Home რუბრიკები ისტორია ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

როგორ ცდილობენ ქართველი ხალხის გაბითურებას

2382
საბჭოთა არმიის ნაწილები ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ვარშავაში

დასასრული. დასაწყისი იხ. #33, 2019 წ.

საბჭოთა კავშირმა ჯარები პოლონეთში შეიყვანა 1939 წლის 17 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გერმანიის ვერმახტმა 1939 წლის 1 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში ბრწყინვალედ ჩაატარაბლიცკრიგიდა პოლონეთის ნაქები, ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილი მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგობა გატეხა.

საბჭოთა კავშირს პოლონეთისთვის ომი არ გამოუცხადებია და ამიტომ პოლონეთის არმიის ნარჩენებს ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ წითელი არმიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ “დასავლურ დემოკრატიებს” წითელი არმიის ქმედებები იმჟამად არ შეუფასებიათ აგრესიად და არანაირი პროტესტი არ გამოუხატავთ მოსკოვისადმი.

დასასრულ, საბჭოთა კავშირს არ მიუტაცებია პოლონური ტერიტორიები, მან დაიბრუნა კუთვნილი მიწები, რომლებიც პოლონეთმა 1920-21 წლებში ვერსალის 1919 წლის ზავის პირობების დარღვევით მიიტაცა. წითელი არმია გაჩერდა ვილნიუსლომჟაბუგის ხაზზე, რომელიც, ფაქტობრივად, ემთხვეოდა . . კერზონის ხაზს – 1919 წლიდან საერთაშორისოდ აღიარებულ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს. ლიტვას დაუბრუნდა ვილნიუსი, ბელორუსიასა და უკრაინას _ თავიანთი დასავლეთის ტერიტორიები.

შეგნებულად ვეწევი დასავლელი პოლიტიკოსის, მეორე მსოფლიო ომის თანამედროვე ლოიდ ჯორჯის ციტირებას, რათა საბჭოთა პოზიციებისადმი ზედმეტ სიმპათიასა და არაობიექტურობაში არ დამდონ ბრალი. აქვე აღვნიშნავ, რომ თავდაპირველად არც ლოიდ ჯორჯი განიხილავდა ინგლისისთვის საფრთხედ ჰიტლერს და მას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ სასარგებლო იარაღად მიიჩნევდა, მაგრამ 1938-39 წლებში მას თვალი აეხილა და ჰიტლერული საფრთხე ცხადად დაინახა. 1939 წლის 28 სექტემბერს კი დევიდ ლოიდ ჯორჯმა პოლონეთის ელჩ რაჩინსკის პოლონეთში წითელი არმიის შესვლის გამო შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“…საბჭოთა კავშირმა დაიკავა ტერიტორიები, რომლებიც არ არის პოლონეთის ნაწილი და რომლებიც ძალით იქნა პოლონეთის მიერ დაპყრობილი [პირველი] მსოფლიო ომის შემდეგ… დანაშაულებრივი სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა, ერთ სიბრტყეზე დაგვეყენებინა რუსების შემოსვლა გერმანელების შემოჭრასთან”.

პასუხი კითხვაზე _ არის თუ არა პოლონეთი მსხვერპლი? _ დადებითია, ოღონდ იმ პირობით, რომ პოლონეთი არა გერმანიასაბჭოეთის გარიგების, არამედ თავისი სიხარბის, წინდაუხედაობის, ანტირუსული ისტერიკისა (ყველაფერთან ერთად, პოლონეთის გენშტაბის 1937 წლის ერთერთ დირექტივაში წერია, რომ საბოლოო ჯამში, “ყოველგვარი რუსეთი უნდა მოისპოს”) და, ამასთანავე, “დასავლური დემოკრატიებისმხრიდანგადაგდებისმსხვერპლია. დიახ, ეს ბოლო ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. რაც პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს, გერმანიის პოზიციები ევროპაში მხოლოდ გაძლიერდა. საფრანგეთმა ომის იმიტაცია მოახდინა ზაარბრიუკენთან ახლოს, როდესაც პოლონეთზე გერმანიის თავდასხმის საპასუხოდ ჯარები შეიყვანა 32 კილომეტრის მანძილზე. გერმანელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მოწინააღმდეგე ჯერ შეიტყუეს და შემდეგ კუდით ქვა ასროლინეს. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ საზღვაო-საბრძოლო მოქმედებებს. ისმის კითხვა: დავუშვათ, დასავლეთი პოლონეთს ტექნიკური მიზეზებით ვერ დაეხმარა (ჯარების მობილიზაციის გაჭიანურება და სხვა ფაქტორები), მაგრამ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გერმანიამ ასევედასავლური დემოკრატიებისმხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უბრძოლველად დაიპყრო დანია და თითქმის უბრძოლველად _ ნორვეგია. ბუნებრივია, რომ ასეთი უმოქმედობა კითხვებს აჩენდა და ფრანგმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა მეორე მსოფლიო ომის ამ ეტაპს (1939 . 1 სექტემბერი _ 1940 . 10 მაისი) “უცნაური ომიდაყალბი ომიუწოდეს. მსოფლიოს ძვირი დაუჯდა ასეთი უმოქმედობა, როდესაც 1940 წლის მაის-ივნისში ვერმახტი საფრანგეთში შეიჭრა და იგი პოლონეთივით უმოკლეს ვადაში დაიმორჩილა, ფრანგებისთვის ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დახმარების მიუხედავად. ჰიტლერმა თითქმის ზუსტად განჭვრიტა ჩემბერლენისა და დალადიეს მხდალი ბუნება, 1939 წლის 23 მაისს მან თავის გენერლებს უთხრა:

