მთავარი საზოგადოება “ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა”

“ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა”

313
გააზიარეთ
აქცია

სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომელთათვისაცყველა გზა კარგია, თუკი იმ გზით მიაღწევს ყველაზე ბინძურს, მაგრამ მისთვის საჭირო მიზანს”. ხალხს კი პოლიტიკურ სარბიელზე ახალგამოჩენილთა ერთი შეხედვით უბრალო, გულზვავობას მოკლებულ დაპირებებში ყოველთვის ნაკლები ჭუჭყი და მეტი საღი აზრი ეგულება, ამიტომაც ტყუვდება ყოველი არჩევნების წინ და მის გულში ჯერ კიდევ მბჟუტავ იმედის ნაპერწკალს მოგიზგიზე კოცონად აქცევს. არჩევნების შემდგომ კი ამ კოცონისგან დარჩენილი ფერფლიც კი ქარს მიაქვს იმ იმედთან ერთად, რომელსაც წყალწაღებულივით ებღაუჭებოდა და მივიდა იქამდე, რომ უკვე აღარ გაბრიყვდება ვინმესპატრიოტულიპათოსით, ვერავინ მოატყუებს ფოჩიანი კანფეტებით

საზოგადოებამ უკვე იცის, “დღეს ისეთი დღეა, რომ თვითეულს სიტყვას დიდის სიფრთხილით უნდა მოვექცეთ, და ვიდრე სხვისა თქმულს ბეჭდვით საჯაროდ განვიმეორებდეთ, ავწონდავწონოთ, რა თქმულა და როგორ თქმულა”. დიახ, დღეს ისეთი დროა, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისი სიტყვითა და საქმით, ამიტომ არც ისე ადვილია, ვინმემ თავს რამე მოგვახვიოს.

განვლილმა წლებმა და თუნდაც ახლახან მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ უკადრისის კადრება _ სათაკილო და სამარცხვინო ამბები სახელს უტეხს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მის ადამიანობას, კაცურკაცობას, ჩირქს სცხებს არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას. და, “არამცთუ დაჯერება ამ ამბებისა, გაგონებაცკი გულს უკლავს ყოველ კაცს, ვისაცკი გაუგია, რა არის გრძნობა ადამიანის ღირსებისა, თავის სიმაღლიდამ ძირს დაშვებული, დაცემული”.

ოცნებისხელისუფლებამ ვერ გაუმართლა ხალხს იმედი, ვერ აუსრულა დანაპირები, როგორც დიდი ილია იტყოდა ასეთ შემთხვევაში, ვერ შეძლოყოველივე ღონისძიება ნამუსის და პატიოსნების სასწორზედაეწონა და, ვინც უღალატათავის კაცურკაცობასსაზოგადოებას, ქვეყანას, იგი მჩვარია და არა ადამიანი, თავისთავის პატრონი, თავის საკუთარი ღირსების მქონებელი, მომვლელი და დამცველი”. საბედნიეროდ, “კაიკაცობას, კეთილსინდისიანობას და პატიოსნებას, დიდს თუ პატარასაქმეში, ჩვენშიაც პატივი და დიდება აქვს და ექნება”.

1890 წელს ქუთაისის ბანკის საქმეზე ილია წერდა, რომნაძირალათა გრძნობათა აშლა და ფეხის გადმოდგმა საზოგადო საქმის სარბიელზე პირქვე დასცემს ყველა კეთილსა და თავის ლამითა და შლამით წალეკავს ყოველსფერს, რასაცკი მიეკარებაო”. სწორედ მაშინ დადგა ერი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე, როცა მსგავსმა ნაძირალებმა ხალხის სახელით გამოსვლა გაბედეს. ჩვენმა ხელისუფლებამ კი _ ილიას გზას მივუყვებითო(?!). თუ მართლაც მიგაჩნიათ ერის მამა თქვენს მასწავლებლად, ისმინეთ მისი ერთი რჩევა მაინც: “თუ სამუდამოდ ჩვენი წახდენა, ჩვენი მიწასთან გასწორება არ გვინდა, ამ მხრით უნდა მოვუაროთ ჩვენს თავს, ამ ნაძირალთა გრძნობას გზა უნდა გადავუღობოთ, ვიდრე დროა, თორემ მერე გვიანღა იქნება: ჩვენი საზოგადოებური ღირსება ამ ნაძირალთა გრძნობის ლექ ქვეშ დაიმარხება და მერე მშვიდობით, ჩვენო იმედო, ჩვენო სასოებავ ხვალისავ!”

