Home რუბრიკები საზოგადოება ვინმემ განათლების მინისტრს უჯიკეთ, ეგებ გამოიღვიძოს!

ვინმემ განათლების მინისტრს უჯიკეთ, ეგებ გამოიღვიძოს!

1458
სკოლა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას, გარშემო ატეხილი ხმაური გრძელდება. მართალია, ამჟამად კაშია ამერიკაში თამაშობს, მაგრამ ჰოლანდიურივიტესისკაპიტნობისას მკლავზე ცისარტყელის ფერებიანი სამკლავური გაიკეთა და ამით ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. შედეგად, მის ნაბიჯს ქართველ გულშემატკივართა დიდი უმრავლესობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ატყდა ერთი ამბავი. აქეთ ფეხბურთის ფედერაციამ, იქით დეპუტატებმა (ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც დეპუტატია), ქალაქის მერმა და კიდევ არაერთმა ჩინიანმა თუ უჩინომ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და უთხრეს: შენით ვამაყობთო. ამ დროს ვეტერანმა ფეხბურთელებმა კატეგორიულად განაცხადეს: რა ლგბტ სამკლავური, ფეხბურთელი ქვეყნის სახეა და ასე არ უნდა მოიქცესო.

მიშა მესხი, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი და სხვები იმიტომ იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები, რომ კაცობის სამკლავური ეკეთათ. იქ, სადაც სპორტია, პედერასტებს რა უნდათ?! ეს სპორტის შეურაცხყოფაა!” _ განაცხადა რევაზ ძოძუაშვილმა.

“როცა უცხო ქვეყანაში თამაშობ, შენი ქვეყნის სახე ხარ, შენს ერს წარმოადგენ და უნდა დაფიქრდე, რას აკეთებ და რას იკეთებ. კაშია შეცდა და ეს უნდა აღიაროს”, _ აღნიშნა დიდმა კაპიტანმა მანუჩარ მაჩაიძემ.

სამაგიეროდ, კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერა უეფამ დაუფასა და გადასცა სპეციალური პრიზი, რომელიც ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა, რადგან კაშია ამერიკიდან ვერ ჩამოვიდა, თუმცა “საპატიო” ჯილდო შინ ელოდება. ისე, კობიაშვილი პარლამენტის წევრია და, როცა ლიბერალურმა ფრთამ სიტყვა დაძრა, ეგებ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება დავაკანონოთო, ლევანი ერთ-ერთი იყო, ვინც ეს გააპროტესტა. რა გამოდის, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს კობიაშვილი კოჭს უგორებს: კაშია სწორად მოიქცა, აგერ, ჩვენც მხარს ვუჭერთო; ჩვენ კი, ამომრჩეველს, გვეუბნება, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების წინააღმდეგი ვარ, საქართველოში ეს არ მოხდებაო. დეპუტატი ან ჩვენ გვატყუებს, ან ევროპელებს და ორივე შემთხვევაში არასწორად იქცევა. ელემენტარულად, უნდა გეყოს კაცობა იმისა, რომ ერთი პოზიცია დაიჭირო და თქვა არა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ხელფასს სწორედ უეფა უხდის და მაგათი განაწყენება არ შეიძლება. პარლამენტში კი ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან იღებს და არც ჩვენი განაწყენება შეიძლება. ჰოდა, გამოდის, რომ კობიაშვილს ერთ ხელზე ლგბტ სამკლავური უკეთია, მეორეთი კი მამაპაპისეულ ხმალს იქნევს ტრადიციების დასაცავად

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ერთ განცხადებას გაგაცნობთ:

მე მკაფიოდ განვუმარტე ფედერაციას, რომ ვეწინააღმდეგები ცხოვრების ასეთ წესს, თუ ვინმე ცხოვრების წესს ირჩევს, რომელიც ჩემი ცხოვრების წესისგან განსხვავდება, ეს მისი საქმეა. თუმცა არ მინდა, ვინმეს მხარდასაჭერად სპეციალური სიმბოლო ვატარო, ჩემი ცხოვრების წესი, ოჯახი და რელიგია ამას არ ეთანხმება”, _ ეს განცხადება ხორვატიული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, გერმანული “ვოლფსბურგის” ლეგიონერმა ოსიპ ბრეკალომ გააკეთა და ამით გააცამტვერა კახა კალაძის ნათქვამი: კაშია ისე მოიქცა, როგორც იმ ქვეყანაში სთხოვეს, რომელშიც თამაშობსო(?!). თურმე სხვაგვარად მოქცევაც შეიძლება, კახა…

