მთავარი მსოფლიო ვის აძლევს ხელს სოციალური ფსიქოზი

ვის აძლევს ხელს სოციალური ფსიქოზი

1384
გააზიარეთ
ვის აძლევს ხელს სოციალური ფსიქოზი

ზოგიერთ ქვეყანაში სხვაგვარად უდგებიან კორონავირუსის პანდემიას _ სხვა უმეტესი ქვეყნისგან განსხვავებით. ხელისუფლება არ ამძაფრებს პანიკას და არ მიიჩნევს ამ დაავადებას სასიკვდილო საფრთხედ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის.

ცხებელია. იგი მოვიდა ნახევარი წლით, ორი წლით, სამუდამოდ გვემუქრება ახალი, უფრო საშიში და სახიფათო ტალღებით! _ ასე აშინებენ მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები და მეცნიერები დემორალიზებულ ობივატელებს.

პოლიტიკოსები ცეცხლზე ნავთს ასხამენ: დასნებოვნდება მოსახლეობის 70 პროცენტი, გარდაიცვლება “მილიონები”, “ეს სერიოზულია”, როგორც მეორე მსოფლიო ომი, ყველგან შემოიღებენ კომენდანტის საათს.

სოციალური ფსიქოზითა და პანიკით აშკარად სარგებლობენ მთავრობები და ყველა ჯურის ყალთაბანდები. ხელისუფლებაში მყოფნი თავიანთ ყველა შეცდომას კორონავირუსის შემოტევით ამართლებენ და კრძალავენ ყველაფერს, რისი აკრძალვაც დიდი ხნის წინათ ჰქონდათ ჩაფიქრებული. მთავარი მაინც ის არის, რომ საზოგადოებრიობის ყურადღება პანდემიამდე დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან საყოველთაო ფსიქოზზე გადაიტანონ. ჩააცხრონ იგი ფარატინა ქაღალდის ფასის მქონე ფულის ბანკნოტების უსაზღვრო ბეჭდვით. აშშ-ში მასთან საბრძოლველად გამოყოფილი ტრილიონი დოლარის დიდ ნაწილს, უბრალოდ, დაურიგებენ მოსახლეობას. ევროპაში 750 მილიარდ ევროს ჩაურიცხავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივ და კერძო სექტორებს.

სად არის ამ დროს საქართველო ჩვენი საერთაშორისო “პატრნიორ-მეგობრებისთვის? რით გამოიხატება მათი ჩვენდამი დახმარება? ისინი მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ისტერიკის მოსაწყობად აფინანსებენ ჩვენს “სამოქალაქო სექტორს”. ასე “გვეხმარებიან” საქართველოს ეკონომიკის “მხარდასაჭერად”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here