Home რუბრიკები ისტორია ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

როგორ ცდილობენ ქართველი ხალხის გაბითურებას

1654
გერმანელთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში

დასავლეთიდან მართულმა საქართველოს დამანგრეველმა . . ლიბერალურმა ძალებმა საკამათოდ აქციეს 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყების ვინაობა _ 11 წლის განმავლობაში ისე ჯიუტად და უხეშად ცდილობენ, ვირწმუნოთ, რომმიშა არაფერ შუაშია”, თითქოს ყველა ამნეზიამ მოგვიცვა. ეს თავისთავად პარადოქსია, მაგრამ ვინ იფიქრებდა თუნდაც ოციოდე წლის წინათ, რომ საკამათო იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომის დამწყების ვინაობა, მაგრამ ისტორიის რევიზიას პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩემს სტატიებში არაერთი მაგალითი მომიტანია, როგორ შეიძლება ისტორიის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად და როგორ გამოიყენებენ კიდეც. ისტორიის, როგორც პოლიტიკური იარაღის, შემთხვევაში საქმე გვაქვს პროპაგანდასთან, ადამიანთა ცნობიერებასა და განწყობებზე ბრძოლასთან, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენაზე ამა თუ იმ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე ასეთი პროპაგანდის ობიექტად მეორე მსოფლიო ომის თემა იქცა. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მონაწილეობასა და საბჭოეთის ხალხების მიერ ფაშიზმის დამარცხებას. ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუს ხალხთან ერთად ფაშიზმის დამარცხებაში არსებითი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკამ. რუსები ღვაწლს არც დასავლელ მოკავშირეებს უკარგავენ, მაგრამ ზუსტად ეს არ აძლევს ხელს დღევანდელ დასავლეთს, რომელსაც სურს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხებს რუსეთის მიმართ ნეგატიური განწყობა ჰქონდეთ, ნაცვლად ერთიანი ისტორიული ცნობიერებისა.

დასავლური პროპაგანდა რუსეთთან გააფთრებული პოლიტიკური დაპირისპირების, ეკონომიკური სანქციების, მზარდი შეიარაღების ფონზე ამკვიდრებსნარატივს”, რომ მეორე მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, ჰიტლერსა და სტალინს შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების შედეგია; თურმე, გერმანიასაბჭოთა კავშირს შორის პოლონეთის გაყოფა რომ არა, მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა _ ჰიტლერი ვერ გაბედავდა პოლონეთზე თავდასხმას. აქვე აღვნიშნავ მეორე დასავლურნარატივს”, რომლის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხება უფრო დასავლეთის დამსახურებაა, ვიდრე საბჭოეთის, თუმცა ამ თემაზე შედარებით მეტი კონტრარგუმენტი გამოქვეყნდა ქართულ პრესაში, ამიტომ ყურადღების ცენტრში, წინამდებარე სტატიის ფარგლებში, სწორედ გერმანია-სსრკ ხელშეკრულებასა და პოლონეთის საკითხს დავტოვებ.

საქართველოში ბევრია დასავლეთის მიერ დაფინანსებული სადეზინფორმაციო საშუალება, რომელთაგან მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე ბოლო ხანებში განსაკუთრებით გააქტიურდა რადიო თავისუფლება”, თუმცა ამ მხრივ მას ტოლს არც სხვა დეზინფორმატორები და დემაგოგები უდებენ. ყველა ციტატასა და მოსაზრებას ვერ გამოვეკიდები, ამიტომ შევარჩიე ორი, რომლებიც კონცენტრირებულად გამოხატავს ლიბერალური პროპაგანდის ძირითად პოსტულატებს ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. 2010 წლის 1 აგვისტოს ჟურნალმა “ტაბულამ” გამოაქვეყნა მასალა სათაურით “რატომ უნდა გვახსოვდეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი”, რომელშიც სწორედ ეს კონცენტრირებული დეზინფორმაციული პროპაგანდაა მოცემული:

პოლონელთა კავალერია ჩეხოსლოვაკიის პოლონელებით დასახლებულ ქალაქში ომის წინ
პოლონელთა კავალერია ჩეხოსლოვაკიის პოლონელებით დასახლებულ ქალაქში ომის წინ

