მთავარი პოლიტიკა თუ “ნატო-ნატოს” უაზრო ყვირილს თავს არ დავანებებთ, იქით ცხენისწყალთან და აქეთ მარნეულთან...

თუ “ნატო-ნატოს” უაზრო ყვირილს თავს არ დავანებებთ, იქით ცხენისწყალთან და აქეთ მარნეულთან გაგვივლებენ საზღვარს

2144
გააზიარეთ
საზღვარი

ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენამჭევრი”_ ეს 300 წლის წინათ თქვა დავით გურამიშვილმა და მართლაც, არც კი ვიცი, რომელი ჭირით დავიწყო: დემოგრაფიული კატასტროფით, რომელიც ხვალ კი არ გველის, არამედ უკვე ვდგავართ გადაშენებაგადაგვარების რეალური საფრთხის წინაშე; მიწის უცხოელებისთვის მიყიდვისა და დაკანონების მცდელობით; კონსტიტუციაში ქართული ოჯახის ინსტიტუტის განმარტების შესახებ ცვლილებების შეტანაზე უარით, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია და არა ერთნაირსქესიანი მშობელი #1-ისა და მშობელი #2-ის კავშირი.

კონსტიტუციაში ამ ცვლილებების შეტანას არჩევნების წინ პოპულისტურად შეჰპირდაქართული ოცნებახალხს, მაგრამ დაპირებების ასრულებას პირი არ უჩანს, რადგან იქით ვენეციის კომისია, ევროსაბჭო და ევროპარლამენტია წინააღმდეგი, აქეთ კი _ ანტიდისკრიმინაციული კანონით შეიარაღებული არასამთავრობო სექტორი, იგივე მეხუთე კოლონა საქართველოში.

ყველაფერი ეს ერთმანეთთან, პირდაპირ თუ ირიბად, მიზეზშედეგობრივად არის დაკავშირებული, რადგან ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ნეოლიბერალთა გადამწყვეტი შეტევის შემადგენელი ნაწილებია კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში დადგენილი ზნეობის ნორმებზე, რომლებსაც იზიარებდა ყველა ტრადიციული რელიგიური კონფესია და, აქედან გამომდინარე, ეს არის ნეოლიბერალთა ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ…

დემოგრაფიული კატასტროფა და მიწის საკითხი

საქართველოში დემოგრაფიის თვალსაჩინო სპეციალისტის, პროფესორ ანზორ თოთაძის მონაცემებით, პოსტსაბჭოთა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთში) გავიდა დაახლოებით 1,5 მილიონი ქართველი, რომელთა წლოვანება 20-50 წელია, ანუ მწარმოებელი, რაღაც ღირებულის შემქმნელი მოსახლეობა. თუ რეალურ ციფრებს დავეყრდნობით და არა მითურს, ქართველების რაოდენობა, შინ და გარეთ დაახლოებით 3 მილიონია. ე.ი., საქართველოში დარჩენილთა რაოდენობა ხანდაზმულთა და გაუნათლებელი ახალგაზრდების სახით, დაახლოებით, ქვეყნიდან გასულთა რაოდენობის ტოლია. დიახ, გაუნათლებელი ახალგაზრდების, რომლებსაც “სააკაშვილის ახალგაზრდებსაც” ეძახიან, რადგან ნაცების 9-წლიანი მმართველობის ჟამს წარმატებით ეზიარნენ მიშას “ბუჩქების ფილოსოფიას”. ამიტომ 20-25 წლის ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების უმრავლესობისთვის ე.წ. კუჭის ფილოსოფიით ცხოვრებაა მთავარი. მათ ლექსიკაში არ არსებობს სიტყვები: სამშობლო, წინაპართა ხსოვნა, ქართველი ერი და ა.შ.

