Home რუბრიკები ბლოგი ვლადიმირ პუტინი: „ ეს იყო მიხაილ გორბაჩოვის უმთავრესი შეცდომა”

ვლადიმირ პუტინი: „ ეს იყო მიხაილ გორბაჩოვის უმთავრესი შეცდომა”

16735
გორბაჩოვი და პუტინი

გამოჩენილი ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის გახმაურებულ ფილმშიინტერვიუ პუტინთანრუსეთის პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ტერორისტულ ორგანიზაციაალქაიდასშესახებაც საუბრობს. მისი თქმით, თავის დროზე, ეს ტერორისტული ორგანიზაცია სწორედ ამერიკელების დახმარებით შეიქმნა.

” ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა  ჩვენი ამერიკელი მეგობრების “საქმიანობის” შედეგია. ამ ამბის სათავე ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის დროიდან მოდის, როცა ამერიკული სპეცსამსახურები მხარს უჭერდნენ ისლამური ფუნდამენტალიზმის სხვადასხვა მიმართულებებს საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ავღანეთში.

ამერიკელებმა თავად შექმნეს და გამოზარდეს “ალ- ქაიდა” და ბენ ლადენი, თუმც შემდგომ მათზე კონტროლი დაკარგეს. ეს რომ აუცილებლად მოხდებოდა, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს კარგად უნდა სცოდნოდათ და ნებისმიერ შემთხვევაში- ეს მათი ბრალია.

აგრეთვე, ამერიკელები მხარს უჭერდნენ ტერორისტებს ჩეჩნეთშიც.  სიტყვით, ისინი ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, საქმით კი ტერორისტებს იყენებდნენ რუსეთის შიდაპოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციისთვის. ჩვენ ამის უამრავი მტკიცებულება გაგვაჩნია”,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტოუნთან ინტერვიუში.

ინტერვიუში რუსეთის ფდერაციის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებაც საუბრობს. მას ეს მე-20-ე საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიაჩნია, განსაკუთრებით იმ  იმ გზებისა, თუ მეთოდების გათვალისწინებით, რომლების მეშვეობითაც მოხდა სსრკ-ის დაშლა.

” ხშირად მესმის კრიტიკა ჩემს მიმართ, იმასთან დაკვშირებით, რომ ვნანობ საბჭოთა კავშირის დაშლას. აქ უმთავრესი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, უცებ , ერთ ღამეში, 25 მილიონი რუსი ეროვნების ადამიანი აღმოჩნდა საზღვარგარეთ.

ეს მე-20-ე საუკუნის რეალურად უდიდესი კატასტროფაა.

ცხადია, ნათელი იყო, რომ ქვეყანა საჭიროებდა ცვლილებებს, მაგრამ მაშინ მათ არ იცოდნენ და არ ესმოდათ თუ რაში მდგომარეობდა ამ ცვლილებების არსი, და მათი განხორციელების გზები.

მაშინ, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მიხაილ გორბაჩოვი მოატყუეს ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკვშირებით. სიტყვით,  ყველანი ერთხმად აცხადებდნენ ამას, თუმც  ქაღალდეზე ეს არ დაფიქსირებულა. გორბაჩოვმა ამას ყურადღება არ მიაქცია, ჩათვალა რომ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი იქნებოდა, არადა, პოლიტიკას უყვარს ფიქსაცია: ხელმოწერილ დაპირებებსაც  კი ხშირ შემთხვევებში უარყოფენ ხოლმე-  ეს იყო გორბაჩოვის უმთავრესი შეცდომა”,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here