Home რუბრიკები ისტორია ზოგიერთი რამ უცნობი მასალებიდან სტალინზე

ზოგიერთი რამ უცნობი მასალებიდან სტალინზე

949
ზოგიერთი რამ უცნობი მასალებიდან სტალინზე

დიდი ინგლისელი ფილოსოფოსისა და მწერლის, თომას კარლაილის (1795-1881), ღვაწლი უზარმაზარია დიდი ბრიტანეთის ფილოსოფიურ თუ სამწერლო ასპარეზზე. მისი ღრმა ანალიზი ადამიანის შესაძლებლობებსა და განვითარების სტადიებზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ადამიანის ფენომენის გასახსნელად. ის სწავლობს გმირებს, რომლებსაც არანაირი ბაზა არ ჰქონიათ, ეხელმძღვანელათ ქვეყნისათვის, ხალხისათვის, მაგრამ შეძლეს მილიონობით ადამიანის დარწმუნება თავიანთ შესაძლებლობებში და ხალხი უსიტყვოდ დაიმორჩილეს.

თომას კარლაილმა შეიმუშავა მწყობრი სისტემა ადამიანის ცნობიერისა და ქვეცნობიერის მონაცვლეობის გეგმაზომიერების შესახებ, რომელსაც საბოლოო შედეგამდე უნდა მიეყვანა ადამიანი.

“ადამიანი, რომელიც ხდება ხალხის მმართველი, რომლის ნებასაც უსიტყვოდ ემორჩილება ყველა, ემორჩილებიან და ამ მორჩილებაში პოულობენ თავიანთ კეთილდღეობას, სწორედ ასეთი ადამიანები ყველაზე დიდ ადამიანებად უნდა ჩაითვალონ. მე არ ვსაუბრობ რომელიმე მმართველზე, მეფეზე ან პრეზიდენტზე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ჰქონდათ საფუძველი ამის, არამედ ვსაუბრობ მათზე, ვინც თავისით მოახერხა წარმატების მიღწევა საქმიანობაში”.

დიდმა საბჭოთა გეოლოგმა, ჰიდროლოგმა, ისტორიკოსმა, მწერალმა, დედამიწისა და სიცოცხლის უდიდესმა მკვლევარმა, 62 სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორმა რუდოლფ ბალანდინმა ყურადღებით დაამუშავა ინგლისელი ფილოსოფოსისა და მწერლის დოქტრინა და კვლევა კიდევ უფრო განამტკიცა მრავალმხრივი დაკვირვებით, შემდეგ ღრმა მეცნიერული ანალიზით შექმნა ბესტსელერიწამოდექით, სტალინი მოდის!”. ყველასათვის ადვილი მისახვედრია, რომ ეს ფრაზა 1943 წლის თეირანის კონფერენციის მიმდინარეობისას ითქვა და ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილს

თომას კარლაილს მაგალითად მოჰყავს ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელიც ჯერ საიმპერატორო არმიის არტილერიის ოფიცერი იყო, შემდეგ _ ამბიციური რევოლუციონერი, გენერალი, შესანიშნავი მეთაური, წარმატებული პოლიტიკოსი და აღმავალი გზით გახდა იმპერატორი. მან შურის თვალით შეხედა მსოფლიოს, “რომელიც ერთ კაცს უნდა ეკუთვნოდეს”. რით დასრულდა ამ ტანდაბალი, მაგრამ დიადი მიზნების იმპერატორის არცთუ ხანგრძლივი ბობოქარი ცხოვრება? _ დამარცხებით. ამ მარცხით ხანგრძლივი დროით დაზარალდა საფრანგეთი. ესე იგი, ნაპოლეონის დამარცხება დასრულდა თვითონ ნაპოლეონისა და შემდგომ საფარანგეთის მარცხით.

