Home რუბრიკები ისტორია “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”

“კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”

930
ვაჟა-ფშაველა ილია ჭავჭავაძესთან „ივერიის“ რედაქციაში, მხატვარი ი.მამისაშვილი

ეს ფელეტონი გაზეთივერიისპირველ ნომერში 1877 წელს დაიბეჭდა. რაზე უნდა წერდეს და რას უნდა ემსახურებოდეს გაზეთი? ის შუამავალია მეცნიერებასა და ცხოვრებას შორის, თუმცა იქნებ შუამავალია ანმაჭანკალი”, ან კიდევმოციქული”?

საკითხავი ეს დღესაც არის!

მაგრამ დღესაც რომორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის”, ამაზე ყველა დაგვეთანხმება.

და კიდევ:

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ, რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ” _ მართლაც, “რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებდა შეაფარეს კიდეც ჩვენმა ფსევდოლიბერალებმა

 18-23 ივნისს ლგბტ ჯგუფი გეგმავს საზეიმო ღონისძიებებს (რომელიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს), რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის საელჩოც გაუწევს. როგორც დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან, ამ ადამიანთა უფლებების დაცულობა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და მნიშვნელოვანია, კვირეულმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროსო.

ჩვენი დასავლელიმეგობრებისგანგამუდმებით ვისმენთ ამგვარ მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად და გეოპოლიტიკური ოჯახის წევრად გვაქცევს და .. თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება.

ლგბტ პირებსა და მათ ავადმყოფურ მოთხოვნებს ქართველი ხალხი ყოველთვის მწვავედ აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, მსგავსი თემების განხილვისგან თავი შეიკავოს, აზრადაც არ გაივლოს მსგავსი სისულელე, რადგან საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც კანონით მიღებული, მაგრამ ხალხისთვის მიუღებელი კანონის დარღვევის ვინმეს შეეშინდება.

ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!”

რაში გვჭირდება ჩვენ დასავლეთი, როგორც გეოპოლიტიკური ოჯახი, თუ ის ჩვენი ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს და თვითონ დაგვიდგენს ცხოვრების ახალ წესებს, ტრადიციებს?!

 არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.

ასე ფიქრობს დღეს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თუ საქართველოში მცხოვრები არაქართველი. ხოლო პრესა და საერთოდ, მასმედია მხარში რომ უნდა ედგეს თავის ხალხს, ოსტატურად მოგვითხრობსივერიისეს ფელეტონი.

“აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. ფხა არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლია, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო, ეს ისაო, ეს ესაო. ვსთქვათ, რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი, თქვენმა მზემ), ვსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, _ ვითომ მაგით რაო? არა, ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? მაშ, კარგად გიცნიათ ქართველები. მოგესევით, ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმისა ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის-ტკენა დაგვჭირდება თუ!.. ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯება-რა, რომ ეგ თქვენი “ივერია” უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ, “აირევი” გამოვა. აი, აგერიოთ გზა და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო, თქვენმა მზემ! რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!.. აი, მეხი კი დაგეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებელი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თითონ მეცნიერებას ნუთუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუთუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხრითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ, – რა ცუდი იყო, და დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ, მაშ ისე რა გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დასჭირებიათ და ამ მოცუქულად ამოურჩევიათ ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და, ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ, რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ? იქნება თითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ ქართველებს, ათადამ-ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებია რა! გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვისმე – ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები. ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა.

გაზეთმაო მეცნიერების შენობისთვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედა-აზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო.

ნეტა რას მიჰქარავთ!..

ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყებ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანნი არ არიან? ვითომ ხელი-ხელ გაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილტირილმა, ამ დაძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ?

ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს: თუკი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც – სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგათ დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.

ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა. რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის. გვიხსენ, უკუღმართო წუთისოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ _ ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ…

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ, რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი!. ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავდაყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ თუ არა? თუ ადამიანები ხართ, “არა-რა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ”…

ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათა-ღელვის ძალმომრეობასა; ვითომ უმსგავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავმოყვარეობა ადამიანისა _ არაფრად მიგაჩნიათ, ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი _ ადამიანის თვისებად არ გიცვნიათ!

დავიჯერო, რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გულიდამ სამუდამოდ გაგიდევნიათ? მაშ, ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ, რაღა დაგრჩენიათ? აი, თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით; რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ, და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოდ თქვენ ვინ დაგითმობთ!..

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ, ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, ვნახოთ, თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს, რომ შექსპირი მართალია; “სულელთ თამაშია ადამიანის ცხოვრებაო, _ ამბობს იგი, _ გინდათ თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო”. ჩვენც, გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ ვნახავთ, ეს თქვენი “ივერია” როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება – გაგვიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით!

ჯერ კი როგორღაც უგემურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ “ივერიას” თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!..”

დაიბეჭდაივერიაში”, 1877 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here