მთავარი პოლიტიკა “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!”

“დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!”

921
გააზიარეთ
სერგეი გავრილოვი

ათასების ენერგია რომ გააერთიანო, ყოვლის წამლეკავ ფიზიკურ ძალას მივიღებთ, ხოლო იმავე ათასების ტვინების გაერთიანებით _ ბატის ჭკუაზე ოდნავ მეტ ჭკუას. სწორედ ამ სენტენციადქცეულ ჭეშმარიტებაზე ფიქრიდან გამომდინარე კითხვები ამეკვიატა ბოლო პერიოდში რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მოვლენების შემხედვარეს: ისტორია მეორდება? ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს? და .. მათზე პასუხების გაცემას ქვემოთ შევეცდები. მანამდე კი იმ ტრაგიკომიკური სურათის მკაფიოდ დასანახავად, რა დღეშიც აღმოვჩნდით რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველზერუსეთი ოკუპანტია”- სკანდირების გამო, დიდი ქართველი რეჟისორის, მაესტრო რობერტ სტურუას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე სტატუსს მოვიყვან: “ბოროტმა სულმა გაიმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის!”

ზემოთ დავწერე, ისტორია მეორდება და ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს-მეთქი, ამის შემდეგ ჯეელობა გამახსენდა…

ჩვენც, მათნაირი ყმაწვილკაცები, რომლებიც ამჟამად რუსთაველზე დგანან, მათნაირადვე გავიძახოდით: “…ჯოს! …ჯოს! …ჯოს!” ჩვენც გულში მჯიღს ვიცემდით და პირობას ვდებდით, რომ ოღონდაც დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ბალახს შევჭამთ, ბორჯომ-მანდარინი გვეყოფოდა საარსებოდ… დამოუკიდებლობა (თუნდაც ფორმალური) კი მოიპოვა საქართველომ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად მასე არ ყოფილა საქმე! ჩვენი შვილებიც თითქმის ასე არიან. თითქმის, რადგანაც ჩვენგან განსხვავებით ისინი, რუსეთის “კოლონიაში” კი არა, “დამოუკიდებელ” საქართველოში დაიბადნენ. რუსეთი რომ ოკუპანტია, გავიგეთ, ბატონო. “…ჯოს! …ჯოს! …ჯოს!” სკანდირებაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ბევრი ადრენალინია, მაგრამ რა, მერე? მერე რა, რომ რუსეთი ოკუპანტია?! დეოკუპაციისკენ მიმავალ შემდეგ ნაბიჯად რას გვთავაზობენ? რუსი ერის აღვირახსნილ შეურაცხყოფას ლოზუნგითრუსეთის დედას ცი” (მომიტევოს მკითხველმა ამ უცენზურობისთვის, მაგრამ რა ვქნა, მხოლოდ ჩემი თვალით ნანახს გადმოგცემთ) ან მათი პრეზიდენტის უშვერი სიტყვებით ლანძღვაგინებას?..

არ გვინდა რუსეთიო, რომ გაიძახიან, როდის მოვიდა რუსი ჩვენთან და გვითხრა: გინდა თუ არა ჩამეხუტეო? უფრო საწინააღმდეგო მაგალითები ხომ არ იცის ისტორიამ? ისტორია ვახსენეთ და ვნახოთ, რა უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის სკანდალურ ვიზიტს საქართველოში…

* ინფორმაცია განსჯისთვის:

სერგეი გავრილოვი არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე და გეიპროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვის კანონის ერთ-ერთი თანაავტორი; კანონისა, რომლის ძალითაც რფ-ის ტერიტორიაზე 99 წლის განმავლობაში აკრძალულია არასრულწლოვანთა შორის გეიპროპაგანდა, ანუ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩატარდება რუსეთში ლგბტ თემის აღლუმი.

საქართველოს ოფიციოზი 2 წლის განმავლობაში ცდილობდა, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის მასპინძლობის უფლება მოეპოვებინა და მიაღწია კიდეც. სერგეი გავრილოვი ამ ასამბლეის თავმჯდომარეა და რა გასაკვირია მისი ვიზიტი?! ახლა, რაც შეეხება აშკარა “საოცრებებს” ამ ღონისძიების მიმართ: თუ ასეთი პირსისხლიანი იყო ბატონი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, რატომ შემოუშვეს საქართველოში? ეს ერთი და მეორე _ თუ ყველაფერი დადგმული სპექტაკლი არ იყო, მას შემდეგ, რაცევროპულმა საქართველომ” (წაიკითხე გიგა ბოკერიამ) საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი რუსი იპოვა, იქვე, მყისიერად, ბოკერიასსასტავსსაიდან და რატომ აღმოაჩნდა შესაბამისი შინაარსის ბანერები, რომელთა დამზადებას საკმაო დრო სჭირდება? ვინ (რა მიზნითაც, ყველამ ვიხილეთ) ჩააბრძანა რუსი ოკუპანტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? ის ხომ ნათელია, რომ ამას საკუთარი სურვილით ვერ იზამდა გავრილოვი?

