მთავარი ისტორია დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

463
გააზიარეთ
დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

როცა ნიურნბერგში დაიწყო ნაცისტი დამნაშავეების სასამართლო პროცესი, იქიდან არც ისე შორს, რაინის ველზე ამერიკელი გამარჯვებულები გენოციდს უწყობდნენ გერმანელ ტყვეებს

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ფაშიზმზე დიადი გამარჯვების დღე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ხალხებმა და აშშმა მცირედი, მაგრამ მაინც, წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში.

9 მაისს ბი-ბი-სის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსეთში წარსულიდან ბრუნდება სტალინის, გამარჯვების ბელადის, ხატება, ამასთანავე, ივიწყებენ მის დანაშაულებს. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოიმატა სტალინის მოღვაწეობის დადებითმა შეფასებებმა რუს ახალგაზრდებს შორის. წერილის ავტორი ამ საკითხში ჩაღრმავებას ვერ რისკავს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის რთულია სტალინის როლის დაკნინება, არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება გამჟღავნდეს მოკავშირეთა სარდლების საზიზღარი საქციელები. როგორც კი ფაქტების გაცნობას დაიწყებთ, დასავლელი გამარჯვებულების იმიჯი გაცამტვერდება.

დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ისტორიის ერთ-ერთი დრამატული ფურცელი იყო ამერიკელების მოპყრობა გერმანელი სამხედრო ტყვეებისადმი. ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, მაგრამ “არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს” (ლუკას სახარება, თავი 8. მუხლი 17.). 1989 წელს დაიბეჭდა ჯეიმს ბაკის ( James Bacque) წიგნი ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები. მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბინძური საიდუმლო”. ამ წიგნში მოყვანილია ფაქტები, რომლებზეც დასავლელი ისტორიკოსები ხშირად თვალს ხუჭავენ.

ომის ბოლოს ამერიკელები შეეჯახნენ პრობლემას _ ტყვედ დანებებული ვერმახტის ჯარისკაცების რაოდენობამ კოლოსალურ ციფრებს მიაღწია. მხოლოდ გერმანიის ოკუპირებულ მიწებზე 2,5 მლნ ტყვე იყო. ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებისთვის გარანტირებული უნდა ყოფილიყო სამი ძირითადი უფლება: მათი კვება და საცხოვრებელი პირობები უნდა ყოფილიყო იმ სტანდარტების შესაბამისი, როგორიც ჰქონდათ გამარჯვებულებს; მათ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ და გაეგზავნათ წერილები; ისინი აუცილებლად უნდა მოენახულებინათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციებს, რომლებსაც უნდა შეედგინათ მოხსენებადამცველი მხარისთვის”, რომელშიც იგულისხმებოდა შვეიცარია.

დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი: 1945 წლის 25 აპრილს ამერიკის ჯარების მთავარსარდალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა (აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა) მოიწონა ტყვეების ახალი კატეგორიის შექმნა _ Disarmed Enemy Forces, მტრის განიარაღებული ძალები. ამერიკელების მიერ მოგონილი ეს კატეგორია ტყვეებისა არ ექვემდებარებოდა ჟენევის კონვენციას და ამიტომ ამერიკელებმა მათზე არ გაავრცელეს ჟენევის კონვენციით დადგენილი უფლებები, უპირველესად _ არ ამარაგებდნენ ელემენტარული საკვებითაც კი. პირველმა გერმანელმა ტყვეებმა, რომლებიც ამერიკელებს ჩაბარდნენ, 1945 წლის 4 მაისს მიიღესმტრის განიარაღებული ძალებისსტატუსი. იმავე დღეს აშშის თავდაცვის სამინისტრომ ტყვეებს აუკრძალა წერილების გაგზავნა და მიღება. რამდენიმე დღის შემდეგ კი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა აცნობაწითელი ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტს, რომ ამ ორგანიზაციის დელეგაციების მიერ ტყვეების მონახულების საჭიროება აღარ არსებობდა. ამერიკულ ბანაკებში გერმანელ სამხედრო ტყვეებს არ მისცეს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უფლება, ფოსტის მიღებისა და გაგზავნის, საკვებისა და ტანსაცმლის მიღების უფლებაც წაართვეს.

