Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი იერუსალიმის ქვეშ არსებულმა იდუმალმა პირამიდამ არქეოლოგები ჩიხში შეიყვანა

იერუსალიმის ქვეშ არსებულმა იდუმალმა პირამიდამ არქეოლოგები ჩიხში შეიყვანა

825
პირამიდა

ისრაელელი არქეოლოგები ცდილობენ, იერუსალიმის ტერიტორიაზე მდებარე პირამიდის წარმომავლობა დაადგინონ.

მიჩნეულია, რომ ეს პირამიდა განეკუთვნება პირველ საუკუნეს ჩვენს ერამდე, როცა მსგავსი ნაგებობები დამკრძალავი პალატების ფუნქციას ასრულებდა, ეგვიპტურის მსგავსს. გამოკვლევისთვის ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი მწვერვალი. მეცნიერებმა არ იციან, რამდენად ღრმადაა შენობა მიწაში ჩაფლული.

მაგრამ ერთი რამ ცხადია: პირამიდა კონსტრუქციით მთლიანად განსხვავდება ეგვიპტური “თანამოძმეებისგან”. ისრაელელი არქეოლოგი ორიტ ბარკატი იმედოვნებს, რომ მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, გათხრებისას აღმოაჩენს რაიმე ხელჩასაჭიდს, რომელიც მონუმენტის აშენების ზუსტ თარიღზე მიანიშნებს. “უფრო საფიქრებელია, რომ ეს ებრაელთა სამარხი იყო”, _ თქვა ბარკატმა.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ელინისტურ და რომაულ პერიოდებში ებრაელებისთვის დამახასიათებელი იყო ძეგლების მშენებლობა სამარხ გამოქვაბულებზე. ამ ძეგლებს ნეფეშს უწოდებდნენ. მათი გამოჩენა მაკავეების პერიოდს განეკუთვნება (160-იან წლებს ჩვენს ერამდე).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here