მთავარი საქართველო თეა წულუკიანი ამერიკელებს ნაქურდალის დაბრუნებაში ამხელს – უნებურად, რა თქმა უნდა

თეა წულუკიანი ამერიკელებს ნაქურდალის დაბრუნებაში ამხელს – უნებურად, რა თქმა უნდა

415
გააზიარეთ
თეა წულუკიანი ამერიკელებს ნაქურდალის დაბრუნებაში ამხელს – უნებურად, რა თქმა უნდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“- პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა ქართულმა მხარემ მტკიცებულებების მოპოვება სტრასბურგის სასამართლოსთვის

„ამერიკული მხარე დაგვეხმარა ერთი კონკრეტული მტკიცებულების საქართველოში დაბრუნების საქმეში. საუბარია 12 აგვისტოს გორში ჩამოვარდნილ რუსულ ისკანდერზე. რა თქმა უნდა, არსებობდა ვიდეო და ფოტომასალა, რომ ამგვარი იარაღი რუსეთის მიერ გორში იქნა გამოყენებული, მაგრამ სტრასბურგში რომ ჩავდიოდით სხდომებზე, რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო პირები ცინიკურად მოგვიგებდნენ ხოლმე, რომ ეს ფოტოშოფი და დამონტაჟებული მასალაა, ვინაიდან ჩვენ თვითონ ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც რა თქმა უნდა აფეთქდა, არ გვქონდა და არც ვიცოდით სად იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში მოცემული ისკანდერი გატანილი იქნა ქვეყნიდან, ისე რომ ამის დოკუმენტური კვალი არ არსებობდა. შესაბამისად, მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით მიგვეკვლია, თუ სად არის. ამის მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების როლი არის დიდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პირველი ნაწილები, რომლებიც აღმოვაჩინეთ საქართველოში, ერთ-ერთ მიტოვებულ საწყობში.

შემდეგ გავყევით კვალს და როდესაც უკვე დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ ჭურვის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 2018 წელს, 800 კილო ტვირთი დავაბრუნეთ საქართველოში. შესაბამისად, ამ ერთი მტკიცებულების მოპოვებაში მადლობა ეკუთვნის აშშ-ს, ჩვენს ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს. დანარჩენი მტკიცებულების მოპოვებაში მედიის როლი იყო დიდი, იმ ადამიანების, რომლებიც 2008 წლის ომის მოვლენებს საკუთარი სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ და ჩვენ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად გვქონდა გამოყენებული. ასევე, ის 33 მოწმე, რომელიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე, რა თქმა უნდა მათი ჩვენებები იყო მტკიცებულებები. ასევე მტკიცებულებები შეაგროვა ჩვენთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის საქმეს თავის დროზე იძიებდა და რა თქმა უნდა, მათ დროს იყო შექმნილი საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ დღეს დადგა გამარჯვება და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, იარაღი, რომელიც ბევრ ისკანდერზე უფრო ძლიერია და რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქვია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დააკვირდით, რა წამოროშა წულუკიანმა? ეს ნამსხვრევები, თუკი მართლა არსებობს, საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა 10 წლის მანძილზე და ამერიკისდახმარებით დავაბრუნეთო. ამასთან, წულუკიანი არ ამხელს, საიდან დააბრუნეს ამერიკელებმა ეს ტვირთი და თავად ეს სიტყვაც – დავაბრუნეთ, უცნაურად ჟღერს. ლოგიკით, რაკეტის ნამსხვრევები, ვიმეორებთ, თუკი ასეთი მართლა არსებობს, რუსებს უნდა გაეტანათ 2008 წელს თავიანთ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვა შემთხვევაში ამ ნარჩენებს საქართველოს სტრუქტურები ნახავდნენ და მაშინვე გამოამზეურებდნენ. ისიც ხომ გასაგებია, რომ “ჩვენი ერთგული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი” არც ისეთი ძლიერია, რომ რუსეთის ტერიტორიიდან მოეტაცა 800 კილოგრამი ტვირთი და წულუკიანისთვის ეჩუქებინა.

რჩება ერთადერთი ვარიანტი (თუკი საერთოდ ყველაფერს არ სტყუის ექსმინისტრი): ტვირთი 2008 წელს გატანილი ჰქონდათ ჩვენს “ერთგულ მეგობრებს” ამერიკელებს და 2018 წელს უკან მოგვიგდეს, რუსეთთან ურთიერთობების გასაუარესებლად – თითქოს ახლა რაკეტის ეს ნამსხვრევები წყვეტდეს საქართველოს კონტროლს გარეთ გასული ცხინვალის რეინტეგრაციის საკითხს! აი თქვენი “მეგობრობა” და “სტრატეგიული პარტნიორობა”, სულ ეს არის!

https://ge.news-front.info/

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ეს რახდება, რამდენი შინამტერიყავს ამ უბედურ ქვეყანას. რა დედებმა გაზარდა ეს ხალხი. ძუძუს მაგივრად გველის შხამითა კვებავდნენ? რა საინტერესოა.

  2. სრულიად ვეთანხმები ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებს, ასევე ვიზიარებ კრიტიკას თ. წულუკიანის მისამართით. რას დარბიან ამ სტრასბურგში? ვინ ელოდებათ იქ? როდემდე უნდა იყოს საქართველო დასაცინი მთელს ჩვენს სამეზობლოში — ამიერ- და იმიერ კვკასიაში? ან რატომ გადაიკიდეს რუსეთი მტრად? ამერიკას კი მადლობას უხდის ეს ქალბატონი როგორც ‘ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს!!!’ მართლა სად გაიზარდნენ ეს ვითომ მინისტრები და ძალად პოლიტიკოსები?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ე. შერვაშიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here