რუსული ველიკოდერჟავული იდეის ერთერთ მთავარ საფუძვლად ფაშიზმზე გამარჯვება, დიდი ხანია, იქცა. საბჭოთა კავშირში ეფექტურად დაინერგა რამდენიმე მითი: ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო არა 1939 წლის 1 სექტემბრს, არამედ ორი წლის შემდეგ. “დიდი სამამულო ომისცნების დამკვიდრების ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორწლიანი პერიოდის წაშლა იყო. ეს ბუნებრივია, რადგან მეორე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა, რომ არა სტალინის ალიანსი ჰიტლერთან, რომელმაც ამ უკანასკნელს პოლონეთზე თავდასხმის საშუალება მისცა. /…/ სწორედ ამ დროს, 17 სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა _ იგნაცი მოშიცკიმ, რადიოთი დაუჯერებელი ამბავი ამცნო საკუთარ ხალხს: პოლონეთს ზურგიდან საბჭოთა კავშირმა დაარტყა. წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. სულ რამდენიმე დღეში მოისპო ევროპის ერთერთი ყველაზე ძლიერი, დიდი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მოლოტოვრიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, ზუსტად შუაზე გაინაწილეს მდინარე ვისლის გასწვრივ. ამას მოჰყვა ნამდვილი სასაკლაოს გაჩაღება პოლონეთის ტერიტორიაზე. სულ მალე, სტალინის უშუალო ბრძანებით, 25 000 პოლონელი ოფიცერი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს. პოლონეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ასეულათასობით ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ჰიტლერისა და სტალინის ორწლიანი მოკავშირეობის სიმბოლოდ კი ვერმახტისა და წითელი არმიის მიერ ბრესტლიტოვსკში ჩატარებული ერთობლივი აღლუმი იქცა”.

ასეთია ლიბერალური “ნარატივი” _ ისტორიული ფაქტების თუ პირდაპირი დამახინჯება არა, მათი ისე წარმოჩენა, რომ არასწორი დასკვნა გაკეთდეს. ქვემოთ დავშლით ისტორიის გამყალბებლების პროპაგანდისტურ კონსტრუქციას.

  1. საბჭოთა კავშირის მიერ ჰიტლერულ გერმანიასთან პაქტის დადების მიზეზები

1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვის პაქტს, რომელიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის _ ვიაჩესლავ მოლოტოვისა და გერმანიის რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრის _ იოახიმ ფონ რიბენტროპის ხელმოწერებით გაფორმდა, წინ უსწრებდა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა. კრემლის პირველ პირს, იოსებ სტალინს, მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული ჰიტლერის საბოლოო გეგმები საბჭოეთის მიმართ და ამიტომაც ყველაფერი გააკეთა, რათა არ მომხდარიყო ჰიტლერის გაძლიერება და გერმანიის ექსპანსია აღმოსავლეთის, ანუ საბჭოთა კავშირის მიმართულებით. კერძოდ, სტალინმა ყველაფერი იღონა ჩეხოსლოვაკიის გადასარჩენად, რომელიც 1938 წლის სექტემბერში (გერმანიასთან პაქტის დადებამდე თითქმის ერთი წლით ადრე) დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურებმა სამარცხვინოდ დაუთმეს ჰიტლერს საჯიჯგნად და ჩასაყლაპავად.

“მიუნხენის გარიგება” _ ასე არის ისტორიაში შესული დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ნევილ ჩემბერლენისა და საფრანგეთის პრემიერმინისტრ ედუარდ დალადიეს მიერ ჩეხოსლოვაკიის ჩაბარება, ამ სუვერენული მაღალგანვითარებული სახელმწიფოს ზურგს უკან გამართული მოლაპარაკებები, როდესაც “დასავლური დემოკრატიების” ლიდერები ადოლფ ჰიტლერს ეახლნენ მიუნხენში და მისი ყველა მოთხოვნა შეასრულეს. ინგლისელებმა და ფრანგებმა არათუ ხელი აიღეს ჩეხოსლოვაკიის დაცვაზე (რაც ფრანგებს ევალებოდათ კიდეც 1935 წლის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით, რომელზეც სსრკსაც ჰქონდა ხელი მოწერილი), არამედ პირდაპირი მუქარებით აიძულეს პრაღა, თავისი ტერიტორიის დიდი (1/5) და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჰიტლერული გერმანიისთვის. ამით ისარგებლა ჰიტლერმა და ამ ტერიტორიების მიღების შემდეგ რამდენიმე თვეში ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქი პრაღაც დაიკავა.