ქართველი ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, ერი ბერდება, ქვეყანაში მოკვდავობა სჭარბობს შობადობას და, თუ ასე გაგრძელდა, 2040 წლისთვის, ანუ, სულ რაღაც, 23 წელიწადში ქართველები სამშობლოში ეროვნულ უმცირესობად იქცევიან. ამ უმძიმესი დემოგრაფიული სურათის ფონზე კითხვის დასმაც კი _ უნდა მივყიდოთ თუ არა ქართული მიწები უცხოელებს? _ ქვეყნის მტრობაა!

საქართველოში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების სავარგულები დაახლოებით 3 მილიონი ჰექტარია, ჰექტარი მიწის ღირებულება _ 3-5 ათასი დოლარი, ინდოეთში კი, საიდანაც მასობრივად ჩამოდიან ინდოელები, ჰექტარი მიწა 100-150 ათასი დოლარი ღირს. ინდოელი თავის ქვეყანაში გაყიდული ერთი ჰექტარი მიწის ფულით საქართველოში 30 ჰექტარს იყიდის, ხოლო საქართველოს მთელი მიწების ღირებულება 2 მილიარდი დოლარიც არ არის, ანუ ერთ საშუალო მილიარდერს შეუძლია სრულიად საქართველოს მიწის შეძენა!

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის (რომლისკენაც ვითომდა მივდივართ) სახელმწიფოებში მიწის გაყიდვა უცხოელებზე ან საერთოდ აკრძალულია, ან მკაცრად კვოტირებული, ან უსაშველოდ დიდი ფასი ადევს.

ქართული მიწის გაყიდვის მომხრე ლიბერასტების “არგუმენტები” ასეთია _ “იყიდოს, ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და წაიღებს”; “ქართველი გლეხი ზარმაცია, მიწას არ ამუშავებს, უცხოელი კი დაამუშავებს, მოსავალს მოიყვანს” და ა.შ. დიახ, მოიკიდებს და წაიღებს კიდეც!

რუსეთიც კი, რომელმაც არ იცის, რა უყოს უზარმაზარ ტერიტორიას, მიწას არ ყიდის უცხოელებზე და მხოლოდ იჯარით გასცემს! ერთმა მოიჯარადე ჩინელმა გადაწყვიტა, ვაგონებით გაეტანა მიწის ის ფენა, რომელიც მოსავალს იძლევა და მის ჩამოყალიბებას მილიონი წლები სჭირდება, მაგრამ, საბედნიეროდ, დროზე შეიტყვეს რუსებმა და ყაჩაღობა აღკვეთეს. სიტყვამ მოიტანა და, თუ რუსეთზე იტყვი, ოკუპანტიაო (რაც პირდად ჩემთვის საკამათოა), პატრიოტის მანდატი ჯიბეში გიდევს.

კი, ბატონო, დაკარგული გვაქვს ქვეყნის ტერიტორიის 22%, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წართმეულის დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ გაყიდულის დაბრუნება პრაქტიკულად და თეორიულადაც, რევოლუციების გარეშე _ შეუძლებელი.

ახლა მოდურია ყველაფრის გინება, რაც საბჭოურია, მაგრამ, რომ არა ოქტომბრის რევოლუცია და საქართველოს გასაბჭოება, იმ პერიოდში მენშევიკი ლიბერალების მიერ თითქმის მთელი საქართველოს მიწა-წყალი, წიაღისეული უცხოელებისთვის იყო მიყიდული, თბილისში ქართველი სანთლით საძებარი იყო და მხოლოდ რევკომის დეკრეტით მოხდა ნაციონალიზაცია და საქართველომ გაყიდული დაიბრუნა.

თუ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 22% აქვს ოკუპირებული, ქართული მიწების გაყიდვის დაკანონებით სრულიად საქართველოს ოკუპაციას ვაწერთ ხელს, რადგანაც უცხო თესლმა თუ მიწა ზურგზე ვერ მოიკიდა და წაიღო, სამაგიეროდ უარესს გვიზამს _ თავის ჯიშ-ჯილაგს ჩამოათესლებს საქართველოში ნაყიდ მიწებზე ღამით ორნი დაწვებიან და დილით ოთხნი ადგებიან. ჰოდა, მაშინ მოგვეცემა ლხენა ქართველებს.