წინა პლანზე მოლოტოვი და ჰიტლერი
წინა პლანზე მოლოტოვი და ჰიტლერი

* ადოლფ ჰიტლერი. მიუხედავად თავისი ფენომენური ნიჭისა და უზარმაზარი ენერგიისა, მანაც ნაპოლეონის ბედი გაიზიარა. მისმა იდეოლოგიამ, სამხედრო სტრატეგიამ სრული ფიასკო განიცადა. მისი გერმანია ნიურნბერგის სამსჯავროზე წარდგა. ევროპის პირველმა სახელმწიფომ მსოფლიო ხალხების წინაშე პირველმა მოიხადა ბოდიში მსოფლიო ომების ისტორიაში (რაც უდავოდ სტალინის დამსახურება იყო _ გრ. ონიანი). ადოლფ ჰიტლერი 10 წლის განმავლობაში იყო გმირი, ლიდერი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არც ერთ ხალხსა და ქვეყანას არ ჰყოლია, და რომელსაც დიდი ენთუზიაზმით გაჰყვა გერმანელი ხალხი, მისკენ, აგრეთვე, მიილტვოდა ევროპის ბევრი ერი. რით დასრულდა ჰიტლერის არნახული დიდების ათწლედი? _ უპირობო კაპიტულაციითა და რაიხსტაგის ეზოში “მსოფლიოს დამპყრობის” გვამიდან ამოვარდნილი შავი კვამლით, რომელიც იმას მიანიშნებდა, რომ იწვოდა ჰიტლერისა და მუსოლინის ნაქები ფაშიზმი.

ისტორიამ იცის მსოფლიოს დიდი თუ პატარა ქვეყნების ხელისუფალთა ტრაგიკული ბედის შესახებ, მაგრამ ამის განხილვას აქ არ შევუდგები. ჩვენ ჩვენი “მკვდარი” გვყავს და ის უნდა “დავიტიროთ ღირსეულად”.

ვაჟა ამბობს: კაცი არ ვარგა უმტერო”… სადაც ღმერთია, იქ ადამიანიცაა. სვანებს გვყავს დიდი ქართველი პოეტი ტარიელ ჩარქსელიანი, რომელსაც ერთი გახმაურებული სტროფი აქვს:

სიკვდილი უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,

მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი.

მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს,

მაგრამ არც ერთთან ჭამო სირცხვილი”.

ნაპოლეონის, ჰიტლერის, სადამ ჰუსეინის, კადაფის, მილოშევიჩის, ჩაუშესკუსა და სხვებისგან განსხვავებით სტალინის გზა დაბადებიდან სიკვდილამდე წარმატებისკენ თანამიმდევრული სვლაა. ის გარდაიცვალა დიდების მწვერვალზე ყოფნისას, მსოფლიო აღიარების პიკზე და მას გლოვობდა არა მხოლოდ დედამიწის 1/6, არამედ სრულიად მსოფლიო.

ქართული პოეზიის წარმომადგენელმა ნაზი კილასონიამ გლოვის დღეებში ბელადს შემდეგი პოეტური სტრიქონები უძღვნა: შენ რომ მოსკოვში სიკვდილს ებრძოდი, საქართველოში სუნთქვა გვიჭირდადა იქვე: “ზანგის გულმაც დაიკვნესა,/ერთი მადლი კიდევ ჰქენი,/ჯერ ნუ წახვალ, ხალხის მამავ, /მონობიდან დაგვიხსენი”.

სტალინის სახელი პოპულარულია, როგორც მის თაყვანისმცემელთა შორის, ასევე მის მტრებშიც. სწორედ ამიტომ სტალინის ფენომენი დიდ ყურადღებას იმსახურებს XXI საუკუნის აქტუალური პრობლემების ფონზე.