პოლონუური ტანკები ჩეხოსლოვაკიის საზღვართან
პოლონური ტანკები ჩეხოსლოვაკიის საზღვართან

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობები ასე მოწადინებულნი ვითომ იმ მიზეზით იყვნენ, რომ ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე დაეკმაყოფილებინათ ჰიტლერის მადა, რომელიც აღარ გააგრძელებდა ექსპანსიას, მაგრამ ეს თვალთმაქცობა იყო. სინამდვილეში, დასავლური “დემოკრატიების” მიზანს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაჯახების დაჩქარება წარმოადგენდა. ინგლის-საფრანგეთს არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩებოდა ამ მხრივ _ მიუნხენის გარიგებაში თავისი წვლილი აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმაც შეიტანა, როდესაც ჰიტლერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მხარი დაუჭირა კონფერენციის მოწვევას “ომის თავიდან ასაცილებლად”. რეალურად რა ამოძრავებდა დასავლეთს, სხვადასხვა წყაროდან არის ცნობილი. აი რას წერდა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მოხსენებაში შეერთებული შტატების რწმუნებული საფრანგეთის საკითხებში _ . ვილსონი 1939 წლის 24 ივნისს:

“[საფრანგეთის] გავლენიან წრეებში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთმა გერმანიის სასარგებლოდ უარი უნდა თქვას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე იმ იმედით, რომ გერმანია, ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირთან კონფლიქტურ მდგომარეობაში შევა”. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ე. ჰალიფაქსმა 1939 წლის ივნისში მთავრობის სხდომაზე საფრანგეთში ბრიტანეთის ელჩ უ. ბულიტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ “ხელშეკრულება ჩვენთან სჭირდებათ რუსებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაფორმოთ იგი”. რაც ყველაზე საინტერესოა, ბრიტანელებსა და ფრანგებს აყოლიებული ჰყავდათ პოლონეთის ხელისუფლებაც. 1939 წლის 9 ივნისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა . ბეკმა ლონდონში პოლონეთის ელჩ რაჩინსკის გაუგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მითითებული იყო, რომ დაუშვებელია ხელშეკრულების დადება საბჭოთა კავშირთან, რადგან ასეთი დოკუმენტიაღმოსავლეთ ევროპაში სტაბილობასა და უსაფრთხოებასდაარღვევდა.

რუკა

საბჭოთა მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, გამოეყენებინათ ჩეხოსლოვაკიის დაცვის ყველა მექანიზმი, გერმანიაზე სამხედრო ზემოქმედების ჩათვლით. საფრანგეთის თანხმობის შემთხვევაში, მოსკოვი მზად იყო ჩეხოსლოვაკიაში ჯარების გასაგზავნად, მაგრამ პარიზმა ენთუზიაზმი არ გამოავლინა, ხოლო პოლონეთის ხელისუფლებამ(!) აშკარად მტრული პოზიცია დაიკავა ჩეხოსლოვაკიის დახმარების მიმართ, როცა განაცხადა, რომ წითელ არმიას არ გაატარებდა თავის ტერიტორიაზე ჩეხების დასახმარებლად.

გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკოსები _ დევიდ ლოიდ ჯორჯი და უინსტონ ჩერჩილი მძაფრად აკრიტიკებდნენ თავიანთი მთავრობის პოლიტიკას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მათ ვერავინ დასწამებს კომუნისტებისადმი სიმპათიას, მაგრამ ისინი ხედავდნენ, რომ ეს პოლიტიკა ძირშივე იყო მცდარი. 1939 წლის 6 ოქტომბერს ადმირალიტეტის პირველმა ლორდმა (მომავალმა პრემიერმა) უინსტონ ჩერჩილმა ლონდონში სსრკ-ის ელჩ ივანე მაისკის თავისი პოზიცია გაანდო: ზოგიერთი ჩემი კონსერვატორი მეგობარი [გერმანიასთან] მშვიდობას ემხრობა. მათ ეშინიათ, რომ ომის შედეგად გერმანია ბოლშევიკური გახდება. მე კი ბოლომდე ომს ვუჭერ მხარს. ჰიტლერი უნდა განადგურდეს ერთხელ და სამუდამოდ. დაე, გერმანია გახდეს ბოლშევიკური, ეს მე არ მაშინებს. უმჯობესია კომუნიზმი, ვიდრე ნაციზმი”.

ჩერჩილსვე ეკუთვნის სიტყვები, რომ ჩემბერლენმა ჰიტლერთან ჩეხოსლოვაკიის საკითხში დათმობებით სირცხვილსა და ომს შორისაირჩია სირცხვილი და მიიღო ომი”.

საბოლოოდ, 1938 წლის შემოდგომაზე (მიუნხენის ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის) ინგლისსაფრანგეთის ზემოქმედებით ჩეხოსლოვაკიას ჩამოერთვა თავისი ტერიტორიების 1/5 მოსახლეობის 1/4-ით. არადა, ჩეხოსლოვაკია მზად იყო გერმანიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, თუნდაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ძალით არ ჩარეულიყვნენ. იმჟამად ჩეხები აკონტროლებდნენ გეოგრაფიულად რთულ მთიან რელიეფს, რომელიც ბუნებრივად მიჯნავს ერთმანეთისგან ჩეხეთსა და გერმანიას, ჰქონდათ სამზოლიანი გამაგრებული ფრონტი, ამიტომ გერმანელებს გაუჭირდებოდათბლიცკრიგი”. ჩეხოსლოვაკიის არმიის საბრძოლო სულისკვეთება საკმაოდ მაღალი იყო, საჭიროების შემთხვევაში კი მთელი ხალხი იომებდა დამპყრობლის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ბენეშს საბჭოთა კავშირის დიპლომატიური და სხვა სახის მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა, მაგრამ ჩემბერლენმა და დალადიემ ბენეში კაპიტულაციაზე დაიყოლიეს, ხოლო 1939 წლის მარტში, როდესაც ჰიტლერმა ისედაც მისთვის მომგებიანიმიუნხენის გარიგებაცდაარღვია და მთელი ჩეხოსლოვაკია დაიკავა (თანაც ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთმანეთისგან განაცალკევა), მას გზა გაეხსნა პოლონეთისკენ. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი ამ მოვლენებს სწორად აფასებდა და ეჭვობდა, რომ პასიურობის პირობებშიდასავლური დემოკრატიებიისევე გაყიდდნენ პოლონეთსაც (რომელიც ჯერ ამას არ ეჭვობდა), როგორც ჩეხოსლოვაკია გაყიდეს. ეს კი გერმანიას ისე გააძლიერებდა, რომ საბჭოეთთან ომის შემთხვევაში დიდ სტრატეგიულ უპირატესობას დაეუფლებოდა. საბჭოთა კავშირი ვერ დაუშვებდა იმას, რომ თავისი დასავლური საზღვარი არ გადაწეულიყო დასავლეთით _ მინსკიდან, კიევიდან და მოსკოვიდან რაც შეიძლება შორს.

  1. არის კი მსხვერპლი პოლონეთი?