ამჟამად, კანონიერად თუ უკანონოდ, უკვე გაყიდულია ქართული მიწების დაახლოებით 30 ათასი ჰექტარი ქართლსა თუ კახეთში, იმერეთში, სადაც გაჩნდა ჩინელების, ინდოელებისა და ათასი ჯურის გადამთიელთა კომპაქტური დასახლებები. ცალკე პრობლემაა თბილისი, აქ იმდენად თვალში საცემია გადამთიელთა მოძალება, რომ უკვე აღარავის უკვირს ქართველქათქათაგოგოზე ხელგადახვეული შავი მაიმახის დანახვა.

თუმცა რაღა შორს მივდივარ _ კარის მეზობელი მყავს ნიგერიელი ზანგი თავისი წვრილშვილით, აგრეთვე, ინდოელთა თუ პაკისტანელთა ოჯახები. ზემოთქმულის გამო, ვისაც უნდა ქსენოფობად, ჰომოფობად, რასისტად ჩამთვალოს, რაც, უკაცრავად და, ფეხებზე მკიდია, რადგან არც ერთი არ ვარ. მე, უბრალოდ, ჩემი საქართველო და ქართველი ერი მტკივა და სულაც არ მინდა, თბილისი პარიზს დაემსგავსოს, სადაც ეიფელის კოშკი თუ ვერ დაინახე, თავი საფრანგეთში კი არა, რომელიმე აფრიკულ ან არაბულ ქვეყანაში გეგონება.

საქართველო, რუსეთი და აშშ

პირდაპირ გასაკვირია _ საქართველოს ნომერი პირველი პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელთაგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ორი რამ აინტერესებს: პირველი _ ოჯახის განმარტების შეტანა კონსტიტუციაში, რადგანაც ვინ იცის, ჩვენი პატრიარქი დიდხანს აცოცხლოს უფალმა, მაგრამ, მის შემდეგ რომელიმე მეუფე პეტრე ყანდური რომ წამოგვისკუპონ პატრიარქად გარე და შინაურმა ლიბერასტებმა, რას შვრები მერე?

და მეორე _ უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვის ასახვა კონსტიტუციაში, რადგან სხვა ყველაფერი, განხილვაცა და დებატებიც, ერთი მხრივ, ქოცების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება და, მეორე მხრივ, ოპოზიციის მუშაკობაა, რათა მომავალ პარლამენტში ერთი-ორი დეპუტატით მეტი გაიყვანონ, თორემ ქვეყანა ნაცებსაც და ქოცებსაც, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ. ისე, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი ბედი აშშ-რუსეთში წყდება? იმედიანი მოლოდინი იყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისას, მაგრამ წინასაარჩევნო რიტორიკა რიტორიკადვე დარჩა. უფრო მეტიც, აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტზეც კი ალაპარაკდნენ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური შიზოფრენია უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივას თუ განკარგულებას ხან სასამართლო ბლოკავს, ხან სენატ-კონგრესი. აშშ-ის “თავისუფალი და ობიექტური” მედია კი ორკესტრირებულად უტევს ამერიკის პრეზიდენტს.