არ გეთაკილებათ ყურმოჭრილი ყმობა უცხოელი პატრონების, ხელის აღება საკუთარ ღირსებაზე? რანი ხართ? ვის სათამაშოდ და სამასხარაოდ გაიხადეთ თავი და გაწირეთ ქვეყანა? ქვევრები ხართ, რომლებსაც, რასაც ჩასძახებენ იმას რომ ამოგძახებს, თუ ადამიანები, რომელთათვისაც ღმერთს გონება და ჭკუა მოუცია, რათა ათჯერ გაზომოს და ერთხელ გამოსჭრას, მით უმეტეს იქ, სადაც საზოგადო საქმეა, ყველასათვის ერთნაირად საზრუნავი და გულშესატკივარი?!

ქვემოთ მკითხველს კვლავ ვთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხზე დაწერილი წერილებიდან თუ მხატვრული ნაწარმოებებიდან არის ამოკრებილი და საუკეთესო სახსარიაამისთანა განსაცდელისაგან მშვიდობით გადარჩენისათვის”, და რომელიც თითოეული ჩვენგანის ჭკუას, გონებას, ფიქრს, გრძნობას მიმართავს საქართველოს კეთილდღეობისკენ.

* “სათნოება და დიდება, როცა და-ძმურად ერთად ვლიან, ყველა სხვა და-ძმობაზე უმაღლესნი, უტკბილესნი და უმშვენიერესნი და-ძმანი არიან, და ნეტარ არს იგი, ვისიც დიდება მხარს უმშვენებს სათნოებას და სათნოება _ დიდებასა” (“ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან”, 1898 წ. 12 იანვარი).

* “დღეს ისეთი დღეა, რომ თვითეულს სიტყვას დიდის სიფრთხილით უნდა მოვექცეთ, და ვიდრე სხვისა თქმულს ბეჭდვით საჯაროდ განვიმეორებდეთ, ავწონ-დავწონოთ, რა თქმულა და როგორ თქმულა. დღეს ისეთი დროა, რომ თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხის მგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ” (“წერილი რედაქციის მიმართ”. 1905 წ. 9 მარტი).

* “ჩვენ რა გადამხდელები ვართო გაზეთის ვალისაო, რომ უთქვამთ _ ვერაფერი საბუთია. მაშ აღმართის მხვნელმა ძალამ რომ კაცი გასრისოს, შველა არ უნდა? ნუთუ ყოველი მოღვაწე ღვთის ანაბარად უნდა იყოს ჩვენში მიგდებული? ნუთუ არავის ქვეყნისათვის მოღვაწეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ფეხი წამასხლეტინონ, მოძმენი ხელს მაწვდიან და ფეხზედ დამაყენებენო? თუ ასეა, იყოს ნება მათი, ვინც შველაზედ უარს ამბობენ. ვალი ქართველიშვილმა გადაიხადოსო, _ ნუთუ ზნეობითად ეს სამართლიანი საქმე იქნება? ქართველიშვილი აქ რა შუაშია? თქვენ ხომ ეს ამბავი კარგად მოგეხსენებათ”. (“წერილი დავით მესხისადმი”. 1885 წ. 9 ოქტომბერი).

* “თქვენც უნდა კარგად იცოდეთ, რომ მე მეტისმეტად ძვირფასად მიმაჩნია ყოველი კაცის ღირსება და პატიოსნება და ნამეტნავად ჩემის კარგის ნაცნობისა. ამიტომაც მე ამაებში ყოველთვის ფრთხილი და მორიდებული ვარ და თავის დღეში არ ვიკადრებ, რომ ადამიანის პატიოსნება ჭორის სათამაშო ბურთად გავხადო (“წერილი სოფრომ მგალობლიშვილისადმი”. 1887 წ. 9 ივლისი).