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს გერმანიასთან სჭირდებოდა ბუფერული ზონა ძლიერი პოლონეთის სახით, რომელიც ჰიტლერისთვის შეუძლებელს გახდიდა, თავს დასხმოდა საბჭოეთს, მაგრამ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის შესაძლებლობები შეიზღუდა. პირველი, რაც გასათვალისწინებელია, პოლონეთმა თვითონ თქვა უარი საბჭოთა კავშირთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამ გზით წინ აღდგომოდა გერმანიას, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი _ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში საბოლოო სიტყვა სწორედ პოლონეთმა თქვა, კაპიტულაციას პრაღა მხოლოდ ვარშავის მუქარის შემდეგ დასთანხმდა. არადა, ჯერ კიდევ 1938 წლის 25 სექტემბერს ჩეხოსლოვაკია, მიუხედავად ჩემბერლენის ზეწოლისა, არ მიდიოდა დათმობებზე და საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავდა. ამას მოწმობს ლონდონში ჩეხების დესპანის _ იან მასარიკის მიერ ფორინ ოფისისადმი გადაცემული ნოტა, რომელშიც ეწერა:

ჩემი მთავრობა მავალებს, განვაცხადო, რომ ჰიტლერის მოთხოვნები მათი ამჟამინდელი ფორმით აბსოლუტურად და უპირობოდ მიუღებელია. ამ ახალი და უხეში მოთხოვნების წინაშე ჩემი მთავრობა თავს ვალდებულად გრძნობს, მიიღოს გადამჭრელი ზომები წინააღმდეგობის გასაწევად და, ღვთის შეწევნით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. წმიდა ვაცლავის, იან ჰუსისა და ტომაშ მასარიკის ერი არ გახდება მონაერი!”

მაგრამ ჩეხებს მალე მოუწიათ უკან დახევა, რაშიც, როგორც ვთქვით, გადამწყვეტი როლი, “დასავლურ დემოკრატიებთან” ერთად, პოლონეთმა შეასრულა. ჩეხებმა იცოდნენ, რომ პოლონეთი 1938 წლის განმავლობაში ჯარების მობილიზაციას ახდენდა საზღვარზე, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ოფიციალურმა ვარშავამ გამოაცხადა, რომ იგი შეტევაზე გადავა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, თუკი მეზობელი სახელმწიფო არ დაეთანხმება გერმანიის მოთხოვნებს. 30 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა და მთავრობამ საბოლოოდ განიხილეს არსებული ვითარება. უმაღლეს ხელისუფლებას სურდა, სამხედროებისგან გაეგო, შესაძლებელი თუ იყო, ქვეყანას გაეძლო გერმანიის, პოლონეთისა და უნგრეთის (ჰიტლერის პირდაპირი მოკავშირე) ერთდროული შემოტევისთვის. პასუხი უიმედო იყო:

წინააღმდეგობა შეუძლებელია. არმიას შეუძლია, სამი თავდაცვითი ხაზის საშუალებით წინააღმდეგობა დიდი ხნის მანძილზე გაუწიოს ცალკე აღებულ გერმანიას, გარე დახმარების არარსებობის პირობებშიც, მაგრამ საზღვარი პოლონეთსა და უნგრეთთან არ არის გამაგრებული. ომში მათი ჩაბმა მოასწავებს, რომ ფრონტის ხაზი სამი ათასი კილომეტრის მანძილზე გაიშლება”.

1938 წლის 30 სექტემბერს (მიუნხენის პაქტის მეორე დღეს) პოლონეთი უკვე მზად იყო ჩეხოსლოვაკიაზე თავდასასხმელად. მზადდებოდა პროვოკაცია, თითქოს ჩეხოსლოვაკია ესხმოდა თავს პოლონეთს. ამ მიზნით, პოლონეთის სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია საზღვარზე “ინციდენტის” შესახებ _ თითქოს ჩეხები ესროდნენ პოლონელებს. ბედის ირონიით, 11 თვის შემდეგ თვით პოლონეთი შეიქნა ასეთი პროვოკაციის მსხვერპლი გერმანელების მხრიდან, როდესაც გერმანულმა “ეს- ეს”-მა განახორციელა პოლონეთის მიერ გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმის იმიტაცია, რაც გერმანიის მხრიდან პოლონეთის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად იქცა.