მოლოტოვი და რიბენტროპი ხელს აწერენ ხელშეკრულებას
მოლოტოვი და რიბენტროპი ხელს აწერენ ხელშეკრულებას

ჰგავდა თუ არა სტალინის სიკვდილი ქარიშხალს? ნამდვილდ ჰგავდა. სტალინის სიკვდილმა შეძრა კაცობრიობა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო თუ საავტომობილო ტრანსპორტით ხალხის ნაკადი მოსკოვისკენ მიეშურებოდა. მოსკოვში წითელ მოედანსა თუ რკინიგზის სადგურებზე უამრავი ადამიანის თავმოყრის შედეგად შეუძლებელი იყო გადაადგილება, რის გამოც სვეტებიან დარბაზში მოსახვედრად, სადაც ბელადი იყო დასვენებული, ბრბომ 1500-მდე კაცი გადათელა. ლონდონის სტამბებში ასოთამწყობების გაფიცვა გაიმართა. არავის უნდოდა, აეწყო ტექსტი სტალინის გარდაცვალებაზე. არ დარჩენილა მსოფლიოში დიდი თუ პატარა სახელმწიფო, სტალინის ხსოვნის პატივსაცემად დროშები ძირს არ დაეხარა. ცრემლი და გლოვა სასოწარკვეთილებაში აგდებდა ხალხის მასებს, ზოგიერთი გულწრფელად ფიქრობდა, რომ სიცოცხლე აღარ გაგრძელდებოდა. მოსკოვი ვერ იტევდა უცხო ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებს და ვერ ასწრებდა აეროდრომებსა და სარკინიგზო ვაგზლებზე საპატიო სტუმრების დახვედრას, მიღებასა და დაბინავებას

ხალხის ამ უზარმაზარი სიყვარულის მიუხედავად, სტალინს მტრებიც ჰყავდა.

ნებისმიერი ერი სხვადასხვანაირი პიროვნებისგან შედგება, დაწყებული უერთგულესი ადამიანებითა და მოაზროვნეებით, დამთავრებული ბოროტი დამნაშავეებითა და აბეზარი სულელებით. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ფენაა გადამწყვეტი ხმის მქონე. აღიარებულია, რომ ყველაზე უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე არის ოლიგარქიული მმართველობა მისი მანკიერი მხარეებით. ავტორიტარული ხელისუფლება თითქოს ყველასგან დაგმობილია. არადა, თითქმის ყველგან სახელმწიფო მმართველობად ერთმმართველობა რჩება. ჩვენ, ადამიანებს, ისე დაგვიქვეითდა კოლექტიური მმართველობის ცნების გაგება, რომ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ხალხის მმართველობა (დემოკრატია).

სტალინის მმართველობის ეპოქაში კოლმეურნეობის თავმჯდომარეს არ შეეძლო, მაგალითად, 8 კგ მარცვლის ერთპიროვნულად გამოწერა კოლმეურნეობის წევრისთვის, თუ ეს საკითხი განხილული არ იქნებოდა კოლმეურნეობის სხდომაზე სარევიზიო კომისიასთან ერთად. ასე ხდებოდა ხელისუფლების დაბალ საფეხურზე. ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა მაღალ საფეხურზე. მწერალმა მაქსიმ გორკიმ იტალიიდან სტალინს საშუამავლო წერილი მისწერა ერთ-ერთ მწერალზე, რომ აუცილებელი იყო მისი 3 თვით მივლინება იტალიის დედაქალაქ რომში, რათა დაწყებული რომანი დაემთავრებინა. ამისთვის საჭირო იყო ბიუჯეტიდან 1 000 ამერიკული დოლარის გამოყოფა. სტალინმა გაითვალისწინა გორკის თხოვნა და პოლიტბიუროზე გაიტანა საკითხი 1000 დოლარის გამოყოფის შესახებ, რაც ბევრი კამათის შემდეგ დამტკიცდა კიდეც. დღეს კი საჯარო მოხელეები ისე მოაწერენ ხელს ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის გამოყოფას, რომ ვითომ ეს თანხა ცოლის მზითვია და მის განკარგვას ექვემდებარება.

