Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „იციან კი ჩვენმა “ევროპელმა ძმებმა” თუ რა სადისტურ-გამყალბებელ ორგანიზაციასთან ამყარებენ ურღვევ კავშირს?!“

„იციან კი ჩვენმა “ევროპელმა ძმებმა” თუ რა სადისტურ-გამყალბებელ ორგანიზაციასთან ამყარებენ ურღვევ კავშირს?!“

901
ადვოკატი: ვლადიმერ კიკნაძე
საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა. ადვოკატმა ვლადიმერ კიკნაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი  სოციალურ ქსელში გააკეთა.

„რამოდენიმე ტელევიზიით ჩვენი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მოთხრობითიდან დაწყებული წოდებითით დამთავრებული, ყველა ბრუნვაში ახსენებდნენ ჩვენი “ჰუმანურ-სამართლიანი” პოლიციისა და სუსის “დაძმობილებას ” ევროპოლთან. საინტერესოა, იციან თუ არა ჩვენმა “ევროპელმა ძმებმა”, თუ რა სადისტურ-გამყალბებელ ორგანიზაციასთან ამყარებენ “ურღვევ კავშირს” და რა საშინელებები ხდება შს სამმართველოებსა და განყოფილებებში! რა “ინტელექტუალებითაა” დაკომპლექტებული კადრები და რა “დედუქციური” მეთოდებით ხსნიან უმძიმეს დანაშაულებს! თუ თვითონ “ევრო-ძმები” უმართავენ ხელს და უბიძგებენ ჩვენი ადგილობრივი ჩამოსხმის “შერლოკ ხოლმსებს” ამგვარ მარაზმში?!“ – განაცხადა კიკნაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერა და შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here