„ნუთუ ეს თავგასული პირდაპირ არ სჩანან, და თუ სჩანან, როგორ არ ჰხედავენ ამათ ისინი, ვისაც თვალი აქვს ხედვად და ვინც ასე ბრმად მისცემიან ოინგაზობას თავგასულობისას?“
„ნუთუ ეს თავგასული პირდაპირ არ სჩანან, და თუ სჩანან, როგორ არ ჰხედავენ ამათ ისინი, ვისაც თვალი აქვს ხედვად და ვინც ასე ბრმად მისცემიან ოინგაზობას თავგასულობისას?“

* “უფულობას რომ უჩივიან, განა ფული ამ ავზნეობას არ უფრთხის? ამ ყოვლად სახეირო და სასარგებლო საქმეს ფული განა არ მოედინებოდა, თუ რომ ავზნეობის შიში და რიდი არ ჰქონიყო?.. ფული იმისთანა ბუნებისაა, რომ თვითონ თავისთავად მიიზიდება ხოლმე ამისთანა გამოსაჩენ საქმისაკენ, თუკი დაიმედებული იქნება, რომ პატიოსან კაცის ხელში ჩავარდება, საქმეს მოხმარდება და არა სიხარბეს და ანგარობას ავზნეობისას”. (“შავი-ქვის მრეწველობის მიმდინარე საქმეებზე”. 1886 წ. 15 ოქტომბერი).

* “ჭიდილიც არის და ჭიდილიც. ამ ჭიდილში ყოველივე ღონისძიება ნამუსის და პატიოსნების სასწორზედ უნდა აწონილ იყოს, უამისოდ ჭიდილი, _ საზოგადო სარბიელია, თუ საცალკეო, _ რყვნაა და არა წვრთნა ადამიანურ გრძნობისა, ღირსებისა და კაცურ-კაცობისა. ყოველივე მოთავე დასსა, ყოველივე ცალკე წევრი და მომხრე მისი, ყოველივე ეგრეთ წოდებული “კენჭოსანი” ამ სასწორით ხელში უნდა შედიოდეს კრებაში და ამ სასწორით მოქმედობდეს, არჩევანია, თუ სხვა საქმე რამ გასარჩევი და გადასაწყვეტი. ვინც ასე არ იქცევა, იგი ჰღალატობს თავის კაცურ-კაცობას, იგი ჰღალატობს კრებას, საზოგადოებას, ქვეყანას, იგი მჩვარია და არა ადამიანი, თავისთავის პატრონი, თავის საკუთარი ღირსების მქონებელი, მომვლელი და დამცველი” (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 3 აგვისტო).

* “აკი ვსთქვით, თუ ჩვენდა სამწუხაროდ, ასში ერთი მაინც მართალი გამოდგა იქიდამ, რასაც ჰლაპარაკობენ დღეს, უეჭველია დიდს საგონებელს და სანაღვლელს უნდა მივეცნეთ და ხვალინდელ უარესობის შიშმა უნდა შეგვაძრწუნოს” (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 3 აგვისტო).

* “ნაძირალთა გრძნობათა აშლა და ფეხის გადმოდგმა საზოგადო საქმის სარბიელზე პირქვე დასცემს ყველა კეთილსა და თავის ლამითა და შლამით წალეკავს ყოველსფერს, რასაცკი მიეკარება. თუ სამუდამოდ ჩვენი წახდენა, ჩვენი მიწასთან გასწორება არ გვინდა, ამ მხრით უნდა მოვუაროთ ჩვენს თავს, ამ ნაძირალთა გრძნობას გზა უნდა გადავუღობოთ, ვიდრე დროა, თორემ მერე გვიანღა იქნება: ჩვენი საზოგადოებური ღირსება ამ ნაძირალთა გრძნობის ლექ ქვეშ დაიმარხება და მერე მშვიდობით ჩვენო იმედო, ჩვენო სასოებავ ხვალისავ!” (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 3 აგვისტო).