ახლა _ რაც შეეხება მთავარს: მხოლოდ კაშია რომ იყოს ჩვენი პრობლემა, კიდევ ეშველებოდა, მაგრამ რეალურად, ლგბტ წარმომადგენლების მიმდევართა და ლობისტთა გეგმები უფრო ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალია. ორი კვირის წინათ სათამაშოების მაღაზიაში შევედი და ერთი უცნაური სათამაშო დავინახე. ეს სათამაშო ბამბისა და ნაჭრისგან დამზადებული წიწილაა, სულ რაღაც, ერთი ლარი ღირს, მაგრამ მთავარი, ფასი და ზომა-წონა კი არა, წიწილის შეფერილობაა. როგორც სურათზე ხედავთ, წიწილის ფრთები ლგბტ დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, უფრო ზუსტად, ერთი ერთში ემთხვევა ლგბტ დროშის ფერებს. ინსტრუქციაში წერია, რომ სათამაშო 1-დან 3 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. ყველა ბავშვი ბავშვურად აზროვნებს და, რა თქმა უნდა, ჭყეტელა ფერების დანახვისთანავე შეიძლება მშობელს სათამაშოს ყიდვა მოსთხოვოს, ხოლო დაბალი ფასის გამო მშობელმაც იყიდოს. ბავშვიც ითამაშებს, გონებაში აღებეჭდება ეს ფერები და მერე, დიდობაში კაშიასავით არ გაუკვირდება არც ამ დროშის დანახვა, არც ასეთი ადამიანები და ჩვეულებრივად აღიქვამს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებიც რიგითი ადამიანები არიან. არ დამიწყოთ ახლა, აბა, როგორები არიანო… ცხვირ-პირში რომ გვატენით ამ თემას, ხომ გვაქვს უფლება, გავაპროტესტოთ, უარი ვთქვათ, გავაკრიტიკოთ… თუ მხოლოდ მათ აქვთ იმის უფლება, რომ თავი ტანჯულებად და წამებულებად წარმოგვიდგინონ?

ფაქტია: ლიბერალებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჩვენს თაობას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და ვერ დააჯერეს, რომ პედერასტობა და ლესბოსელობა კარგია, ბავშვებს მიადგნენ და მათი გონების მოწამვლას ცდილობენ. რატომღაც გვგონია, რომ საქართველოში შემოსული სათამაშოები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აკონტროლონ და ასეთი შეფერილობის ნივთები, მაღაზიათა ქსელში, უბრალოდ, არ უნდა იყოს. სხვაგვარად იქამდე მივალთ, რომ მომავალი თაობა აქეთ დაგვიწყებს დამუნათებას, ახლა რას გვერჩით, მაშინ სად იყავით, ლგბტ დროშის ფერებში შეღებილ სათამაშოებს რომ ყიდულობდით ჩვენთვის და თამაშს გვანებებდითო…

ბესო ბარბაქაძე

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თბილისის 190- სკოლის დერეფანია აღბეჭდილი. ვერ გეტყვით, ვის მოუვიდა აზრად დერეფნის ამ ფერებში შეღებვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს, წლევანდელი პირველი ზარის შემდეგ, ლგბტ დროშის ფერებში გაფორმებულ დერეფანში მოუწევთ სიარული. ეს სწორედ ის არის, რასაც ვამბობთ: ლიბერალები მომავალ თაობას ერჩიან; ბაღიდან, სკოლიდან აჩვევენ იმას, რომ არატრადიციული ორიენტაცია კარგიავინმემ განათლების მინისტრს უჯიკეთ, ეგებ გამოიღვიძოს, მაგრამთვითონ ხართ საჯიკებელი და

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here