ჰიტლერის კაბინეტი
ჰიტლერის კაბინეტი

ვინმეს სტალინისთვის რომ ეთქვა, საბჭოთა კავშირში არჩევნების ჩასატარებლად 100 მილიონი დოლარია საჭიროო, ძალიან მეეჭვება, მას კარგი ბედი სწვეოდა. დღეს კი გავიძახით, ხელახლა ჩავატაროთ არჩევნებიო, .., ჰაერში კიდევ გავისროლოთ ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი?

წინა წერილში გაგაცანით 1937 წლის საბოლოო ანგარიში, რომელშიც მოყვანილი იყო ბერიას წერილი სტალინისადმი რეპრესიებში დაღუპული ადამიანების რაოდენობის შესახებ. რეპრესირებულთა რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ერთ პატარა რესპუბლიკაში 200 ადამიანის დანაკლისი უდიდესია, რომელსაც ემატებოდა მოსალოდნელი 350 ადამიანის პირველ კატეგორიაში გადაყვანის მოთხოვნა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ყოფილა ათასობით და მილიონობით მსხვერპლი, როგორც მუცლით მეზღაპრე ისტორიკოსები და პუბლიცისტები აცნობენ მსოფლიოს.

მკითხველს ვთავაზობ სრულიად ახლ მასალებს, რომლებიც ცოტა ხნის წინათ გაასაჯაროვა რუდოლფ ბალანდინმა.

* 1939 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, “გულაგისბანაკებში ირიცხებოდა 1 317 195 პატიმარი, მათ შორის პოლიტპატიმარი _ 494 432. რიცხვები შემაშფოთებელია, მაგრამ პატიმართა რაოდენობა ათას კაცზე სსრკში 1,5-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დემოკრატიულ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.

რამდენი პატიმარი გარდაიცვალა 1938 წელს საპატიმროებში? _ 50 502, გაიქცა _ 12 333, გათავისუფლდა _ 223 622. ბევრი დაეჭვდება ამ მონაცემებში, მაგრამ ვინც ციფრების გადამოწმებას შეეცდება, იხილოს 1991 წლის ჟურნალი “სოციალური გამოკვლევები”, რომელშიც ნათლად არის ასახული ყველა ეს ციფრი და მონაცემი.

* “1937-1939 წლებში წითელი არმიიდან წავიდა 40 ათასი მეთაური. მათგან 8000 იყო ბუნებრივი დანაკარგი (სიკვდილი, დაავადება, ასაკი ან დანაშაული). დარჩენილი 32 000-დან 8 000 დააპატიმრეს, დაახლოებით 13 000 აღადგინეს ჯარში 1941 წლის 1 იანვრამდე. 1941 წლის შუა რიცხვებში წითელი არმიის ოფიცერთა შემადგენლობა 680 000- აღწევდა. აბსურდულია რეპრესირებული სამხედროების იმ სტატისტიკაზე საუბარი, რომელსაც სტალინს მიაწერენ”, _ ამტკიცებს მკვლევარი . ბალანდინი.

სტალინმა პირადი აგენტურული ქსელიდან 1937 წლის მაისში მიიღო საიდუმლო შეტყობინება, რომელიც ეხებოდა გერმანიის შეიარაღებული ძალების დირექტორატის საიდუმლო მიმოწერას. გაგაცნობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან:

მარშალ ტუხაჩევსკის დაცემის რეალური მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისმა დიდმა ამბიციებმა გამოიწვია წინააღმდეგობა მას და მშვიდ, გონივრულ და გონებამახვილ ვოროშილოვს შორის, რომელიც სრულიად ერთგულია სტალინის. ტუხაჩევსკის დაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ეს დარწმუნებით აჩვენებს, რომ სტალინს ხელში უჭირავს წითელი არმია”.

