის, გაიოზ დევდარიანის, ლუკა ლომიძის, დავით კანდელაკისა და სტარკის დაპატიმრება. ასევე აუცილებლად მიმაჩნია ნ. ლაკობას მეუღლისა და დედის დაპატიმრება და გამოძიების შემდგომ მათი განდევნა ამიერკავკასიიდან საეჭვო საქმიანობის გამო.

ველი თქვენს დავალებას.

ცკ-ის მდივანი ლ. ბერია”.

აქვე გაგაცნობთ ლავრენტი ბერიას მიერ სტალინთან გაგზავნილ მეორე წერილს:

“საბჭოთა კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტს,

ამხ. სტალინს!

24 მაისს, დღის 11 საათზე, საკუთარ ბინაში რევოლვერის გასროლით, თვითმკვლელობის მიზნით მძიმე თვითდაზიანება მიიყენა საქ. სოც. რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა მდივანმა (..). დაჭრილი მიყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება. საქ. კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის დავალებით გაცნობებთ: საქ. პარტორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ (ჟ.თ). იზიარებდა კონტრევოლუციურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ შეხედულებებს.

ის მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა ისეთ ნაციონალისტურ ელემენტებთან, აწ უკვე პატიმრობაში მყოფ ადამიანებთან, როგორების არიან ჯ. ვ., ბ. ბ., ჩ.ც. და სხვები და რომლებიც განაწყენებულნი არიან პარტიაზე. საქ. კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის განვლილ პლენუმზე, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში საქალაქო და რაიონულ კონფერენციებზე გამოსული ამხანაგები დაჟინებით მოითხოვდნენ ჟ. თ.-ისგან, რომ ეღიარებინა შეცდომები და უარი ეთქვა კონტრრევოლუციურ ნაციონალისტურ შეხედულებებზე.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დაკავებულთა საქმის საგამოძიებო მასალებიდან გამომდინარე დაადასტურა ჟ. თ.-ის კონტრრევოლუციური საქმიანობა.

მიმდინარე წლის 28 მარტი. დაკავებულის (მ. ბ.-ს) ჩვენებიდან:

ჩემთან შეხვედრებისას .. აკრიტიკებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის () საქმიანობას და მომიწოდებდა ნაციონალისტური საქმიანობით დაკავებისკენ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ . . წარმოადგენს ქართული შოვინიზმის განსახიერებას”. დაკავებულმა გ. ჯ.-მ 17 მარტს აღნიშნა, რომ ჟ. თ. იყო ქართული ნაციონალისტური ცენტრის ხელმძღვანელთა რიგებში. მანვე 9-10 აპრილს ჩვენებებში აღნიშნა: “მ. ბ.-მ მაცნობა კონტრრევოლუციურ საქმიანობისათვის წითელი არმიის რიგებში ნაციონალისტურ შეხედულებებს ავრცელებენ ჟ. თ. და ა. პ.”. დაკავებული ჩ. ს.-ის 37 წლის 11 აპრილის ჩვენებებში ნათქვამია: “მ. ბ. მეუბნებოდა, რომ არმიაში სათანადო მუშაობა მიმდინარეობს საქ. ნაციონალისტური ჯგუფის წევრის, ჟ. თ.-ს, საშუალებით”. ასევე:” …გაჩაღებულ კონტრრევოლუციურ საქმიანობას არმიაში უზრუნველყოფს ჟ. თ., როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც გააჩნია სათანადო კავშირები წითელი არმიის ქართულ ნაციონალურ ნაწილებთან”.

ჟ. თ.-ის დასახიათებლად განაცხადა: “ვიტყვი ერთს: როგორც ჟ. თ., ასევე მისი ახლო გარემოცვა, იყვნენ უკიდურესი ნაციონალისტები, შოვინისტები და იყვნენ სტალინისა და პარტიის მიმართ შეურიგებელი სიძულვილით შეპყრობილნი და ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის “ბედნიერება” შესაძლებელია მისი “გათავისუფლების” შემდეგ და მხოლოდ “დამოუკიდებელი საქართველოს” პირობებში. დეტალური ჩვენებები ჟ. თ.-ის კონტრრევოლუციური საქმიანობების შესახებ მოგვცა დაკავებულმა კ. ა.-მ.

9 მაისი, 1937 წ., კ. ა.-ის ჩვენებიდან: “…რიკოვი მავალებდა, საქართველოში ჩამომეყალიბებინა მემარჯვენეთა არალეგალური ორგანიზაცია და საწყის ეტაპზე ავტორიტეტული და გავლენიანი პირებისგან შემექმნა საორგანიზაციო ბირთვი… ო. მ.-სთან შეხვედრისთანავე მე ეგრევე გავყევი მას ჟ. თ.-სთან.