დუაიტ ეიზენჰაუერის სიკვდილის ბანაკები

გერმანელი სამხედრო ტყვეების გადაყვანით “მტრის განიარაღებული ძალების” კატეგორიაში ამერიკელებს ხელები გაეხსნათ, შეექმნათ ისეთი პირობები, რომლებიც არათუ ჩამორჩებოდა, არამედ ჰიტლერის სიკვდილის ბანაკების პირობებზე უარესიც იყო. 2 მლნ-ზე მეტი გერმანელი ტყვე მოათავსეს მდინარე რაინის ნაპირების გასწვრივ მოწყობილ მავთულხლართებით შემოღობილ 19 გიგანტურ ბანაკში, რომლებშიც სრულიად შეუსაბამო პირობები იყო სიცოცხლისთვის. ტერიტორიაზე არ იყო ბარაკები, ტუალეტები, წყალმომარაგება, არც პრიმიტიული სამზარეულო; ადამიანები იძულებულნი იყვნენ, მიწაზე დაეძინათ, მიწაში გამოეთხარათ ბუნაგები, რათა თავი დაეცვათ წვიმისა და ქარისგან. რადგანაც მიწის გათხრა აკრძალული იყო, ამერიკელები ბუნაგებს ბულდოზერებით ანგრევდნენ. ბევრი დასუსტებული ტყვე ვერ ასწრებდა ბუნაგებიდან გამოძრომას და ბულდოზერების ქვეშ იღუპებოდა. საკვები უკიდურესად მწირი იყო. არადა, ამერიკის არმიის ზურგში საწყობები გამოტენილი იყო სურსათ-სანოვაგითა და მედიკამენტებით. სამედიცინო დახმარებაზე ლაპარაკიც არ იყო. ადამიანები მასიურად კვდებოდნენ შიმშილისა და წყურვილისგან. მოიმატა სიკვდილის შემთხვევებმა დიზინტერიისგან. დამკრძალავი რაზმები ტყვეების გვამებს პირდაპირ თხრილებში ყრიდნენ და მიწას აყრიდნენ.

ჯეიმს მაკის წიგნში მოყვანილია ერთი სამხედრო ტყვის მოგონება: შემდეგი ბანაკი იყო რამაგენი რაინზე, 400 000 კაცი _ ერთ ბანაკში. პირობები იყო შემაძრწუნებელი, საკვებს 2-3 დღეში ერთხელ გვაძლევდნენ, წყალს რაინიდან ვსვამდით. დილით რიგში ვდგებოდით ნახევარი ლიტრი წყლისთვის. ისინი, ვინც წყალს არ ადუღებდნენ, ავადდებოდნენ დიარეით და კვდებოდნენ, ხშირად _ ორმოტუალეტებში. რაინის ნაპირის გასწვრივ ხილის ბაღები იყო, მაგრამ რამდენიმე კვირაში ხილისგან აღარაფერი დარჩა. ჩვენ ვამტვრევდით ტოტებს, ვანთებდით კოცონს, ვადუღებდით წყალს და ვხარშავდით თითო კარტოფილს ორი კაცისთვის. 40 ადამიანი იღებდა მხოლოდ 1 კგ პურს. მე კუჭის მოქმედება არ მქონდა ერთი თვის განმავლობაში. ასეთ პირობებში კვირაში 1000 კაცი კვდებოდა. ისე დავსუსტდით, რომ ადგომა და სიარული აღარ შეგვეძლო. ეს მოგონებები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში”.

“უწოდეთ ამას გულქვაობა, უწოდეთ შურისძიება, მტრული მიუღებლობა, მაგრამ ამერიკელების ტყვეობაში მილიონი გერმანელი ტყვე დაიღუპა”, _ წერს ჯეიმს ბაკი. მისი გაანგარიშების დაზუსტება შეიძლება იმ ანკეტების გაანალიზებით, რომლებსაც სამხედრო ტყვეებს უხსნიდნენ ბანაკებში, მაგრამ გაირკვა, რომ 2,5 მლნ ანკეტიდან 1,5 მლნ განადგურებული იყო. ის ადამიანები კი, რომლებზეც გახსნილი იყო ეს ანკეტები, გამოცხადებული იყვნენ უგზოუკვლოდ დაკარგულებად. შესაძლოა, სწორედ ეს არის ნამდვილი რაოდენობა გერმანელებისა, რომლებიც ამერიკის ბანაკებში დაიღუპნენ.

როცა ნიურნბერგში დაიწყო ნაცისტი დამნაშავეების სასამართლო პროცესი, იქიდან არც ისე შორს, რაინის ველზე, ამერიკელი გამარჯვებულები გენოციდს უწყობდნენ გერმანელ ტყვეებს.

არსებობს დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ გამოვლენილი სისასტიკის სხვადასხვა ახსნა, სისასტიკისა, რომელსაც მილიონზე მეტი გერმანელი ტყვის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს ახსნები, საბჭოთა კავშირი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში შეუდარებლად მძიმე დანაკლისი განიცადა, ასე არ დაცემულა.

და ეს მხოლოდ ნაწილია სიმართლისა მეორე მსოფლიო ომზე.

ცნობისთვის: დუაიტ ეიზენჰაუერი აშშის 34- პრეზიდენტი იყო.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here