Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე იარაღის ყველაზე პოპულარული სახეობები მსოფლიოში

იარაღის ყველაზე პოპულარული სახეობები მსოფლიოში

992

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ომის წარმოების სფეროში დიდი ცვლილებები მოხდა. ეს ცვლილებები დაკავშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების მიმართულებით მრეწველობის სწრაფად განვითარებასთან. თქვენ წინაშეა 10 ყველაზე პოპულარული იარაღი მსოფლიოში.

ПКМ _ კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი

ეს რუსული ტყვიამფრქვევი ცნობილი მეიარაღე მიხეილ კალაშნიკოვის შექმნილია; იწონის 7,5 კგ-ს და წუთში 650 ტყვიას ისვრის. მას უკვე, დიდი ხანია, პარტიზანული ჯგუფები და მოლაშქრეები იყენებენ, რადგან მარტივი და საიმედო კონსტრუქციისაა. ტყვიამფრქვევს აქვს შტატივი და მისი დაყენება სატრანსპორტო საშუალების ზედა ნაწილზე შეიძლება, სულ დამზადებულია 1 მლნ ეგზეაპლარი.

შაშხანარემინგტონ 700”

ამერიკული შაშხანაა. შეიძლება დაკომპლექტებული იყოს ოპტიკური სამიზნით. შაშხანის გამოშვება 1962 წელს დაიწყეს.

ვაზნებისა და სამიზნის გარეშე 3,06 კგ-ს იწონის.

შაშხანა HK G3

სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა HK G3-მა _ გერმანულმა ავტომატურმა შაშხანამ, რომლითაც 1951 წლიდან არის შეიარაღებული გერმანიის არმია. წუთში 600-ჯერ ისვრის.

შაშხანა AR-15

ამერიკული შაშხანა. აწარმოებენ 1963 წლიდან და იყიდება, როგორც სამოქალაქო იარაღი თავდაცვისთვის. შაშხანა შექმნა კომპანია AრმაLიტემ-მა აშშ-ის არმიისთვის, იწონის 3,9 კგ-ს, ისვრის წუთში 800-ჯერ, დამზადებულია ალუმინის შენადნობებისა და პლასტიკისგან.

პისტოლეტი M1911

ეს თვითდამმუხტველი პისტოლეტი ამერიკული წარმოშობის ბელგიელმა კონსტრუქტორმა ჯონ მოზეს ბრაუნინგმა შექმნა 1911 წელს. ამ პისტოლეტით 79 წლის განმავლობაში (1911-დან 1985 წლამდე) აღჭურვილი იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალები. პისტოლეტის მასა 1,12 კგ-ია.

სულ დამზადებულია დაახლოებით 3 მლნ ერთეული.

პისტოლეტტყვიამფრქვევი HK MP5

ეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 1960-იან წლებში დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღის გერმანულმა ფირმა Hecler & Koch-მა. ამ იარაღს სპეცოპერაციებში იყენებს ბევრი სამართალდამცავი ორგანო და სპეცსამსახური. HK MP5-ის 50-ზე მეტი ვარიანტი სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილ იარაღის ბაზარზე დომინირებს.

შაშხანა FN FAL

ნატოს შეიარაღებაში არსებული იარაღი, რომელსაც ბელგიური კომპანია Fabrique Nationale de Herstal-ი აწარმოებს, შექმნეს 1951 წელს. მისი მასა 4,45 კგ-ია, წუთში ისვრის 650-700 ვაზნას. ის ერთ-ერთი აღიარებული ავტომატური შაშხანაა მსოფლიოში.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Uzi

“უზი” პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სახეობაა, რომელსაც ისრაელის კონცერნი Israel Military Industries-ი უშვებს. პირველი ეგზემპლარი დამზადდა 1951 წელს, უფრო ცნობილი ვარიანტები _ “მინი უზი” და “მიკრო უზი” _ 1982 და 1983 წლებში.

ამ იარაღს 90 ქვეყნის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები იყენებენ.

РПГ-7

საბჭოური (რუსული) ხელის მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმსატყორცნი აქტიურ-რეაქტიული ნაღმების სასროლად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღია. საბჭოთა ჯარების შეიარაღებაშია 1961 წლიდან. დამზადებულია 9 მლნ-ზე მეტი. წონა _ 6,3 კგ. მნიშვნელოვანი საფრთხეა დაჯავშნილი მანქანებისთვის.

AK-47

ეს ავტომატური იარაღი 1947 წელს შექმნა მიხეილ კალაშნიკოვმა და 1949 წლიდან საბჭოთა არმიის შეიარაღებაშია. კალაშნიკოვის ავტომატი და მისი მოდიფიკაციები ყველაზე გავრცელებული იარაღია მსოფლიოში _ გამოშვებულია 100 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი, ამ ავტომატით აღჭურვილია 50-ზე მეტი ქვეყნის არმია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here