მთავარი საზოგადოება თანამდებობის პირები, რომელთა ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს

თანამდებობის პირები, რომელთა ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს

გააზიარეთ
დავით საგანელიძე

საქართველოში პენსია 180 ლარია, საარსებო მინიმუმი _ 168 ლარი, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, უმცირესობა, სულ რამდენიმე ასეული ჩინოვნიკი კი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობს, რადგან მათი ყოველთვიური ანაზღაურება 10 ათას ლარზე მეტია, თუმცა რისთვის იღებენ კოლოსალურ თანხებს ისინი, გაურკვეველია. ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge – საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არასრული ჩამონათვალი იმ უწყებებისა, რომელთა ხელმძღვანელი პირების სახელფასო ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს.

საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 33 687 ლარის ტოლია. საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს მიერ არის დაარსებული.

სულხან ზუმბურიძე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ 2016 წლის განმავლობაში 326 603 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 27 216 ლარია. ეს ორგანიზაციაც სახელმწიფო კომპანიაა.

ვახტანგ აბაშიძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძის 2016 წლის 6 ივლისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 255 425 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 21 285 ლარს აღწევს.

კომისიის წევრის _ ელისო ასანიძის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს 187 203 ლარი იყო, რაც თვეში, საშუალოდ, 15 600 ლარია. ასანიძეს 2017 წელს შევსებული არ აქვს დეკლარაცია.

კომისიის წევრს _ კახა ბექაურს კომისიის თავმჯდომარეზე მეტი თანხა აქვს აღებული, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 242 685 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 20 223 ლარია.

კომუნიკაციების კომისიის წევრს _ გიორგი ფრუიძეს, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 181 206 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 15 100 ლარია.

კომისიის წევრს _ მერაბ ქათამაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს აღებული აქვს 168 069 ლარი, რაც თვეში 14 005 ლარია.

მამუკა ბახტაძე

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს _ მამუკა ბახტაძეს, 2017 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში 220 474 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 18 373 ლარია.

საქართველოს რკინიგზის მფლობელი სახელმწიფოა.

ირინა მილორავა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას, 2016 წლის 26 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 147 750 ლარი აქვს წელიწადში აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 12 312 ლარია.

კომისიის თავმჯდომარეზე მეტი ანაზღაურება აქვს აღებული კომისიის რიგით წევრს, გიორგი ფანგანს. მას 2016 წელს, დეკლარაციის მიხედვით, 160 700 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 13 391 ლარია. კომისიის წევრს, გოჩა შონიას, 2016 წლის 20 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მიღებული აქვს 146 550 ლარი, რაც თვეში 12 212 ლარია.

დავით თვალაბეიშვილი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს _ დავით თვალაბეიშვილს 2016 წლის განმავლობაში 212 500 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში, საშუალოდ, 17 708 ლარია.

 

მაია მიმინოშვილიეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის _ მაია მიმინოშვილის წლიური ანაზღაურება, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, 158 177 ლარია, თვეში, საშუალოდ, 13 181 ლარი.

ვახტანგ ამბოკაძე

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის _ ვახტანგ ამბოკაძის წლიური ანაზღაურება 130 380 ლარია, რაც თვეში, საშუალოდ, 10 865 ლარს შეადგენს.

7 COMMENTS

  1. რა კომენტარი უნვტოვო? საქართველოში ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს,….

  2. ეს ბიუჯეტიდან გადის?! მაშინ მძარცველები, კრიმინალები არიან!

  3. კვირიკაშვილო ჭურში ზიხარ? საარსებო მინიმუმი თქვენთვის და სახელმწიფო მოხელეებისთვის არ არსებობს? თუ 168 ლარი კვებისათვის საკმარისია, მაშინ შრომისათვის რამდენს ღებულობთ? აგვიხსენით რას შრომობთ ამდენს , მაგ . თუ თქვენს ხელფასებს 10 000 ლარზე კვების 168 ლარს გამოვაკლებთ სამუშაო დღის ანაზღაურება 393 ლარი გამოდის. თაღლითობის საუკეთესო ნიმუშები ხართ. სასამართლოები კი მშიერ ხალხს ბანდიტობისთვის და თაღლითობისთვის ასამართლებს.თქვენი სასამართლო არ მოვაწყოთ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here