Home რუბრიკები ბლოგი ირანი, გზა ქაოსისკენ

ირანი, გზა ქაოსისკენ

33617
მაიკლ პომპე

ირანი, ქვეყანა რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს საქართველოს საზღვრართან , რომელთანაც საქართველოს ისტორირიულად  მჭიდრო, მართალია არაკეთილგანწყობილი,  ურთიერთობა ქონდა.   დღესაც ირანი საქართველოსთვის ერთ ერთ იმ ქვეყნებში  შედის რომელიც   განსაზღვრავს ამინდს რეგიონში.  პროცესები რომელიც ირანში მიმდინარეობს შეიძლება სარკისებრად აისახოს საქართველოზე, იქნება ეს ლტოლვილების ნაკადით  თუ ისლამური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის შემოღწევით ჩვენს ქვეყანაში.

„ძირს კორუმპირებული რეჟიმი!

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპემ მოუწოდა ირანელ ხალხს  „ჩამოაგდოს კორუმპირებული რეჟიმი“.  შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხემძღვანელის ეს  განცხადება , რომელიც სულ რაღაც ოთხი  თვის   ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხემძღვანელი იყო ნიშნავს რომ ამერიკის სპეცსამსახურები ამ გეგმის რეალიზაციით არიან დაკავებულები.

„მხარი დაუჭიროთ ირანის ხმას“ ასეთი ანგარიშით გამოვიდა პომპეო რონალდ რეიგანის ფონდის ღონისძიებაზე კალიფორნიაში.  მთავარი ამერიკელი დიპლომატი  არ იშურებდა ფერებს, რათა ლამაზად დაეხატა კორუფციაში  ჩაფლული, ირანის ხელლისუფლების ყველა რგოლის – სამხედროების, პრეზიდენტის, აღმასრულებელი თუ საკანონდებლო,სასამართლო, სასულიეროსიც კი.

„მწარე ირონია ეკონომიური სიტუაციისა ირანში მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ხალხი გაყვირის სამუშაო ადგილებზე და რეფორმების აუცილებლობაზე, ირანის რეჟიმი ჯიბეებს ისქელებს. ირანის ეკონომიკის წარმატებები თუ მოაქვს, მხოლოდ იმათთვის, ვინც შედის ირანის პოლიტიკურ ელიტაში . ჩვენ ვიცით ბევრი მაგალითი ამიის შესახებ“-  ამბობდა პომპეო.

დაიწყო მან სადიკ ლარიჯანით – ირანის სასამრთლო სისტემის ხემძღვანელით, რომელმაც პომპეოს ინფორმაციით 300 მილიონიანი ქონება იმით  დააგროვა, რომ სახელმწიფო თანხას პირდაპირ საკუთარ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა (რომელიც რა თქმა უნდა ნაკლებად დასაჯერებელია).  შემდეგ გადაწვდა შინაგან საქმეთა მინისტრს სადეკ მაჰსულის  მეტსახელად „მილიარდერ-გენერლს“ რომელმაც პომპეოს ინფორმაციით,  თავისი ქონება  ირან-ერაყის ომის დროს იშოვა ,  როდესაც ის  ისლამური რევოუციის დამცველთა კორპუსს ამოფარებული , ფარულად აწარმოებდა ნავთობით ვაჭრობის ოპერაციებს.

პომპეომ არ დაინდდო არც ირანის    სულიერი ლიდერი  აიათოლა ალი ხამენეი.  სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, მას ეკუთნის ფონდი რომლის ანგარიშზე 94 მილიარდი დოლარია , რითაც ის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსს აფინანსებს .  საერთოდ კი , ირანი,  პომპეოს აზრით -ეს  არის სახელმწიფო რომელსაც მართავს  „მთავრობა, რომელიც    უფრო მაფიას გავს,  ამიტომ ვაშინგტონი დიპლომატიური და ფინანსური საშუალებებით აკეთებს ყველაფერს რათა , გადაუკეთოს ამ მაფიას გამდიდრების ყველა კანალი“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება უფრო გავდა ვინმე X კომუნისტური ლიდერის განცხადებას, რომელიც დაყრდნობილი რა ბურჯუაზიის ძირგამომპალობაზე და უბრალო ხალხის კმაყობაზე ცხოვრებაზე, რევილუციით ცვლილებებზე მოუწოდებს.

“  40 – წლიანი ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ირანელი ხალხისთვის  მე მაქვს  მესიჯი: შეერთებულ  შტატებს თქვენი ესმით, შეერთებული შტატები თქვენ მხარს გიჭერთ, შეერთებული შტატები თქვენთანაა!“ დააბრეხვა საბოლოოდ პომპეომ . როგორ ერთი ერთზე გავს ლეონიდ ბრეჟნევის მიმართავას კამპუჩიელ ხალხისადმი ანდაც  ლენინის გამოსვლებს  ოქტომბრის რევოლუციის  პერიოდში.