საბჭოთა არმიის ნაწილები ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ვარშავაში
საბჭოთა არმიის ნაწილები ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ვარშავაში

“ჩვენ მიუნხენში ვიხილეთ ეს საბრალო ჭიები _ ჩემბერლენი და დალადიე. ისინი მეტისმეტად მშიშრები არიან იმისთვის, რომ შეტევაზე გადმოვიდნენ. ბლოკადაზე მეტს ვერ გაბედავენ… ერთადერთი, რაც მაშფოთებს, არის ჩემბერლენის ან სხვა რომელიმე ღორის ჩამოსვლა წინადადებით, რომ მე შევცვალო ჩემი გადაწყვეტილებები, მაგრამ მე მას კიბიდან დავაგორებ, პირადადაც რომ მომიწიოს მისთვის ფეხით მუცელში გამასპინძლება ფოტოკორესპონდენტების თვალწინ”.

ამ ფონზე ყველამ უნდა აღიაროს, რომ აღწერილი მოვლენების პერიოდში ჰიტლერს ევროპაში მხოლოდ ერთი აღმატებული მოწინააღმდეგე ჰყავდა _ სტალინი, რომელიც ყველაფერს კარგად ხედავდა და ომისთვის ემზადებოდა ყველაზე რაციონალური გზით, არსებული ვითარების გათვალისწინებით.

  1. პროპაგანდისტების ყალბი მორალიზმი.

ფაქტები თვითონ ამსხვრევენ სიცრუის კონსტრუქციებს, “რადიო თავისუფლების”, “ტაბულისა” და სხვათა მიერ მოწოდებულთ. კაცმა რომ თქვას, ეს მათი ნააზრევი ნაკლებად არის, ასე შტამპებად იღებენ ისინი სიყალბეებს თავიანთი დამფინანსებლებისგან და ფულის სანაცვლოდ ავრცელებენ საქართველოს მოსახლეობაში. ძნელია ამ მასშტაბის დაფინანსებასთან ბრძოლა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები ყალბად მორალისტობენ.

მათ ისე გამოჰყავთ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის დაზავება 1939 წელს, რომ თითქოს ეს იყო მეორე მსოფლიო ომის მიზეზი, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცრუეა. დოკუმენტების საფუძველზე ვნახეთ, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა დასავლური ბურჟუაზიული სახელმწიფოების მხრიდან ჰიტლერისთვის კარტბლანშის გადაცემა აღმოსავლეთ ევროპაში სამოქმედოდ, ისევ და ისევ, საბჭოეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი 1939 წლის აგვისტოში ჯერ კიდევ იაპონიასთან ლოკალური ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა მონღოლეთის ტერიტორიაზე (მდინარე ხალხინ-გოლის გამოუცხადებელი ომი), ხოლო ანტიკომუნისტური ფინეთის საზღვარი თითქმის ზედ ლენინგრადზე იყო მობჯენილი. მაშინ, როდესაც გერმანია პოლონეთის დასაპყრობად ემზადებოდა, ჩეხოსლოვაკიისჩაყლაპვისშემდეგ, სტალინმა ყველაზე გონივრული და ბუნებრივი გადაწყვეტილება მიიღო _ გერმანიასთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მიაღწია და ამ გზით უძვირფასესი დრო მოიგო საბჭოთა ეკონომიკის სამხედრო ყაიდაზე გადასაყვანად, ანუ ტოტალური ომისთვის ქვეყნის მოსამზადებლად, რომელიც, მიუნხენის გარიგების შემდეგ უკვე გარდაუვალი იყო.