აშშ-ის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტისთვის ტრადიციული 100 დღეც არ ეცლიათ და იმპიჩმენტზე დაეწყოთ საუბარი. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ დონალდ ტრამპი არ არის აშშ-ის სისტემის პრეზიდენტი, ისევე, როგორც არ იყო რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც დაამთავრა ვიეტნამში ომი, ეწვია სსრკ-ს, ბრეჟნევთან ერთად ე.წ. განმუხტვას ჩაუყარა საფუძველი და აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ქვეყანას, სწორედ ეს არ აპატია ნიქსონს _ უოტერგეიტი მხოლოდ საბაბი იყო მისი იმპიჩმენტისა. ასევეა დონალდ ტრამპიც _ შეიძლება ძალიანაც სურს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რუსეთთან დიალოგი, მაგრამ აშშ-ის “ქორები” არ აძლევენ ამის საშუალებას. და, თუ ტრამპიც ნიქსონივით გააპანღურეს, ამის მიზეზი აშშის სისტემა იქნება, თორემ რომელიტუპოი” (ასე უწოდა მათ პუტინმა) დაიჯერებს, რომ ტრამპი პუტინის აგენტია? აშშის სისტემა კი, როგორც ჩანს, რუსეთთან მხოლოდ კონფრონტაციისკენ მიისწრაფვის, რადგან მხოლოდ რუსეთია წინაღობა აშშის (წაიკითხე, ნეოლიბერალები) მსოფლიოზე ბატონობის გზაზე. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ტანკების, თვითმფრინავების, გემების რაოდენობით ჯობია რუსეთს, სამაგიეროდ, ისეთი ძალის ბირთვული ფარი აქვს რუსეთს, რომ თავისუფლად გაანადგურებს ნებისმიერ აგრესორს. რუსეთის მოძულე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიბერალები კი ქილიკობენ _ რუსებს მხოლოდ ბირთვული “დუბინკის” გაკეთება შეუძლიათ და ხარისხიანი ფეხსაცმლის შეკერვა არ იციანო. ამ ღვარძლიანებს შევახსენებ, რომ პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთს იარაღიც ჰქონდა, “ტუფლებსაც” კერავდა და ეკონომიკური მაჩვენებლებით მეოთხე იყო მსოფლიოში. რომანოვების იმპერიის მემკვიდრე სსრკ-ს ერთი დღე მაინც ჰქონდა ისეთი, თავდაცვაზე არ ეფიქრა და “ტუფლები” ეკერა?

ნათქვამია, სამყაროს სამი რამ აკლიაო: ზღვას _ ხიდი, ცას _ კიბე და ქვეყანას _ სამართალი. ჰოდა, სამართლის რა გითხრათ და “ტუფლების” ნაცვლად რუსებმა პირველებმა (იური გაგარინი) მიადგეს ცას კიბე; ახლა არის და ზღვაზე მრავალკილომეტრიანი ხიდი გადეს ყირიმის მიმართულებით, სადაც ძლიერი სამხედრო ბაზაც შექმნეს და ბირთვული რაკეტებიც შეიტანეს. ამას თუ დავუმატებთ ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტამდე ვლადიმერ პუტინის ნათქვამს, რომ ყირიმის თემა დახურულია და რუსეთი არავისთან აპირებს ამ თემაზე ლაპარაკსაც კი, გამოდის, რომ როგორც პოროშენკო ვერასოდეს დაინახავს საკუთარ ყურებს უსარკოდ, ასევე სამუდამოდ არის ყირიმი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. ეს ისე, ცნობისთვის საქართველოში მცხოვრები ბრიყვების საყურადღებოდ, რომლებსაც სოხუმ-ცხინვალის დაბრუნება ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობის რეზოლუციებით ეიმედებათ. მოკლედ, თუ დონალდ ტრამპს სისტემამ რუსეთთან კონფრონტაციის გზის მეტი არაფერი დაუტოვა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, პუტინთან ძალისმიერი პოზიციებიდან საუბარი ჩიხია. რუსეთი არც ყირიმს დათმობს და, თუ უკრაინელმა ფაშისტებმა ბევრიგაახურეს”, დონეცკლუგანსკსა და ოდესასაც რაღაც ფორმით თავის იურისდიქციას დაუქვემდებარებს.

აქედან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცესაც (ბალტიისპირეთის გამოკლებით) არავის დაუთმობს, მათ შორის, სოხუმსაც (ცხინვალზე ხომ საუბარიც ზედმეტია). აფხაზეთის რკინიგზაც ახლო მომავალში გაიხსნება და, თუ “ნატო-ნატოს” უაზრო ყვირილით რუსეთის გაღიზიანებას თავს არ დავანებებთ, იქით _ ცხენისწყალთან და აქეთ მარნეულთან გაგვივლებენ საზღვარს, რასაც ჩვენი მეგობარი დასავლეთი აღშფოთება-შეშფოთებით გააპროტესტებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნეოლიბერალთა გადამწყვეტი შეტევა, უწინარესად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელ მხარეს უნდა იდგეს საქართველო _ ლიბერასტული აშშ-დასავლეთის თუ ერთმორწმუნე რუსეთის, ვფიქრობ, ცხადია.

