Home რუბრიკები საზოგადოება “დიდი ურუგვაელები”, “ფეხბურთის კარუზო” და ქართული ფეხბურთის არწივი

“დიდი ურუგვაელები”, “ფეხბურთის კარუზო” და ქართული ფეხბურთის არწივი

2265
ბორის პაიჭაძე

თბილისისდინამოსისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს” _ სპორტსაზოგადოებადინამოსხელმძღვანელებმა თბილისში ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი, რომელმაც პირველი ოფიციალური შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს გამართა ბაქოელ თანაკლუბელებთან (დამარცხდა ანგარიშით 0:1. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კი თბილისისდინამო” 1936 წლიდან მონაწილეობდა, პირველი მატჩი ჩაატარა 1936 წლის 7 სექტემბერს კიევისდინამოსთან”, მატჩი დასრულდა ფრედ _ 2:2. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს. აი ამ დღიდან 15 წლის განმავლობაში, 1951 წლამდე იცავდა ბორის პაიჭაძე საქართველოს ყველაზე სახელოვანი გუნდის ღირსებას.

ფეხბურთის კარუზო

1936 წელს სსრკ-ს თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში თბილისის “დინამომ” მოსკოვის “სპარტაკს” მოსკოვში სძლია ანგარიშით 6:3 (ბორის პაიჭაძემ 2 ბურთი გაიტანა). მეორე დღეს საკავშირო პრესა აღტაცებით წერდა თბილისის დინამოსა და ბორის პაიჭაძეზე: დინამოელებს “დიდი ურუგვაელები” უწოდეს”, ეს დიდი პატივი იყო, რადგან ურუგვაი მსოფლიოს I ჩემპიონატის (1930 წ.) გამარჯვებული გახლდათ.

1939 წლის 18 ნოემბერს კი “დინამომ” მოსკოვში გასაოცარი მატჩი ჩაატარა მოსკოვის არმიელთა (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი იმხანად _ წითელი არმიის ცენტრალური სახლი (“ცედეკა”) წინააღმდეგ _ ქართველი ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ 1:4-ს აგებდნენ, მეორე ტაიმში კი 4 ბურთი გაიტანეს (პაიჭაძე, ხარბედია _ 2, ჯეჯელავა, ბერძენიშვილი) და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს _ 4:5. სწორედ ამ მატჩის შემდეგ უწოდა თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ასირ გალპერინმა ბორის პაიჭაძეს, “მოხეტიალე ფორვარდი”, რომელიც თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს.

ბორის პაიჭაძე მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, თამაშის განუმეორებელი მანერით, უძლიერესი დარტყმებით, ფიზიკური მონაცემებით, ამტანობით, ხასიათის სიმტკიცითა და პრინციპულობით გამოირჩეოდა. მას ჰქონდა ლიდერის თვისებები _ მოედანზეც და ცხოვრებაშიც ძალიან სამართლიანი და პატიოსანი ადამიანი იყო…

ტანმორჩილი ფეხბურთელი, რომელიც კარის ხარიხას ფეხით სწვდებოდა

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა თბილისის “დინამომ” ცენტრალურ ევროპაში რამდენიმე მატჩი გამართა, იქაური პრესა აღტაცებით წერდა ბორის პაიჭაძეზე, რომელსაც “ფეხბურთის კარუზო უწოდეს”. ვარსკვლავი თბილისის “დინამოს” ამ თაობისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გუნდის მომავალ წარმატებებს ბორის პაიჭაძე იყო, მას კი მხარს უმშვენებდა ფენომენალური მონაცემების მქონე ფორვარდი გაიოზ ჯეჯელავა, რომელსაც ნებისმიერი მდგომარეობიდან შეეძლო კარში დარტყმა.

აი როგორ იხსენებს გაიოზ ჯეჯელავას ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ავტორი წიგნებისა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებზე ოთარ გაგუა (ბატონ ოთარს მოედანზე “ცოცხლად” უნახავს ქართული ფეხბურთის ისეთი ლეგენდები, როგორიც არის ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, გაიოზ ჯეჯელავა და სხვები) ინტერვიუში, რომელიც მას “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა რატი შელეგიამ ჩამოართვა 2015 წელს:

ჯეჯელავა თვითნაბადი ნიჭის პატრონი იყო, განუმეორებელი ფეხბურთელი. განსაკუთრებით სახიფათო იყო კუთხურის მოწოდებისას _ მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით 164 სმ იყო, ახერხებდა, მაღლა ამხტარიყო და ბურთისთვის ფეხი დაერტყა. მახსოვს, ერთერთი მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე პატარა შოუც მოაწყო _ კარის ხარიხის კუთხეში ჩამოკიდებული ბურთი ნახტომში ფეხით ჩამოხსნა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ტანმორჩილი კაცი კარის ხარიხას ფეხით სწვდებოდა! გაიოზ ჯეჯელავა მოძრავი, სწრაფი ფეხბურთელი გახლდათ”.