მეორე მსოფლიო ომის ნამდვილი, “ცხელი” ფაზა კი სწორედ გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმა გახლდათ 1941 წლის 22 ივნისს, ამას არ სჭირდება არანაირი “რუსული ველიკოდერჟავული იდეა”, ეს არის ფაქტი. ასევე უტყუარი ფაქტია, რომ გერმანია დაამარცხა საბჭოთა კავშირმა და სწორედ საბჭოთა დროშა აღიმართა ბერლინში, რაიხსტაგის შენობის თავზე, 1945 წლის 2 მაისს. ყველაზე ბოლოს, 1945 წლის 9 მაისს, ევროპაში პრაღა გაათავისუფლა წითელმა არმიამ, პრაღა, რომელიც ჰიტლერს ხახაში ჩაუგდეს ინგლისმა, საფრანგეთმა და ამერიკამ…

ამჯერად კომენტარის გარეშე დავტოვებთ “პოლონეთში გაჩაღებული სასაკლაოს” თეზისს, თუმცა აღვნიშნავთ, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას ამის არანაირი მოტივი არ გააჩნდა, განსხვავებით გერმანელებისგან, რომლებმაც სმოლენსკის ოლქის ოკუპაციისას “აღმოაჩინეს” კიდეც მასობრივად დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების სამარხები კატინის ტყეში… სამაგიეროდ, ვიტყვით იმას, რაც დანამდვილებითაა ცნობილი: ბრესტში არ ჩატარებულა ვერმახტისა და წითელი არმიის ერთობლივი სამხედრო აღლუმი, ესეც მორიგი სიცრუეა. ბრესტის ფოტოსურათებზე და ვიდეოფირებზე ჩანს, თუ როგორ მარშირებენ გერმანელი ჯარისკაცები, მაგრამ არა წითელარმიელები. გერმანელები და რუსები ერთმანეთში საუბრობენ, იღიმიან, ჩვეულებრივად იქცევიან, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლივი აღლუმი არ არის. სინამდვილეში მოხდა შემდეგი: ბრესტი დაკავებული ჰქონდათ გერმანელებს, მაგრამ მოსკოვის პაქტის თანახმად, ბრესტი საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა. შესაბამისად, გერმანელებმა დატოვეს ქალაქი და იქ წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. გერმანელები ქალაქიდან საზეიმო მარშით გავიდნენ, ესაა და ეს!

როგორც ვნახეთ:

*საბჭოთა კავშირი ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჩეხოსლოვაკიის გადარჩენას;

*ბოლო მომენტამდე ცდილობდა პოლონეთთან თანამშრომლობას;

*ბოლო მომენტამდე ცდილობდა ბრიტანულ-ფრანგულ-პოლონურ-საბჭოთა კოალიციის შექმნას;

*სსრკ-მა ყველაზე ბოლოს გააფორმა გერმანიასთან ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ;

*”კერზონის ხაზის” აღდგენით პოლონეთს წაართვა თვით პოლონეთის მიერ მანამდე უკანონოდ მიტაცებული მიწები.

ისიც ვნახეთ, რომ ჰიტლერმა თავისი გავლენის გავრცელება უკვე ბალტიისპირეთზეც (ლიტვა) დაიწყო. ბალტიისპირეთის ქვეყნების ნახევრადავტორიტარული რეჟიმების მიერ მართული აგრარული ქვეყნების დამოუკიდებლობა ეფემერული გახდა. საბჭოთა კავშირს ეს რეგიონი ან გერმანიისთვის უნდა გადაელოცა, ან თვითონ უნდა შეეერთებინა, მათი ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, მოსკოვის 1939 წლის პაქტით, სტალინმა ეს პრობლემაც მოაგვარა. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირა რესპუბლიკებში წითელი არმიის შესვლას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, თუმცა ამერიკული პროპაგანდა ათწლეულების განმავლობაშიმოლოტოვრიბენტროპის პაქტსაქტიურად (და წარმატებით) იყენებდა ბალტიისპირელებში უსამართლობის განცდის შესაქმნელად. თვით სიტყვაპაქტი”, რომელიც ლათინურიდან მომდინარეობს და სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არახელშეკრულებას”, რაღაცნაირი ნეგატიური ემოციით დაიმუხტა

თავისი სტრატეგიული გამჭრიახობით სტალინმა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან მოძებნა გამოსავალი და ინგლის-საფრანგეთის გეგმები ჩაშალა, ასევე დააშოშმინა ჰიტლერი და მაქსიმალური სარგებელი მოიპოვა სსრკ-ის უსაფრთხოებისათვის საზღვრების დასავლეთით გადაწევის გზით. მოსკოვში გაფორმებულმა პაქტმა, ხალხინ-გოლზე წითელი არმიის წარმატებასთან ერთად, გავლენა იქონია იაპონიაზე, რომელიც მალევე დაუზავდა მოსკოვს და 1941 წელსაც ვეღარ გაბედა საბჭოეთზე თავდასხმა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სტალინის მიერ მოსკოვის გასამაგრებლად ციმბირული დივიზიების გადმოსროლაში (ყველაფერთან ერთად, მოლოტოვისა და რიბენტროპის შეთანხმებამ იაპონელებს გერმანელების მიმართ გარკვეული უკმაყოფილება და უნდობლობაც გაუჩინა).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეალური პოლიტიკის პრინციპების თანახმად, სტალინის ყოველი ნაბიჯი მოცემულ ვითარებაში გამართლებული იყო და, ვინც ამას მორალის კატეგორიებს უპირისპირებს, ის ან იდიოტია, ან თვითონ არის ამორალური.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here