* “ჩვენ შორს ვართ, რასაკვირველია, იმისგან, რომ ამისთანა სათაკილო და სამარცხვინო საქციელი ან ერთ მხარეს, ან მეორეს თავზე მოვახვიოთ. ჩვენ, როგორც უკვე ვსთქვით, ამისათვის უტყუარი და უეჭველი საბუთი ხელთ არა გვაქვს, ცალიერის სიტყვისა და მითქმა-მოთქმის მეტი, და ცალიერი სიტყვა და მითქმა-მოთქმა ვერაფერი თამასუქია ამისთანა შემთხვევაში. ხოლო ამ მითქმა-მოთქმას ჩვენ ისე ვუყურებთ, როგორც მაგალითს იმისას, თუ რა სიფრთხილით, რა წინდახედულობით, რა სიწმინდით და სიფაქიზით უნდა გამოდიოდეს კაცი საზოგადო საქმეთა სარბიელზე სამოქმედოდ, რომ თვით პირგახეულმა ჭორმა და ნამუსზედ ხელაღებულმა მტრობამ ვერა იპოვნოს-რა ხელის მოსაჭიდებელი. აქ მცირეოდენი ეჭვიც საკმარისია, რომ ჭორმა და მითქმამოთქმამ თავისი საზარელი და დაუნდობელი ქსელი გააბას, რაც გინდ კაცი მართალი იყოს, და ამით პირქვე დაამხოს არამცთუ ღირსება ადამიანისა, თვითონ იგი საქმეცა, რომლის სამსახურად კაცი მოედანს გამოსულა. ესეც კია: უცეცხლოდ ბოლი არ ავარდებაო, როგორც რუსები იტყვიან, და _ ვინ იცის _ იქნება არც გაუშლია მითქმამოთქმას ფრთა უმიზეზოდ. აი ეს არის სამწუხარო და სავალალო (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 3 აგვისტო).

* “იმედი გვაქვს, რომ, თუ რამ ამ მითქმა-მოთქმისა გამართლდა, იგინი სამართლიანის რისხვითა და წყრომით მსჯავრს დასდებენ იმას, ვისაც უკადრისობა უკადრნია, სათაკილო არ უთაკილნია და სამარცხვინო არ შერცხვენია. ჩვენა გვჯერა, რომ ქუთაისის ბანკის წევრნი ამ ამღვრეულს საქმეს დასწმენდენ და ქვეყნის წინაშე გამოვლენ იმ საქებურ სახელით, რომელსაც ჰნატრობს ჩვენთვის ყოველი ჩვენი კეთილისმყოფელი, და რომლის მაგალითიც არა ერთხელ უჩვენებიათ ჩვენთვის ჩვენს იმიერ მოძმეებსა, როცა ქვეყნისათვის ზრუნვას და გულისტკივილს თავისუფლად მისცემიან მათდამი უხვად მინიჭებულ მხურვალებითა და თავგამოდებითა”. (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 3 აგვისტო).

„ნუთუ არავის ეთაკილება ეს ასეთი სათაკილო ყმობა, ასე ხელის-აღება საკუთარის თავის ღირსებაზე, ასე თავის ხელითვე გაქელვა და წარწყმედა თავის კაცურ-კაცობისა?!“
„ნუთუ არავის ეთაკილება ეს ასეთი სათაკილო ყმობა, ასე ხელის-აღება საკუთარის თავის ღირსებაზე, ასე თავის ხელითვე გაქელვა და წარწყმედა თავის კაცურ-კაცობისა?!“

* “ბრალი ეხლა თანასწორად ყველას ედება და ყველამ უნდა იტვირთოს ის მძიმე პასუხისგება, თუ ვინიცობაა ამისთანა უწესობამ ბანკის საქმე პირქვე დაამხო. ეს პირქვე დამხობა ადვილად მოსალოდნელია, თუ რომ უკეთესმა ნაწილმა ბანკის საზოგადოებისამ მთელი თავისი მხნეობა არ იხმარა, მთელი გულწრფელი და უანგარო სიყვარული საქმისა არ მოიშველია, და ეს უკადრისი, უვარგისი “მეობა” არ განდევნა ბანკის საქმეებისაგან და მარგებელი და პატიოსანი “ჩვენობა”, ეხლა ამ წინდაუხედავ “მეობისაგან” მიწასთან გასწორებული, ფეხზე არ წამოაყენა მთელის მისის სახელითა და დიდებით. ყველამ უნდა დააჩუმოს თავზე ხელაღებული “მე” საცა სასახელო და სადიდებელი “ჩვენ” უნდა ჰღაღადებდეს. უამისოდ ეს ერთად-ერთი საზოგადო საქმე, რომელიც ქვეყნის სიყვარულმა შეჰქმნა ჩვენში და იმედი გვქონდა, რომ ქვეყნის სიყვარულივე ძუძუს მოაწოვებს და გაზრდისო, ჩვენივე ხელით სამარეს გაითხრის და ჩვენს სახელს შეაზარებს ჩვენთა შვილთა და მომდევართ”. (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