აღსანიშნავია, რომ ბევრი სპეციალისტი, ვისაც “დინამოს” პირველი თაობის ფეხბურთელთა თამაში უნახავს, მიიჩნევს, რომ ბორის პაიჭაძისა და გაიოზ ჯეჯელავას დუეტი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

ქართული ფეხბურთის არწივი

ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე გახლდათ 1930-40-იან წლებში ქართული ფეხბურთის სიმბოლო, შემდეგ წლებში ასეთივე სიმბოლო იყო ავთანდილ ღოღობერიძე, მეტსახელად ბასა, რომელიც თამაშის უმაღლესი ტექნიკური ოსტატობითა და არტისტიზმით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ ბორის პაიჭაძის მსგავსად ბასას, “ქართული ფეხბურთის არწივს” არც ერთი გაფრთხილება არ მიუღია მსაჯებისგან და მას სამართლიანად უწოდებდნენ ჯენტლმენ ფეხბურთელს.

ავთანდილ ღოღობერიძემ თავისი ხანგრძლივი კარიერის (1944-1961) განმავლობაში ქართველ ფეხბურთელთა სამი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ითამაშა. “დინამოში” მივიდა, როცა სახელი უკვე განთქმული ჰქონდათ პირველი თაობის წარმომადგენლებს ბორის პაიჭაძეს, გაიოზ ჯეჯელავას, გრიგოლ გაგუას, მიხეილ ბერძენიშვილს. შემდეგ იყო ლიდერი მეორე თაობის დინამოელებისა და ბოლოს ითამაშა “დინამოს” მესამე თაობის წარმომადგენლებთან, რომლებიც შვილებად ერგებოდნენ. ესენი იყვნენ მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა და სხვ. ავთანდილ ღოღობერიძემ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა “დინამოს” შემადგენლობაში _ 341 და ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა _ 127.

ბორის პაიჭაძე
ბორის პაიჭაძე

ბორის პაიჭაძე

დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს, ონჭიქეთში, ჩოხატაური, ქართველი საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ფოთის გემთმშენებელი ქარხნის გუნდში (1933-34), თბილისის ზიი-სა (1934-35) თბილისის “დინამოში” (1936-51). სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 180 მატჩი (99 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1939, 40) და ოთხგზის მესამე (1936, 1946, 1947, 1950 წლები) პრიზიორი. სსრკ-ს თასის გათამაშების სამგზის ფინალისტი (1936, 1937, 1946). გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (135 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1953-54), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ). მის სახელს ატარებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც თბილისის “დინამოს” საშინაო მოედანია. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.

გარდაიცვალა 9 ოქტომბერს 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში.

გაიოზ ჯეჯელავა
გაიოზ ჯეჯელავა

გაიოზ ჯეჯელავა

ქართველი ფეხბურთელი, თავდამ­სხმელი. დაიბადა 1914 წლის29 დეკემბერს თბილისში. სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946). თამაშობდა თბილისის ტსპო­ში (1933, 34), “ლოკომოტივსა” (1935­36) და “დინამოში” (1937­48). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 135 მატჩი (59 გოლი). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939-40) და ორგზის მესამე (1946-47) პრიზიორი. იყო მოსკოვის ვვს­ისა (1950­51) და თბილისის “დინამოს” (1955­57) მთავარი მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

გარდაიცვალა 2005 წლის 16 მარტს თბილისში.

ავთანდილ ღოღობერიძე
ავთანდილ ღოღობერიძე

ავთანდილ ღოღობერიძე

ცნობილია მეტსახელით ბასა. დაიბადა 1922 წლის 3 აგვისტოს სოხუმში.

ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა თბილისის “დინამოსა “ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მოგვიანებით თბილისის “დინამოს” მწვრთნელი. გამოდიოდა სოხუმის “პიშჩევიკსა” და “დინამოში”, 1945 წელს გადავიდა თბილისის “დინამოში”, სადაც გაატარა 17 სეზონი. ყველა დროის გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სსრკ ნაკრებში ითამაშა სამი მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში კი _ 341 (127 გოლი). თბილისის “დინამოს” რეკორდსმენი სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გოლების მიხედვით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 53) და ოთხგზის მესამე (1946, 47, 50, 59) პრიზიორი. სსრკ-ს თასის ორგზის ფინალისტი (1946, 60). სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951,54), გრიგორი ფე­დოტოვის “ასიანთა კლუბის” წევრი (143 გოლი). თბილისის “დინამოსა” (1961­62) და “ლოკომოტივის” (1966­67) მთავარი მწვრთნელი, თბილისის “დინამოს” (1962­65) გუნდის უფროსი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ნოემბერს თბილისში.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here