მოკლედ, ქოც-ნაცებისთვის კიდევ ბევრი “ჩამჭრელი” კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია მთავარ კითხვასთან მისაახლოებლად: ვის აძლევდა და აძლევს ხელს ის, რაც მოხდა და ხდება საქართველოში და რაც შეიძლება კიდევ მოხდეს? ამ კითხვას აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის _ მაიკლ კარპენტერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტით გავცემთ პასუხს:

ამას წინათ რამდენიმე დღე გავატარე თბილისში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს საქართველოს მიერ რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის წარმოების მოსალოდნელ შედეგებს. ასეთი რაოდენობისტურისტების” (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან) და რუსი ბიზნესმენების მიერ შესყიდული მიწების რაოდენობის გამო, ერთ მშვენიერ დღეს გაღვიძებულებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 კი არა, 100 პროცენტი აქვთ ოკუპირებული”.

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი, უწინარესად, რუსთაველზე მომიტინგე ახალგაზრდების საყურადღებოდ:

საქართველოსკეთილმოსურნემისტერ კარპენტერი (წაიკითხე აშშ), რომელიც ახლახან, გავრილოვის სკანდალამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა თბილისს, იმითი არის შეშფოთებული, რომ საქართველოში ბოლო ხანს რუსი ტურისტების მომრავლების ფონზე (რუსები საქართველოში ჩამოსული ტურისტების საერთო რაოდენობის 1/3- შეადგენენ) შესამჩნევად დათბა ურთიერთობა ორ მართლმადიდებელ ერს შორის და ამიტომაც, დიდი ალბათობით, აშშ-”ქართული ოცნება”-ბიძინა ივანიშვილი-”ევროპული საქართველო”-გიგა ბოკერიას მიერ ერთობლივად დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა სპეცოპერაცია (ხუმრობით რომ ვთქვათ, კოდური სახელწოდებითოკუპანტი პარლამენტის სავარძელში”), რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ლიბერასტული ტელევიზიების ფლაგმანირუსთავი 2”, აგრეთვე, “ტვ პირველი”.

ახლა მავანი იკითხავს და ერთი შეხედვით სამართლიანადაც: შეთქმულთა ჩამონათვალში რატომ არ არიან მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცები?

რატომ და, თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თავდაპირველად, ანუ, როდესაც “ევროპულმა საქართველომ” ირაკლი კობახიძის სავარძელში ოკუპანტი სერგეი გავრილოვი აღმოაჩინა, ნაცები არსად ჩანდნენ, ისინი მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდნენ, სააკაშვილის მოწოდების შემდეგ.

იმასაც შევახსენებ ქართველ საზოგადოებას, რომ პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოწოდება მიშნაცების ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა, რის შემდეგაც გიგა ბოკერია მყისვე განერიდა აქციას. ეს უფლებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა თავდაპირველი სცენარით გათვალისწინებული და, ქუჩის ჟარგონით თუ ვიტყვით, მიშამ გიგას აქციის ინიციატივა შეაწერა და ახლა აქცია უფრო მიშნაცების კარნახით მიმდინარეობს, ვიდრე გიგას ნაცების.

რამდენიმედღიანი პერმანენტული აქციების ფონზე ბიძინამ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე გაწირა, შემდეგ მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დათანხმდა და ახლა საზოგადოება იმის მოლოდინშია, გაწირავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ქოც-ნაცები იდეოლოგიურად ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტი არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მავანთათვის ძნელი წარმოსადგენია, რა საერთო ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას, როცა აშშ-თან ერთად მათაც “ვაბრალებ” აქციის ორგანიზატორობას? რა და ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ირანთან ომის რეალური საფრთხის წინაშეა, ასეთ შემთხვევაში მას ზურგში სჭირდება რუსოფობი საქართველო, რათა ომის შემთხვევაში რუსეთის, როგორც ირანის მოკავშირის, შემოსვლა საქართველოში გამოირიცხოს.

საქართველოში მართული ქაოსის მისაღწევად თავდაპირველად ლგბტ შეირჩა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხვდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ლგბტ თემის თამაშებით მართული დესტაბილიზაცია თითქმის შეუძლებელია, პირიქით, ასეთ შემთხვევაში ანტიამერიკული განწყობების მატება თითქმის გარანტირებულია. შედეგად ლგბტ სცენარი შეიცვალა იმით, რასაც დღეს ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე. ახლა, რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას სკანდალურ განცხადებას: მას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან საქართველო, პირველ რიგში, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დამცველი, ბოლოს და ბოლოს, ვაჟას “სტუმარ-მასპინძლის” ქვეყანაა და თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარეა მართებული დიდი მაესტროს განცხადება.