* “ჩვენ გვსურს, რომ ამისთანა უწესობას შემდეგში მაინც ადგილი აღარა ჰქონდეს და მით მოქმედება კრებისა ყოველ ეჭვს გარეშე იყოს. უამისოდ ბანკის საქმეთა სვლა შეუძლებელია”. (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

* “აქ არის იგი ტკივილი, იგი იარა, იგი მუწუკი, რომელიც ზედ ააჩნდა მთელს ტანს ბანკისას და ჰლამის ბანკი თან გადაიტანოს, თუ თავის დროზე სიფრთხილით და გონებადადებით არ გამოირწყო და თუ ბანკის კეთილის მოსურნეთ არ გამოიჩინეს იგი მხნეობა და მედგრობა, რომელიც ერთადერთი სახსარია ამისთანა განსაცდელისაგან მშვიდობით გადარჩენისათვის”. (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

* “შეყრილან საქმეთა გასარჩევად, მართალის გამოსარკვევად და არარა წესს და რიგს კი არ დაგიდევენ. არც პატივისცემა თვითონ კრებისა, არც თავმჯდომარისა, არც თვითეულ ცალკე წევრისა, არც კანონისა, არც მართებულობისა და რიგიანობისა, არც თავისთავისა, ყველაფერი დავიწყებულია, ყველაფერი უარყოფილია და მარტო ჭვარტლმოკიდებული გული თვითნებობისა, ძალმომრეობისა, ჰღაღადებს და ამღვრეულს საქმეს უფრო ამღვრევს, ჰრყვნის და აწბილებს. აუშვია აღვირი პირგახეულობას და არავის ნებას არ აძლევს სთქვას რამე, თვითონ კი ჰყვირის და ჰღრიალებს, “არ გვინდა, არ შეიძლება, ეხლავ კენჭი”, თითქოს საგიჟეთიდამ ეს ეს არის ეხლა გამოვარდნილა მარტო იმისათვის, რომ იყვიროს და იღრიალოს უთავბოლოდ. ვის სასარგებლოდაც ეს თავზე ხელაღებულობა დღეს ქუთაისის ბანკის კრებაში ასე კადნიერად და მოურიდებლად იბრძვის, იმას კარგი წამალი სცოდნია, რომ ზოგიერთთა მჭვარტლიანს გულში ასეთი ცეცხლი აუნთია ყოველ სამარცხვინო გრძნობის ასაფეთქად და არა სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა გამარჯვებულისა”. (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 1 ნოემბერი).

* “განა მარტო ამ მიზეზის გამოწვევა საკმაო საბუთი არ არის, რომ მისი მომავლინებელი სამარცხვინო ბოძზე გააკრას კაცმა და სამართლიანის გულისწყრომით უთხრას: “შორს ჩვენგან! შენ არა ხარ ხორცი ხორცისა ჩვენისა და ძვალი ძვალისა ჩვენისა. შენ ჰღალატობ საზოგადო საქმეს, შენ ჰგმობ და აუპატიურებ ჩვენს ღირსებას, ჩვენს პატიოსნებას, გვარცხვენ შინაც და გარეთაც და ერთადერთს საზოგადო საქმეს ძირს შინაც და გარეთაც და ერთადერთს საზოგადო საქმეს ძირს უთხრი, პირქვე ამხობ, და ჩვენვე გვწურთნი ცდუნებით და მოტყუებით ჩვენისავე ხელით ყელი გამოვიჭრათ, შორს, შორს ჩვენგან!” (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 1 ნოემბერი).

* “ნუთუ ეს თავგასულები პირდაპირ არ სჩანან, და თუ სჩანან, როგორ არა ჰხედავენ ამათ ისინი, ვისაც თვალი აქვს ხედვად და ვინც ასე ბრმად მისცემიან ონბაზობას თავგასულობისას, რომელთაც, როგორც ეტყობათ, ყველა სიკეთე საზოგადოებური, ყველა რიგი და წესი კაცადკაცური, ყველა მართებულობა უსირცხვილოდ გაუწირავთ, რომ ფიცი, თუ აღთქმა არ გაუტეხონ თავის მბრძანებლებს და მით იმათს შეუწყნარებელს სამარცხვინო ჟინს ყურმოჭრილ ყმასავით ემსახურონ. ნუთუ არავის ეთაკილება ეს ასეთი სათაკილო ყმობა, ასე ხელისაღება საკუთარის თავის ღირსებაზე, ასე თავის ხელითვე გაქელვა და წაწყმედა თავის კაცურკაცობისა!” (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 2 ნოემბერი).