აი ასეთი იყო იმჟამინდელი პოლონეთის სახე. პრინციპში, არაფერი განსაკუთრებული _ ევროპა ხომ საუკუნეების განმავლობაში ეწეოდა ასეთრეალპოლიტიკას”?! პოლონელებმა ვერ გათვალეს, როგორი საშიში ძალა იყო ნაცისტური გერმანია, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის უგულებელყოფის პირობებში. პოლონეთის ხელისუფლება დახარბდა ტერიტორიებს _ ფრიშტადტს, ტეშენსა და იაბლუნკოვს. ამის გამო გაწირა ჩეხოსლოვაკია და, ისევ ჩერჩილს თუ დავესესხებით, “აფთრის სიხარბით ჩააფრინდა მსხვერპლს”.

ასეთი არაადეკვატური პოლონური პოლიტიკის პირობებში საბჭოთა კავშირს სხვა აღარაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ თავიდან აეცილებინა ახალი “მიუნხენის გარიგება”, ამჯერად პოლონეთის მიმართ. საბჭოთა დაზვერვას მოჰქონდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეეცდებოდნენ, გერმანია დაეტაკებინათ საბჭოთა კავშირისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანია ჯერ პოლონეთს დაეპატრონებოდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ 1939 წლის მაისში გერმანელებს უკვე ჰქონდათ პოლონეთზე თავდასხმის გეგმა, სახელწოდებით “ვაის”-ი (“თეთრი”). გერმანიამ 1939 წლის 28 მარტს გააუქმა პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტი, რომელიც 1934 წელს ჰქონდა გაფორმებული. ამ პაქტის ანულირებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰიტლერმა ლიტვას ათქმევინა უარი პოლონეთის შესაძლო მხარდაჭერაზე და ლიტვასთანაც ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა თავდაუსხმელობის შესახებამიტომაც ლოგიკურია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს მაქსიმალური სარგებელი მიეღო შექმნილი მძიმე ვითარებიდან, ვინაიდან სტალინმა იცოდა, რომ დასავლეთი ჰიტლერს პოლონეთში ვერ შეაჩერებდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1938 წლის სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში საფრანგეთმა გერმანიასთან თავდაუსხმელობის დეკლარაციებს მოაწერეს ხელი. ამასთანავე, მათ უარი უთხრეს საბჭოთა კავშირს, გერმანიის აგრესია ჩეხოსლოვაკიის მიმართ განეხილათ ერთა ლიგაში (მოსკოვს არ უღიარებია ჩეხოსლოვაკიის ანექსია). ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მატყუარა ლიბერალები ქართველ მკითხველს საგულდაგულოდ უმალავენ დამოლოტოვრიბენტროპის პაქტისგამო ლამის თავს იკლავენ

არც იმას ამბობენ, რომ 1939 წლის 10 მაისს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ტელეგრამა გაუგზავნა ვარშავაში ვიზიტით მყოფ თავის მოადგილე ვ. პოტიომკინს, რომ სსრკ თანახმაა, დაეხმაროს პოლონეთს გერმანული აგრესიის შემთხვევაში, “თუკი ამას თავად პოლონელები მოისურვებენ”! პოლონურმა მხარემ ეს შემოთავაზება უპასუხოდ დატოვა.

არსებობს დოკუმენტები, რომელთა კომენტირებაც კი ზედმეტია, იმდენად ნათელია ყველაფერი. მაგალითად, 1939 წლის 22 მაისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საფრანგეთის მთავრობისადმი გაგზავნილ მემორანდუმში აღნიშნულია: სასურველია, სსრკთან დაიდოს რაიმე შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირი დაგვეხმარება, თუკი ჩვენ აღმოვჩნდებით აღმოსავლეთიდან წამოსული შეტევის ობიექტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანია ვაიძულოთ, იომოს ორ ფრონტზე, არამედ იმიტომაც, რომ (და ეს მთავარია) … თუკი ომი დაიწყება, უნდა ვეცადოთ, მასში საბჭოთა კავშირი ჩავითრიოთ”.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. საჭიროა ეს ისტორიული მასალები მოსწავლეებმაც,სტუდენტებმაც წაიკითხონ,გაიგონ სინამდვილე და ნუ იქნებიან ევროფაშისტების პროპაგანდით დაბოლილები,გთხოვთ პერიოდულად გავაცნოთ ხოლმე ეს სინამდვილე საზოგადოებას,რომელმაც აქამდე ჭურში” სხედან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here