შე კაი კაცო, განა ჯოყოლამ არ იცოდა, რომ საკუთარი ძმის მკვლელი ზვიადაური მიიწვია სტუმრად? მიუხედავად ამისა, არ გაწირა თუნდაც მტერი, მაგრამ სტუმარი, და თავის თანამოძმეთ მიახალა: “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა, მითამც მე ვერ ვუღალატებ”…

ამ, სამწუხაროდ, ქართველებად წოდებულმა ქოც-ნაცებმა კი რა ქნეს? ჯერ, რომ იტყვიან, კალთები დაახიეს სერგეი გავრილოვს, _ სტუმრად გვეწვიეო; შემდეგ სტუმრად წვეული ჯერ აქეიფეს, ხოლო მეორე დღეს, “პახმელიაზე”, საჯიჯგნად მიუგდეს აღვირახსნილი ახალგაზრდების ბრბოს?!

როდესაც ამ ყველაფერზე კომენტარი საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს სთხოვეს, ამ ქალბატონმა ისეთი რაღაცები იკადრა, რომ, საფრანგეთში დაბადებულ-აღზრდილი მადამი კი არა, მიყრუებული სოფლის დედაკაციც კი არ იკადრებდა _ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, დიპლომატის განცხადება კი არა, აშარი დედაკაცის წყევლა უფრო იყო.

თუმცა თავი დავანებოთ უჯიშო ქართველებს. ლიბერასტ ქოც-ნაცებთან მორალზე, ვაჟკაცობასა და, საერთოდ, მაღალ მატერიებზე საუბარი ხომ წყლის ნაყვაა?! და რამდენიმე სიტყვა რუსეთის ოფიციალურ და უაღრესად ოპერატიულ რეაგირებაზეც ვთქვათ. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე აუკრძალა რუსული ავიაკომპანიებს თბილისის მიმართულებით ფრენა; ტურისტებს ურჩია, საქართველოში დასვენებისგან თავი შეიკავონ და მათაც მეორე-მესამე დღეს ათიათასობით ჯავშანი გააუქმეს. საუბარია ქართული ღვინის ხელახლა აკძალვაზე; მეტიც, 2008 წლის სტატუს კვოს აღდგენაზე, ანუ საქართველოსთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტაზე.

ალბათ, გახსოვთ, თურქეთის მიერ სირიაში რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების პარალელელურად როგორ გააფრთხილა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი _ მხოლოდ პომიდვრებით ვერ გადარჩებითო. ანალოგიური რამ ჩვენ მიმართაც შეიძლება ითქვას _ საქართველო მხოლოდ “ბორჯომით” ვერ გადაურჩება რუსეთის რისხვას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოს არ აპატიებს ვლადიმერ პუტინის პიროვნულ შეურაცხყოფას და უმკაცრესად დასჯის. მკაცრ სასჯელში რა იგულისხმება, როცა საკუთარი თვალით ვიხილავთ, მერე დავდგეთ და ერთხმად ვიყვიროთ “რუსეთი ოკუპანტია!”.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ბატონო დავით მე რიგითი ქართველი უპარტიო უბრალო მოქალაქე სრულიად გეთანხმებით ნეტავჩვენმა ნაცებისგან მართულმა ახალგაზრდობამ და ხალხმა გაით ვალისწინონდა ნორმალურ საქმიან გზას დაადგნენ ქვეყნის გადასარჩენად .ღმერთო გაუნათე აზროვნება დაეს უაზრო თავყრილობა და ხრიალი სიტყვების რახარუხი სასიკეთოდ შემოაბრუნონ. ნეტავ

  2. რომელ სტუმარზე და ,,ქალამნებიან” ვაჟა-ფშაველაზეა ლაპარაკი,პატივცემულო დავით.ამ პირსისხლიან ცამპირებს რა სტუ.არი და სამშობლო ახსოვთ,უველას თავისი ჟინი და ამაბიცია კლავს…
    ეს ჩვენი საწყალი საქართველო კი,იმ ქათამს გავს,რომელსაც ყველას ცხოველს ზედ აკლავენ ანდაზის მიხედვით– ,,ძროხა დაკლეს ზედ წამაკლეს,ცხვარი დაკლეს ზედ წამაკლეს”…
    ჩვენ კი მეტი აღარ შეგვიძლია,განსაკუთრებით ასაკში შესულებს–პერმანენტული ქაოსის რეჟიმში ვცხოვრობთ და მეტის ატანა აღარ შეგვიძლია

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ცისანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here