დავით მხეიძე

P.S. აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა იქნებ ჩვენთვის სასიკეთოც იყოს, რადგან ეს მაგისტრალი, მხოლოდ გიუმრის სამხედრო ბაზის სახმელეთო მომარაგებას კი არა, აფხაზებისა და ქართველების ყოფით, გნებავთ, ბიზნესურთიერთობებსაც გულისხმობს. ასე იყო ნაცების მოსვლამდე ცხინვალში _ ყოფით დონეზე ოსურქართული დაპირისპირება პრაქტიკულად ამოწურული იყო და ვინ იცის, დღეს რა იქნებოდა, შეურაცხად სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართველთა და ოსთა გამაერთიანებელი ერგნეთის ბაზრობა რომ არ დაეხურა. უარესი მდგომარეობაა დღეს _ ცხინვალი და განსაკუთრებით სოხუმი, ძველი სტატუსით აღარასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ის პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, საქართველოს მტერია!

4 COMMENTS

  1. გეთანხმებით დავთ! ჩვენი ერთსვლიანი პოლიტიკოსების წუალობით, რომლებსაც გრანტების წყაროს ვერ გამოგლიჯავ პირიდან, საქაღთველო ინგრევა და პარტახდება. ზნეობა შეუცვალეს ქართველებს და ჭკუა წაართვეს. დღეს ანგარებისა და ფულის მოხვეჭის სინდრომია ქვეყანაში. საქართველომ მსოფლიოს, აზროვნების და პოლიტიკისა ტიტანები აჩუქა და დღეს ეს მგენიოსი ხალხი “მიშა სააკიანის” უმეცარ წაკლაურებსა და ლომჯარიების ჭკუაზე დადის. კოჟორიძეს მოკითხვა, პრეზიდენტის აპარატშია. რუსეთის ფაქტორის იგნორირება, ქვეუანას ბოლოს უღებს. მე არ მინდაგავხდე საქართველოს
    რუქიდან გაქრობის მოწმე, გამოდის რომ ჩვენ ყველაზე უთავო თაობა ვართ, საქართველოს დიდ ისტორიაში.

  2. კომენტართუხუცესო კორექტორო, ბედნიერი ვარ რომ თქვენგან შენიშვნა მივიღე, კომენტარების სიმრავლის გამო. მოგახსენებთ რომ, მკითხველების კომენტარებსა და სხვა გამოხმაურება-აქტიობაზეა დამოკიდებული გაზეთის პოპულარობა. მე ჩემთვის არ ვწერ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველის პოზიციის თანხვედრა. თქვენ ალბათ, ჩემზე ბევრად მეტი იცით და განათლებაც მეტი გაქვთ. ჩემო ინელექტუალო, მარტო რომ დარჩებით, უპასუხეთ თქვენ თავს უმარტივეს კითხვაზე: “რა არის ფანჯარა”. გმადლობთ რომ არ იცით! ისე ინტელექტი არის -აზროვნების ხარისხი. პატივისცემით გიორგი.

  3. ბარაქალა დავით! სიტყვაც არ დატოვეთ, რომ დავამატო და ჩემი სათქმელი სრულად თქვით. ანალიზი, ბრწყინვალეა. მამათქვენი, ის ნუგზარ მხეიძე ხომ არ არის 1956 წლის 9 მარტის მოვლენების აქტიური მონაწილე რომ იყო და ყვავილების გვირგვინი სტალინის ძეგლის კვარცხლბეგზე, მაღლა, გმირულად რომ აიტანა. მაშინ, მასზე ლეგენდები დადიოდა. პატივისცემით, გიორგი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Emzar Duisburg Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here