Home რუბრიკები ისტორია დიდი ბრიტანეთი _ ყველაზე სისხლისმღვრელი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში

დიდი ბრიტანეთი _ ყველაზე სისხლისმღვრელი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში

6369
კარიკატურა

1991 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც შინაურმა და უცხო ანტიქართულმა ძალებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხეს, საქართველო უცხო ძალების მიერ იმართება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსაც ეს ძალები იღებენ; ხელისუფლების სათავეში კი არიან მარიონეტები, რომლებიც, ოღონდ მათ კეთილდღეობას _ თბილ სკამებს, პრემიადანამატებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით უცხოეთში ვოიაჟებს, არაფერი დაემუქროს, სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებსა და მითითებებს და ქვეყანაში დასავლური .. დემოკრატიული ფასეულობების დანერგვით ცდილობენ ქართული კულტურის, განათლების, ტრადიციების, მართლმადიდებლობის დაკნინებადამცრობას, რადგან ეროვნულ ტრადიციებს მოწყვეტილი და გაუნათლებელი ადამიანები ადვილი სამართავია.

საქართველოს დასავლელი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით, ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში, ამ ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად საქართველოს გამოყენებაა. ამ “სტრატეგიული მეგობრების” მიზანია, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს სვლა საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით _ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ, ამისათვის კი საქართველოში ჰყავთ მეხუთე კოლონა, რომლის წარმომადგენლებით გაძეძგილია ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოში უცხო ქვეყნების უამრავი აგენტი რომ მოქმედებს, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას მოწმობს, აგრეთვე, კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტებითაა სავსე, ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშისა და დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებშიკვალიფიკაციის ასამაღლებლად (იხ. “საქართველო და მსოფლიოს” 2016 წლის 45-ე ნომერში გამოქვეყნებული მასალა “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”). დიდი ბრიტანეთი, როგორც ნათლად ჩანს CSSF-ის საპროგრამო დოკუმენტიდან, არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც დაუფარავად აცხადებს, რომ აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული” ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, ანუ დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა ვრცელდებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში არავის მოაკლდეს ანგლო-საქსების მზრუნველი ხელი.

კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტში ყველაზე შეურაცხმყოფელია პუნქტი, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწორედ ბრიტანეთის წარმომადგენელი მართავს და არა მინისტრი, ანუ საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციაა _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტებს, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა გარედან იმართება. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფაში”. ჩანს, მეტასტაზები სრულიად მთავრობაზეა მოდებული, თანაც თვალშისაცემია ცინიზმი _ ამ პროგრამის შემდგენელი ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომნებისმიერი სახელმწიფოს დამოკიდებულების საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპლექტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”, სრული სიმართლეა, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანელთა დოკუმენტს, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მისი თავდაცვისა და უშიშროების სრული კონტროლის დამყარების მეთოდიკა და ინსტრუქციები?!

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს, მისიკომპეტენტური სპეცსამსახურებიდიდი ხნის წინათ გაანეიტრალებდნენ დაუფარავად მოქმედ დესტრუქციულ ორგანიზაციებს და ამ დოკუმენტის ავტორსაც კინწისკვრით გააძევებდნენ საქართველოდან, მაგრამ საქართველო _ ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო პროდუქტი, ამის უფლებას, როგორც ჩანს, თავს ვერ მისცემს.

დიდი ბრიტანეთის იმპერია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე, დღეს დახვეწილი მეთოდებით განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნის კოლონიზაციას, ამ ქვეყნებს შორის, სამწუხაროდ, საქართველოცაა.

სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ

ინგლისელებმა სისასტიკით საუკუნეების წინათ გაითქვეს სახელი, უწინარესად, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. აი ინგლისელთა სისხლით გაუმაძღრობის რამდენიმე მაგალითი:

* XV_XVI საუკუნეებში ინგლისში შეიმუშავეს ე.წ. სისხლიანი კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, სასტიკად ისჯებოდნენ მაწანწალობასა და მათხოვრობაში დადანაშაულებული ადამიანები. ასეთ ადამიანებს იჭერდნენ, აწამებდნენ, დამღას ადებდნენ და დროებით მონად ამყოფებდნენ, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში სამუდამოდ მონობას უსჯიდნენ, გაქცევის მესამე მცდელობის შემთხვევაში კი სიკვდილით სჯიდნენ.

მეფე ჰენრი VIII (1509_1547) მმართველობის პერიოდში ინგლისში 72 ათასი კაცი დასაჯეს, დედოფალ ელისაბედ I მმართველობის პერიოდში კი _ 89 ათასი.