მთლიანი წერილის ანალიზმა აჩვენა, რომ “სტალინს ხელში უჭირავს წითელი არმია”, რომ ტუხაჩევსკი სტალინის ერთგული არ ყოფილა და რომ წითელ არმიაში არის ჰიტლერის პოლიტიკით დაინტერესებული ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის სამხედრო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი დარწმუნებული იყო ჰიტლერის ვერაგობაში, მან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა, რადგან ეს სამომავლოდ სჭირდებოდა, თავდამსხმელად რომ არ ყოფილიყო აღიარებული. ჰიტლერს არ სჯეროდა სტალინის ერთგულების, სტალინიც ღიმილით უყურებდა გერმანიასთან მეგობრობის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ეს პოლიტიკურად გამართლებულად მიაჩნდა და გამართლებული იყო კიდეც.

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელიც შესრულდა მოლოტოვისა და რიბენტროპის მონაწილეობით, საბოლოოდ შამპანურით სავსე ბროლის ბოკლების მაღლა აწევით დასრულდა. საზეიმო ვითარებაში ჰიტლერის პირად ფოტოგრაფს, რომელიც სპეციალურად ჩაიყვანა რიბენტროპმა, მხედველობიდან არ გამორჩენია სტალინისა დ რიბენტროპის მაღლა აწეული ბოკლები და ეს მომენტი ფირზე აღბეჭდა. სტალინს არ ესიამოვნა აწეული ბოკლებით გერმანელებთან სურათის გადაღება და ფოტოგრაფს ორი სიტყვით მიმართა: “ამ ფოტოს ნუ გამოაქვეყნებთ!”. ფოტოგრაფმა მორჩილად გახნა აპარატი, ამოიღო სურათის ნეგატივის კასეტა და სტალინს გადასცა. სტალინმა კასეტას დახედა და ისევ ფოტოგრაფს დაუბრუნა: “პირველივე წუთებიდან უნდობლობას ნუ დავთესავთ” და გაეღიმა, რასაც საერთო მხიარულება მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიოში სენსაცია გამოიწვია.

გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ჰიტლერი მარკ ალდანოვმა ასე დაახასიათა: “ის არის ძალიან ინტელექტუალური ადამიანი, თავდაჯერებული, ბრაზიანი, შურისმაძიებელი და უსასრულოდ ამბიციური. ვფიქრობ, ის გულწრფელიაის თავისი განწყობით ახლოსაა ტროცკისთან”. და კიდევ ერთი ზუსტი შენიშვნა:

რა სოციალიზმს განახორციელებს ჰიტლერი, თუ იგი მიაღწევს რეალურ ძალაუფლებას? ამის თქმა ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, ის არ განახორციელებს სოციალიზმს”, ამიტომაც დაუჭირეს მას მხარი კაპიტალისტებმა.

საბჭოთა დიპლომატმა ვლადიმერ პავლოვმა ასე დაახასიათა ჰიტლერი: “ის ყოველთვის საუბრობს დამოუკიდებლად. მისი გამოსვლა ყოველთვის სრულყოფილი და ლოგიკურია. აშკარაა, რომ ის ნიჭიერია. სტალინმა კი თქვა, რომ ჰიტლერი იყო ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ის ვიწრო აზროვნებისა და შორსმჭვრეტელობისგან შორს არის”.

გერმანელი დიპლომატი, ბარონი ფონ პუტლიცი წერდა, რომ ჰიტლერს ჰქონდა განსაკუთრებული მეხსიერება _ შეეძლო წაეკითხა დოკუმენტი თვალის ერთი გადაკვრით და ერთი საათის შემდეგაც კი სიტყვასიტყვით გაემეორებინა წაკითხული.