…პირად საუბრებში ჟ. თ. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე გამოხატავდა დაუფარავ ნაციონალისტურ და შოვინისტურ განწყობას, ნერგავდა “დამოუკიდებელი” ქართული სახელმწიფოსა და ნაციონალური არმიის შექმნის იდეას და რომელიმე ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ყოფნას. ამასთანავე ჟ. თ. მწვავედ აკრიტიკებდა სტალინის კოლექტივიაზციის პოლიტიკას და ცხარედ იხსენებდა “ქართველი გლეხების სიკვდილიანობას”. ამ შეხედულებების გათვალისწინებით, გადავწყვიტე, ჟ. თ. გამეწევრებინა ორგანიზაციულ ბრძოლაში პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟ. თ.-მ დიდი ინტერესით მოისმინა ჩემ მიერ მიწოდებული რიკოვისეული მითითებები და გააპროტესტა თანხმობა წევრთა გადმობირებისა და არალეგალური ფორმალური ორგანიზაციის შექმნაზე. ეს იყო, დაახლოებით, 1929 წელი. 1930 წლის ბოლოს კ. ა. გაემგზავრა მოსკოვს და რიკოვს მოახსენა შემდეგი:

“მე რიკოვს დაწვრილებით მოვახსენე, _ ამბობს კ. ა., _ ჩვენ მიერ ჩატარებული მემარჯვენეთა არალეგალური ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საქართველოში და იმის შესახებაც, რომ შეიქმნა საორგანიზაციო ცენტრი… მე მას ვუთხარი, რომ საქართველოს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საორგანიზაციო ცენტრში შედიან ჟ. თ., მ. კ., ს. ნ., და კ. ა…. ქართველი მემარჯვენეების ცენტრის სია რიკოვმა დაამტკიცა, რადგან იგი კარგად იცნობდა ჟ. თ.-სა და მ.კ.-ს.; მ.კ.-მ აღიარა, რომ 1933 წელს მან რიკოვისგან მიიღო ახალი მითითებები ტერორისტული აქტებისა და მემარჯვენეთა საკავშირო ცენტრის ტროცკისტებთან გაერთიანებული ბლოკის დადგენილების შესახებ.

კითხვაზე _ რა რეაგირება ჰქონდათ ამ დადგენილებაზე ჟ. თ.-ს, მ. კ.-ს, ს. ნ.-ს, კ. ა.-მ განმარტა: “ყველანი ერთხმად დაეთანხმა პარტიული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლის ახალ კურსს, კერძოდ, საქ. სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის ჟ .თ.-ის სამუშაო კაბინეტში. როდესაც მე მას ვაძლევდი მითითებებს ტერორისტული აქტებისა და მემარჯვენეთა საკავშირო ცენტრის ტროცკისტებთან გაერთიანებული ბლოკის დადგენილების შესახებ, მან მითხრა, რომ იგი დიდი ხნით ადრე იყო საქმის კურსში ტროცკისტული ორგანიზაციის ცენტრის არსებობაზე საქართველოში და რომ მან დაამყარა კონტრრევოლუციური კავშირი ტროცკისტებთან… მან ასევე განაცხადა, რომ საქმის კურსშია ბ. მ.-ის ტროცკისტულ საქმიანობასთან…”. კ. ა.-ის ჩვენება დაკავებულმა მ. კ.-მ დაადასტურა 1937 წლის 13 მაისის ჩვენებაში: “კ. ა.-ის სიტყვებიდან ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ტერორისტულ საქმიანობას ხელმძღვანელობდა (ჟ.თ.)., რომელმაც ინტენსიურად მუშაობდა ტერორისტული ჯგუფების ჩამოყალიბებაზე”.

საქ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა წარმოადგინა მასალები ჟ. თ.-ზე და ა.წ. წლის 15 მაისს საქ. კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა განიხილა საკითხი ბიუროს სხდომაზე. ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ჟ. თ. განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეცა კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პარტკოლეგიას. 21 მაისს ჟ. თ.-ის განთავისუფლების შესახებ დადგენილება გაფორმდა საქ. სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე. ჟ. თ. დაიკითხა პარტკოლეგიაზე, მაგრამ საქმე ბოლომდე დასრულებული არ არის.

. .- ამხ. ბერიასა და თავისი ოჯახის სახელზე დატოვა შემდეგი შინაარსის 2 წერილი:

1.ამხანაგო, ლავრენტი! რატომ და როგორ დაგარწმუნეს დაკავებულებმა და შენ როგორ დაიჯერე მსგავსი ბრალდებები ჩემ წინააღმდეგ? არავის გაუჭირდება თქმა, ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ თქვენ არ უნდა მიგექციათ ყურადღება. ამ შვიდმა თვემ ისე გადამღალა, რომ მეტს ვერ ვუძლებ… ამიტომ არ გაგიკვირდეს ამ ფაქტის. ახლა მხოლოდ ერთს გთხოვ: ყველაფერი საკმარისია და მომავალში არ გამლანძღონ. ყველაფერი ამის შემდეგ, რა აზრი ჰქონდა ჩემს არსებობას. გთხოვ, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ამ ცრუ და ფუჭ ბრალდებებს, თუნდაც ამაზე ასი დაკავებული საუბრობდეს.

ჟ. თ.

და რადგან ძნელი იქნება ჩემს ოჯახში მისვლა ყველასთვის, გთხოვ, დაეხმარო ჩემს ოჯახს.

1937 წ. 24/V

2.ჩემი ოჯახის წევრებს!

თქვენთვის უკეთესია, არ მიაქციოთ ყურადღება. მე ჩემი უბედურების გაძლება მეტი არ შემეძლო. ამდენი აქეთ-იქით ტარება. არა ბრალეულობის, არამედ დამცირებისა და დაცინვის გამო.

იყავით ჯანმრთელად.

ჟ.თ.

24/V-1937 წ.”

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here