ძირთადი ფსონები ახალგაზრდობაზე

საპროტესტო  ტალღა ირანში  მიმდინარეობს  უკავე ცხრა თვეა.ძირითადი მიზეზი ამ გამოსვლებისა, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაა. სიტუაცია ასევე გაამწვავა, წინა წელს რეგიონისთვის უჩვეულოდ ცივმა ზამთარმა  და გაზაფხულ- ზაფხულის  გვალვამ რომელმაც შესაბამისად გამოიწვია მოუსავლიანობა. ოფიციალური ირანული პროპაგანდა ყრის ჭორებს რომ ეს ბუნებრივი კატაკლიზმები ისრაელის და აშშ-ს მიერ გამოყენებული კლიმატური იარაღის მოქმედების შედეგიაო .  მაგრამ  პროტესტი სხვა საკითხევის  გარშემოც არის :  ახალგაზრდები ითხოვენ რეფორმებს, ქურთები,ახვაზები,ბელუჯები, აზერები -მეტ ავტონმიას.

ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ ყველა მიმართულებით. კერძიდ პარიზში შეიქმნა გაერთიანებული სტრუქტურა , რომელიც ირანში მცხოვრები ყველა ხალხის ინტერესების დაცვას მოიაზრებს ,მთ შორის ფერეიდნელი ქართველებისაც.  ეს ორგანიზაციები ძირითადში მემმარცხენე მიმართულებისაა  – მოჯახედინი-ე  ხალკი რომელსაც სათავეში მარიმ რადჟავი უდგას, ირანის კომპარტია, ირანის ქურთისტანის გაერთიანებული პარტია და სხვა.

ფსონი რა თქმა უნდა კეთდება ახალგაზრდებზე  რომლებიც ძირითადში მემარცხენე იდეოლოგიის მომხრეები არიან. ამის გარდა ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობენ სეპარატისტებსაც რომლებიც  მრავლნაციონალურ ირანისგან გამოყოფისკენ ისწრაფვიან.

ასე რომ ირანის ხელისუფლებასთან საბრძოლველად ვაშინგტონი იმის გარდა რომ მთელი მსოფლიოს მაშტბით ყოველთვის ტერორისტულ ორგანიზაციებს იყენებდა არ ერიდება თავის დაუძინებელ მტრებთან კომუნისტებთანაც დაამყაროს კავშირი   მითუმეტეს როდესაც მემარცხენე მიმართულების ,  მაჯახედინ -ე ხალკი მთელს მსოფლიოში აკრძლალულ ტერორისტულ  ორგანიზაციათ მოიაზრება

კარგად დავიწყებულუ ძველი

სულ რაღაც სამოცი  წლის წინ ყველაფერი იყო დიამეტრალურად განსხვავებულად. ეშინოდათ რა სტალინის და შესაბამისად კომუნისტური გავლენის გაძლიერებისა ირანში  ამერიკის სპეცსამსახურები გამოეხნაურნენ რა ბრიტანელი კოლეგების თხოვნას დაამუშავეს და განახორციელეს ოპერაცია „აიაქსი“  რომლის შედეგად ლიკვიდირებული ან გადაყენებული  უნდა ყოფილიყო  ირანის პრემიერ მინისტრი მოჰამედ მოსადდიკი რომელიც იზიარებდა მემარცხენე კომუნისტურ იდეებს და ნაციონალიზაცია გაუკეთა ირანის ნავთობის ინდუსტრიას , მათ შორის ინგლისურ-ირანულ სანავთობე კომპანიას ( შემდგომში ცნობილი British Petroleum — BP).

მაშინ ირანის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველომ გამოიყენა როგორც კონსერვატიულად განწყობილი ძალები არამედ რადიკალურ ისლამისტური სასულიერო პირები. არეულობას მხარი დაუჭირა არმიამაც და შედეგად მოსადდიკი ჩამოაგდეს და ირანში აღდგა „სრული მონარქია“ . შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაბრუნდა ემიგრაციიდან ხოლო პრემემიერმინისტრად დაინიშნა დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტი ფაზლოლლა ზაჰედი, რომელმაც ეგრევე გააუქმა სანავთობე წარმოების ნაციონალიზაცია და ბრიტნელები გახდნენ  ირანის ჭაბურღილების და  ნავთობგადამამუშავებელი წა.რმოების ერთპიროვნული მაკონტროლებლები.