აი, რას წერს ჰიტლერის შესახებ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალტერ შელენბერგი: “ცოდნასთან ერთად, ჰიტლერს ჰქონდა პოლიტიკური ინსტინქტი …მისი მნიშვნელოვანი უნარი იყო ლოგიკური ვარაუდი და მან კარგად იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს უნარი. ის თანამოსაუბრეზე ტოვებდა არაჩვეულებრივი ინტელექტისა და ღრმა ცოდნის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას. ის ცდილობდა, განემტკიცა ეს შთაბეჭდილება დისკუსიის უნარის წყალობით და ოსტატურად აღწევდა წარმატებას. კამათში შეეძლო გამოცდილი სპეციალისტების დარწმუნებაც კი. ხშირად ოპონენტებს კონტრარგუმენტები მოგვიანებით ახსენდებოდათ და გვიან ხვდებოდნენ, როგორი არადამაჯერებელი იყო ჰიტლერის არგუმენტები”.

მოლოტოვი, რომელიც პირადად შეხვდა და ესაუბრა ფიურერს, იხსენებდა მის კონცენტრაციას, მიზანდასახულობასა და საუბრის თანამიმდევრულობას. ჰიტლერი კარგი ფსიქოლოგი იყო. მას უზარმაზარი ენერგია ჰქონდა. ამას ემატებოდა როლიდან როლზე სწრაფად გადასვლის უნარი და ეს თამაში მან ახალგაზრდობაში შეისწავლა, როდესაც მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა. 1933 წელს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა არა მხოლოდ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებას, არამედ ჰიტლერის მთავარი მიზანი კომუნიზმის განადგურება და სსრკ-ის გერმანიის კოლონიად გადაქცევა იყო. ჰიტლერს სსრკ ნედლეულისა და საკვების რეზერვუარად მიაჩნდა, რაც მკაფიოდ არის ნათქვამი მის წიგნში “მაინ კამფი”. ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე გაკეთებული დირექტივები იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული; არა მხოლოდ დაზვერვის ლიდერებმა იცოდნენ მათ შესახებ, არამედ სამხედროებმაც და დიპლომატებმაც.

პოლონეთის დაყოფის ცნობილი რუკა, რომელიც 1939 წლის 28 სექტემბრის ოქმებს დაერთო, გაზეთ “პრავდის” ფურცლებზე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, სტალინისა და რიბენტროპის ხელმოწერის გარეშე, და ის მსოფლიომ ნახა. დამყარდა გერმანულ-საბჭოური კავშირი ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, მაგრამ დასავლეთ გერმანიის ისტორიკოსის, სებასტიან ჰაფნერის, თანახმად, “ჰიტლერისა და სტალინის პარტნიორობა არ იყო მეგობრული ალიანსი, არც ერთის მხრიდან”.

ომი გარდაუვალი იყო, ამასობაში სტალინი ცდილობდა, გაეძლიერებინა თავისი ქვეყნის სამხედრო ძალა და შეენარჩუნებინა მშვიდობა რაც შეიძლება დიდხანს, რადგან წითელი არმიის გადაიარაღება ახალი დაწყებული იყო. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, თუნდაც მოსალოდნელი დიდი კატასტროფის მსგავსად, მაინც მოულოდნელად დაიწყო.