ინგლისელი ხალხი პატივს მიაგებს რევოლუციის ბელადის _ ოლივერ კრომველის ხსოვნას და ამაყობს XVII საუკუნის რევოლუციით, როდესაც ინგლისის მეფეს _ ჩარლზ I თავი მოჰკვეთეს, რევოლუციის პერიოდში გამართულ ბრძოლებში კი 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სისასტიკე სხვა ხალხების მიმართ

ინგლისი ყველაზე სისხლით გაუმაძღარი სახელმწიფო წარმონაქმნია კაცობრიობის ისტორიაში. ინგლისელები ასეული წლების განმავლობაში ეწეოდნენ ირლანდიელთა გენოციდს. ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 1649 წელს კრომველის ჯარების შეჭრა ირლანდიაში. კრომველმა ქალაქ დროედას გარნიზონის წევრებისა და კათოლიკე მღვდელმსახურების სრულად გაჟლეტვის ბრძანება გასცა, ქალაქ უექსფორდში კი არმიამ თვითნებურად დახოცა სამხედროები, ხოლო ქალები და ბავშვები აქცია თეთრ მონებად, რომლებიც შემდეგ ვესტინდოეთში, ინგლისის კოლონიებში წაიყვანეს. თუ 1641 წლის ირლანდიაში 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 1652 წელს მათი რაოდენობა 850 ათასი იყო, მათგან 150 ათასი _ ინგლისელი კოლონისტი. ინგლისელებმა ირლანდიელი მოსახლეობის 50-56% გაანადგურეს. ასეთი გენოციდი ძნელია მოიძებნოს რომელიმე ხალხის ისტორიაში.

* ინგლისი მსოფლიოს ლიდერი იყო მონათვაჭრობაში. ამ ქვეყნის სინდისზეა მილიონობით მოკლული და დასახიჩრებული. ინგლისელები თავიანთ კოლონიებში იყენებდნენ ე.წ. თეთრ მონებს _ შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს. ამასთანავე, ინგლისის კოლონიებში აფრიკიდან შეიყვანეს 13 მლნ მონა. იმის გათვალისწინებით, რომ აფრიკაში ადამიანებზე ნადირობისას თითოეულ ცოცხალ მონაზე 3-4 დაღუპული მოდიოდა, გენოციდის მაჩენებელი კოლოსალურია. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების თეორიის შემქმნელი, ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი დაეხმარა აშშ-ის მონათმფლობელ შტატებს კონსტიტუციის შემუშავებაში და თავისი ქონება ჩადო მონათვაჭრობაში.

* XIX საუკუნეში ინგლისს ოპიუმი გადაჰქონდა ჩინეთში, სამაგიეროდ იღებდა ოქროს, ვერცხლსა და ბეწვეულს. ამასთანავე, ცდილობდა სამხედრო-სტრატეგიული მიზნის მიღწევას _ ჩინეთის არმიის, სახელმწიფო მოხელეებისა და, საერთოდ, ჩინელი ხალხის გახრწნას, რათა მათ დაეკარგათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. 1839 წელს ჩინეთის იმპერატორმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ნარკოტიკების გავლენისგან ხალხის გადასარჩენად და შეუდგა ოპიუმის განადგურებას. ლონდონმა საპასუხოდ სამხედრო ძალა გამოიყენა _ დაიწყო ე.წ. ოპიუმის ომები. ჩინეთი დამარცხდა და იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა ინგლისის სახელმწიფო ნარკომაფიის კაბალურ პირობებს. ამან ინგლისის ელიტას, მათ შორის, სამეფო ოჯახს კოლოსალური მოგება მოუტანა, ჩინეთს კი _ უზარამაზარი ზარალი. ჩინელთა თაობებმა დეგრადაცია განიცადეს: 1842 წელს ჩინეთის მოსახლეობა 416 მილიონი იყო, მათ შორის, ნარკომანი _ 2 მლნ. 1881 წელს კი მოსახლეობა 369 მლნ შეადგენდა, მათ შორის, 120 მლნ ნარკომანი იყო.

ინგლისელებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაჩაღებულ ომებში უამრავი ადამიანი გაანადგურეს. ინგლისის კოლონიებში ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ტასმანიაზე (ყველა ტასმანიელი დახოცეს) ათეულობით მილიონი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ბენგალიაში (ინდოეთი) ინგლისელთა ყოფნის 20-წლიან პერიოდში რეგიონის 40-მილიონიანი მოსახლეობა თითქმის 20 მლნით შემცირდა.

გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 1800_1825 წლებში შიმშილით დაიხოცა 1 მლნ ადამიანი, 1825_1850 წლებში _ 400 ათასი, 1850_1875 წლებში _ 5 მლნ, 1875_1900 წლებში _ 26 მლნ.