1953 წელს ირანში აშშ-მაგამოიყენა რა სსრკ-ში სტალინის სიკვდილის შედეგად მომხდარი არეულობები, დაამხო ირანის ხელისუფლება , გაანადგურა რა კომპარტია და სხვა ლიბერალურად განწყობილი ძალები ხელი შეუწყო ირანში რადიკაური მიმართულების ძალების გაძიერებას რომელიც შემდგომში ბუმერანგივით შემოუბრუნდა თვითონ და მის მომხრეებს ირანში .

ბომბა ჩადებული ისტორი1953 წელს აფეთქდა სულ რაღაც 26 წლის შემდეგ. 1979 წელს  ისლამისტური რევოლუციის დროს, რომლის საფუძველიც რა თქმა უნდა  53 წლის პრემიერის ძალისმირად გადაყენებიდან იწყება  აბოობოქრებუმა, ისლამისტურად განწყობილმა  ტალღამ ჯერ დაიკავა ამერიკის საელჩო თეირანში, მერე დახვრიტა დიპლომატთა გამოსაყვანად გაგზავნილი სპეცდანიშნულების რაზმი რასაც რა თქმა უნდა მოყვა ირანსა და აშშ-ს შორის  დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და 40 წლინი დაპირისპირება .ხოლო ირანი მოექცა რა  შიიტური სასულიერო პირების მმართველობის ქვეშ უჯვე ოთხი ათეული წელია  არის სრულ იზოლაციაში.

ეხლა კი კომუნისტების და ტერორისტების (ვისაც სამშობლოში თვლიან მოღალატეებად და ტერორისტებად)  ხელით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა აპირებს შემოაბრუნის ისტორიის ბორბალი საწინააღმდეგო მიმართულებით.

ნგრევა – მშენებლობა არაა

მაიკლ პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ შეასუსტებს მარწუხებს ირანის მიმართ რადგან მიაჩნია რომ ირანი წარმოადგენს საშიშროებას მთელი მსოფლიოსთვის. ტეირანი როგორც ვარაუდობს სახელმწიფო დეპარტამენტი, ასპონსორებს ტერორიზმს  და ამას წინ რომ აღუდგეს მსოფლიო   საჭიროა რომ ირანს შეეზღუდოს ფინანსური შემოსავლები.   ამიტომაც  შემოიღეს დამატებითი  სანქციები ირაანის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორზე ამის გარდა აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნებს რომლებიც ყიდულობენ ირანულ ნავთობს რათა წლის ბოლომდე მთლიანად გადაუკეტოს ირანს ნავთობპროდუქტების გასაღების არეალი.

ირანი თავის თავად შეპირდა ადეკვატურ რეაგირებას.  სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა აზრით გამორიცხული არ არის უკიდურესი გზაც რომელიც სტრატეგიული ორმუზის ყურის გადაკეთვით დამთვრდეს რომლიდანაც ახდენს ტრანსპორტირებას 90%  ნავთობისა რომელიც მოიპოვება სპარსეთის ყურეში. თუ ეს სცენარი განვითარდა დიდი ომი გარდაუვალი იქნება .

იზოლაციაში  მრავალწლიანი ცხოვრების შედეგად ირანმა გამოიმუშავა ეფექტური ეკონომიკური სისტემა რომელიც მხოლოდ 20% არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე . მაგალითად დოლარის აკრძალვა შიდა ბაზარზე, კომპენსირებული იქნა რეალის კონვერტაციით ევროში,ტურქულ ლირასა და რუსულ რუბლში. მაგრამ მაინც ნავთობპროდუქტების რეალიზაციის აკრძალვა  გარკვეულწილდ მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე.

მაგრამ ამავე დროს აშშ-ს სპეცსამსახურების მცდელობა შიგნიდან ააფეთქონ ირანი არც ისე უპერსპექტივოა . მისწრაფება იქითკენ რომ რაღაც შიცვალოს ქვეყანაში ირანის საზოგადოებაში უკვე მომწიფებულია , განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ირანის ხელისუფლებაში დღევანდელი პრეზიდენტის  რუჰანის  არჩევაც ამ ცვლილებებზე იმედის მაჩვენებელია  და აქამდე ყველაფერი იქითკენ მიდიოდა . მაგრამ აშშ-ს გამოსვლამ ბირთვული გარიგებიდან ყველა იმედს ხაზი გადაუსვა.  ამიტომ   სახალხო იმედგაცრუება შეიძლება კრიტიკულ ზღვარს გადავიდეს .

რაც არ უნდა იყოს თუ მაიკ პომპეოს მოწოდებები და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაობა მიზანს მიაღწევს ირანის გაეხვევა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში  ეს   კი  ნიშნავს რომ მთელი რეგიონი  (არა მხოლოდ რეგიონი)და მათ შორის საქართველოც  დენთის კასრზე ვზივართ , ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზათ როგორც ხელისუფლაება ასევე ხალხიც!

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here