1940 წლის ნოემბერში გერმანიის მთავრობის მოწვევით ბერლინში ჩავიდა საბჭოთა მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, სახელმწიფოს მეორე პირი ვიაჩესლავ მოლოტოვი. საბჭოთა დელეგაციის შეხვედრა ჰიტლერთან დეტალურად აღწერა ამ შეხვედრის მონაწილემ ვალენტინ ბერეჟკოვმა წიგნში “დიპლომატიური ისტორიის ფურცლები” (1982). მან ხაზი გაუსვა რიტუალურ დეკორაციას, რომელიც მიზნად ისახავდა მიწვეულთა ფსიქოლოგიურ დათრგუნვას: “შავ ფორმაში ჩაცმულმა დაცვის ორმა თანამშრომელმა (ეს-ეს-ელმა) გააღო უზარმაზარი კარი და ფაშისტურად (მარჯვენა ხელის აწევით) მიესალმა სტუმრებს. უზარმაზარ დარბაზში დიდი საწერი მაგიდა და უზარმაზარი გლობუსი იდგა. ამ ინტერიერში ფიურერის ფიგურა თითქოს იკარგებოდა. ფიურერმა ხაზგასმით აღნიშნა მეგობრული განწყობა და სსრკ-ის წარმომადგენლებისადმი პატივისცემა, მათთან მივიდა, ყველას სათითაოდ მიესალმა და სასაუბროდ მიიწვია. მან შესავალი სიტყვა წარმოთქვა იმის შესახებ, რომ ინგლისი უკვე დამარცხებულია და მალე დანებდება, გერმანია აკონტროლებს მთელ დასავლეთ ევროპას და დროა, ვიზრუნოთ ბრიტანეთის იმპერიის დაყოფაზე და რომ გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ უნდა იცოდნენ საბჭოთა მთავრობის მოსაზრებები ამის შესახებ. საპასუხოდ, მოლოტოვმა ჰიტლერს შესთავაზა კონკრეტული პრაქტიკული საკითხების განხილვა. კერძოდ, რატომ გაგზავნეს გერმანიის ჯარები ფინეთში და სამხედრო მისია რუმინეთში საბჭოთა მთავრობის კონსულტაციის გარეშე. ეს ხომ არღვევს პაქტს, რომელიც დადებულია 1939 წელს? ფიურერი შეეცადა, მოლაპარაკებები წარემართა მისთვის საჭირო მიმართულებით _ მსოფლიოს დაყოფაზე, რომელშიც მონაწილეობა შესთავაზა სსრკ-ს. მისი თქმით, ამით გაძლიერდებოდა სსრ კავშირის მეგობრული ურთიერთობები გერმანიასთან”. სტალინმა მოლოტოვს დაავალა, მტკიცედ შეესრულებინა თავისი გზავნილები: გაცნობოდა აღმოსავლეთის მიმართულებით გერმანული ჯარების კონცენტრაციის მიზეზებს და დაკვირვებოდა ჰიტლერის რეაქციას ამ საკითხებზე. რეაქცია კი არაორდინარული აღმოჩნდა.

როგორც ბერეჟკოვი წერს: მიუხედავად სამსახიობო ოსტატობისა, ფიურერმა ვერ შეძლო დაბნეულობის დამალვამან უპასუხა არათანმიმდევრულად და არადამაჯერებლად. მოლოტოვმა დასძინა, რომ არსებული ვითარება იწვევს მოსკოვის შეშფოთებას და სურვილს, ამ საკითხზე მიიღოს ნათელი პასუხი გერმანიის მთავრობისგან. ჰიტლერმა კვლავ დაიწყო სამყაროს დაყოფის იდეის განხილვა და ჭეშმარიტი ზრახვების დამალვა. სსრკ კი შესთავაზა გავლენის სფეროების გაფართოება სამხრეთით, ინდოეთის ოკეანემდე”.

“აქ მოლოტოვმა შეაწყვეტინა ჰიტლერს, _ აღნიშნავს ბერეჟკოვი, _ რომ აზრი არ აქვს ამგვარი კომბინაციების განხილვას და რომ საბჭოთა მთავრობა დაინტერესებულია იმ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რომლებიც უშუალოდ საბჭოთა კავშირს ესაზღვრება”. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სტალინის მითითებების შესაბამისად, არ მისცა ჰიტლერს საშუალება, მოლაპარაკება გადაეტანა სსრკ-ისთვის აქტუალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე. საჭირო იყო ფიურერისთვის ეჩვენებინა, რომ საქმე ჰქონდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც არც კომპრომისზე წასვლას აპირებდა და არც თავისი იდეოლოგიური პრინციპებიდან გადახვევას”.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. რა კარგი იქნებოდა, ბატონი გრიგოლი ხშირად რომ აქვეყნებდეს მასალებს თავისი გამოკვლევებიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here