ინგლისის კოლონიებში აბორიგენების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ნადირობა. 1830 წელს ტასმანიაზე ინგლისის მე-40 პოლკის ჯარისკაცებმა თავი მოუყარეს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ჯერ მამაკაცები დახვრიტეს, შემდეგ _ ქალები და ბავშვები. ისტორიკოსი კაროლინ ელკინსი თავის წიგნში მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ კენიაში ინგლისის რეჟიმის შესახებ წერს, რომ მაუ-მაუს ამბოხებულების მიერ 32 თეთრკანიანი კოლონიზატორის მკვლელობისთვის ინგლისელებმა 300 ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. კიკუიას ტომის ნახევარი მილიონი წარმომადგენელი კი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს.

*აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი სამხრეთ აფრიკაში ინგლისელებსა და ბურებს შორის ომის პერიოდში (1899_1902) შექმნა ბრიტანელმა ლორდმა ჰორაციო კიტჩენერმა ბურების ოჯახებისთვის. ინგლისელთა მხედართმთავარ კიტჩენერის ბრძანებით, ჯარისკაცები ანადგურებდნენ ბურების ფერმებს, თვითონ ბურებს კი ათავსებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც, თვით ინგლისელთა თქმით, საშინელი პირობები იყო. ბურების წინააღმდეგობის გასატეხად კი ინგლისელები იყენებდნენ მსკდომ ტყვიებს _ დუმ-დუმს, რომელიც ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. სულ კი საკონცენტრაციო ბანაკებში ინგლისელებმა 200 ათასი ადამიანი გამოამწყვდიეს _ ბურების რესპუბლიკის თეთრკანიანი მოსახლეობის ნახევარი. მათგან შიმშილით დაიღუპა 26 ათასი, უმეტესობა _ ბავშვი. ამის შემდეგ ინგლისელებმა მსოფლიოში შექმნეს “მსოფლიო წესრიგი” _ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეების ქსელი, რომლებშიც ათავსებდნენ ყველას, ვინც კი წინააღმდეგობას გაუწევდა.

დარტყმა მოკავშირეების ზურგში

პირველ მსოფლიო ომში ინგლისმა სამხედრო ბლოკი შექმნა საფრანგეთთან და რუსეთთან და ასე შეეცადა ძირითადი კონკურენტის _ გერმანიის დამარცხებას, მოკავშირეების _ საფრანგეთისა და რუსეთის დასუსტებას და კოლონიების შენარჩუნებას.

როცა რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია და ხელისუფლება ბოლშევიკების ხელში გადავიდა, ინგლისი შეეცადა, არ დაეშვა რუსეთის გასვლა ომიდან. თავდაპირველად თანამშრომლობდა რუსეთის ახალ ხელისუფლებასთან, 1918 წელს კი ლონდონში გამართულ ანტანტის სამხედრო კონფერენციაზე გადაწყდა რუსეთში ინტერვენცია. 1919 წლის თებერვალში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ინგლისის სამხედრო შენაერთი 44,6 ათასი კაცის შემადგენლობით. ამასთანავე, ინგლისმა 60 მლნ გირვანქა სტერლინგით დააფინანსა კოლჩაკის თეთრგვარდიელთა 200 000-იანი არმია საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას არხანგელსკში, მურმანსკში, ვლადივოსტოკსა და სხვა ქალაქებში ინგლისელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უამრავი წიგნი დაიწერა. იქ, სადაც ისინი იყვნენ, მეფობდა უკანონობა _ მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ძარცვა. და ასე ექცეოდნენ ისინი ყოფილ მოკავშირეს.

არის მოკავშირეთა მიმართ ინგლისელთა მზაკვრობის სხვა მაგალითებიც:

* 1940 წლის 3 ივლისს საფრანგეთის ფლოტის სადგომებზე ორანსა და მარსელ-ელ-კებირეში ბრიტანეთის ესკადრამ, ადმირალ სომერვილის ხელმძღვანელობით, 1400 ფრანგი მეზღვაური, მოკავშირის ფლოტის წარმომადგენელი დახვრიტა იმის შიშით, რომ ახალი პოლიტიკური გარემოებების გამო შეიძლებოდა ისინი საფრანგეთის ვიშის მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ. ეს იყო ფრანგი მეზღვაურების სასაკლაო. ზურგში დარტყმის საპასუხოდ საფრანგეთის მთავრობამ, რომელმაც თავი შეიკავა ინგლისისთვის ომის გამოცხადებისგან, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

*1944 წლის დეკემბერში საბერძნეთის განმათავისუფლებელი არმიის ანტიფაშისტი მებრძოლები, რომლებიც ხელში ჩაუვარდნენ ბრიტანელებს, შეუბრალებლად დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალისტური ორიენტაციისა იყვნენ.

