Home ახალი ამბები მსოფლიო ისინი, ვინც ამერიკაში მაღაზიებს ძარცვავს, დამნაშავეები არიან, საქართველოში კი ხაზინის ქურდი და...

ისინი, ვინც ამერიკაში მაღაზიებს ძარცვავს, დამნაშავეები არიან, საქართველოში კი ხაზინის ქურდი და პარლამენტის შენობაში შეჭრის მსურველები _ პოლიტპატიმრები?

5362
ისინი, ვინც ამერიკაში მაღაზიებს ძარცვავს, დამნაშავეები არიან, საქართველოში კი ხაზინის ქურდი და პარლამენტის შენობაში შეჭრის მსურველები _ პოლიტპატიმრები?

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ხელისუფლებას სისხლის სამართლის დანაშაულებში ბრალდებულთა _ ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას _ გათავისუფლება მოსთხოვა და ისინი პოლიტპატიმრებად შერაცხა, გამოეხმაურა აშშში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია პოლიციის მიერ დაკავებისას.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები დაჭრეს 50 საიდუმლო სამსახურის აგენტი, პოლიციელები. გაანადგურეს ლინკოლნის მემორიალი, დაწვეს ეკლესია, ამერიკის დროშები.

“პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე. ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა და წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე”, _ დაწერა კინზინგერმა სოციალურ ქსელში.

ეს არის ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რომელიც ამერიკელებს ახასიათებთ: ისინი, ვინც ამერიკაში არბევს და ძარცვავს მაღაზიებს, დამნაშავეები არიან, საქართველოში კი ხაზინის ქურდი და პარლამენტის შენობაში შეჭრის მსურველები _ თურმე, პოლიტპატიმრები?

2 COMMENTS

  1. აქ რომ წერთ კიზინგერი ქართულ ფსს კითხულობს? მისწერეთ ჯონგრესს, მას პირადად.

  2. მისწერეთ წერილი ამ უსაქმურ კონგრესმენს, ვისაც ეს ხელგეწიფებათ…
    აქ რომ ფოსტა ვერ იტევდა მის ნაჯღაბნებს, უმჯობესი იყო, თავის ქვეყანაში დაკვირვებოდა ადამიანის უფლებების დაცვას..
    მაგრამ პირსისხლიანმა ნაცებმა ჩვენთვის წაგლეჯილ- მოპარული მილიონებით გაუვსეს ღორის ფაშვი ამ ბინძურ იანკს და ესეც ჯღაბნიდა ,,უსტარებს”…
    ჰოდა, ის მილიონობით ამერიკელი ასეთ ცხოველებს ნეტა, ფეხებით გამოათრევდეს თავიანთი ბუნაგებიდან…
    ალალი იქნება ამისთანა მუქთახორებისთვის…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here