* “რანი ვართ? ვის სათამაშოდ და სამასხარაოდ გაგვიხდია თავი? ქვევრები ვართ, რომელთა რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოიძახონ, თუ ადამიანები, რომელთათვისაც ღმერთს გონება და ჭკუა მოუცია, რომ ათჯერ ჰზომოს და ერთხელ გამოსჭრას, ნამეტნავად იქ, საცა საზოგადო საქმეა, ყველასათვის ერთნაირად საზრუნავი და გულშესატკივარი (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 2 ნოემბერი).

* “დაუმტკიცეთ სად არის მართალი და მტყუანი, და გვერწმუნეთ, მართალი იმოდენა მომხრეებს იშოვის, რომ ბურჯად შეექმნას ყოველ საზოგადო საქმეს. ამისი თავმდებია საზოგადოდ ადამიანის კეთილ-გონიერება, პატიოსნება და გულწრფელი სიყვარული საქმისა, ესე იგი, იგი საზოგადოებური და ადამიანური ღირსება, რომელსაც ყოველს საზოგადოებაში თავისი მომხრე, მიმდევარი და მცველი ჰყავს და ურომლისოდაც წარმოუდგენელია თვით კაცთა საზოგადოებაც” (“ქუთაისის ბანკის შესახებ”. 1893 წ. 3 დეკემბერი).

* “აქ, ჩვენის ფიქრით, დანაშაული ის გაიძვერაობა, ის ეშმაკური ოსტატობა, ის უკადრისი ღონისძიებაა, რომელსაც არა ჰთაკილობენ ჩვენში ისინი, ვისიც მრწამსი ის არის, რომ თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედ ნუ იქნებაო. ამ გაიძვერაობას, ამ ეშმაკობას უნდა ეწამლოს რამე, უნდა კრიჭა შეეკრას, უნდა კარი ამოეგულოს, რომ კარში ფეხი არ გამოდგას. ამას, ჩვენის ფიქრით, მთელის საზოგადოების თვალი და ხელი უფრო შესძლებს, ვიდრე სხვა რამე (“ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ”. 1894 წ. 16 იანვარი).

* “თანასწორობა, რომელიც სულია და გული ყოველის წყობისა და ნამეტნავად თვითმმართველობისა. უამისოდ თვითმმართველობა უქმი სიტყვაა, უნაყოფო ხეა; უამისოდ სოფლის სამმართველო თავის-დღეში ვერ მოიპოვებს მცხოვრებთა თვალში იმ პატივს, რომელიც სანატრელია და ურომლისოდაც მისი წარმატება და სიკეთე შეუძლებელია”. (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.).

* “ _ მაშ გული ქვეყანაზედ აღარ არის?.. მოჰკვდა, გამოეცალა ადამიანს…

_ გული… გული, ესე იგი ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის, ან არის და დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს, თუ მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ და ვკითხულობთ ერთმანეთს. აქ ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელიც სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად. გული რა არის? მარტო ერთადერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა. გული მადლია, და მადლი მარტო ორ შუა ჰსაქმობს. ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის, მაშასადამე, გულიცა. თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა. უსხვაიოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებმიმცემი აგებულებისათვის. სად არის ის სხვა? წყალგაღმაა, შორს… შორს… მაშ რაღად გიკვირს, რომ იქიდამ ვეღარა გვხედვენ, ჩვენი აღარა სჯერათ-რა… კეთილიც კი. მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას, ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელია”. (“ოთარაანთ ქვრივი”. 6 ქრისტეშობისთთვეს 1887 წელსა).

* “თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

“ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის”.

“საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის”.

“აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდე

მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო”.

“ის შემკრებლობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელი-ღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში, თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით _ თუ არაფერს აკეთებს _ თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა”.

“ვაი იმ ხალს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში _ ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” _ იშვიათი!”

“განვთითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა”.

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდან გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა, და ვერ ზიდავდაამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებრივად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა”.

“განვთვითეულდით, და რამდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here