ან როგორ უნდა შეფასდეს უინსტონ ჩერჩილის მიერ 1946 წლის 5 მარტს ფულტონში (მისურის შტატი, აშშ) წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც სათავე დაუდო დასავლეთის ქვეყნების ცივ ომს ყოფილი მოკავშირის _ სსრკის წინააღმდეგ? ჩერჩილმა თავის გამოსვლაში მოუწოდა ე.წ. დასავლურ დემოკრატიას, გაერთიანებულიყო სსრკ-ის წინააღმდეგ და შეექმნა “ინგლისურად მოლაპარაკე ხალხების ძმური ასოციაცია” საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად. სწორედ ფულტონში გამოიყენა ჩერჩილმა ტერმინი “რკინის ფარდა”, რომელიც დაეშვა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის.

მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი

XX საუკუნის 30-იან წლებში ინგლისის პოლიტიკამ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება გამოიწვია. 1938 წლის 29 სექტემბერს მიუნხენში გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჰიტლერელთა მიერ შეთავაზებულ დოკუმენტებს ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შესახებ.

ამ დოკუმენტის მიხედვით, გერმანიას ერთი კვირის ვადაში უნდა გადასცემოდა სუდეტის ოლქი და ამ ოლქის მოსაზღვრე რაიონები. ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების წარმომადგენლები მიუნხენში მხოლოდ განაჩენის მოსასმენად გამოიძახეს. მიზეზი, რომლის გამოც დათანხმდნენ ინგლისის მმართველები, ფაშისტური გერმანიისთვის გადაეცათ ჩეხოსლოვაკია, იყო ჰიტლერის დაპირება, რომ ინგლისს თავს არ დაესხმოდა. ეს ყველაფერი ჩაწერილია ინგლისგერმანიის დეკლარაციაში, რომელსაც ხელს აწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

ჰიტლერელებს, დასავლეთის ლოცვა-კურთხევით, როგორც ეს წარმოდგენილი ჰქონდათ ლონდონში, მშვიდად შეეძლოთ, დაეწყოთ შეტევა აღმოსავლეთის მიმართულებით _ სსრკ-ზე.

მიუნხენიდან წასვლის წინ დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ნევილ ჩემბერლენი კიდევ ერთხელ შეხვდა ადოლფ ჰიტლერს. გაუხსნა რა გზა აღმოსავლეთისკენ ჰიტლერს, ჩემბერლენმა განაცხადა: “საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად თქვენ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავი გყავთ, მით უმეტეს, რომ უკვე აღარ არის ჩეხოსლოვაკიის აეროდრომებზე საბჭოთა თვითმფრინავების ბაზირების საფრთხე”.

“მიუნხენის შეთანხმება, _ წერენ ინგლისელი ისტორიკოსები რიდი და ფიშერი, _ სიმბოლოა ახლომხედველობის, ცბიერებისა და ღალატის… გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკია გადაიქცა აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირის გულისკენ მიმართულ მახვილად”.

1939 წლის 12 იანვარს კი ჩემბერლენი რომში შეხვდა იტალიის ფაშისტ დიქტატორ დუჩე მუსოლინის და ურჩია მას, მხარი დაეჭია “გერმანელთა დარტყმისთვის სსრკ-ზე”.

1939 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა გალიფაქსმა დანიელი მეწარმე პლეს-შმიდტის მეშვეობით ბერლინს აცნობა გერმანიასთან მოლაპარაკების ინგლის-საფრანგეთის პირობები: ჰიტლერელთა ბატონობის შენარჩუნება ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთის დასავლეთ ნაწილში; პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული კოლონიების დაბრუნება გერმანიისთვის; ანტისაბჭოთა ბლოკის შექმნა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის შემადგენლობით.

1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტები თავს დაესხნენ პოლონეთს. 3 სექტემბერს, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომლებიც პოლონეთს უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდებოდნენ, ომი გამოუცხადეს გერმანიას, მაგრამ სამხედრო მოქმედებები არ დაუწყიათ. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაწირეს პოლონეთი იმისთვის, რომ ფაშისტურ გერმანიას მოსახერხებელი პოზიციები დაეკავებინა საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვართან. არადა, ინგლისსა და საფრანგეთს თავისუფლად შეეძლოთ პოლონეთის დახმარება: პოლონეთში ფაშისტების შეჭრის მომენტში გერმანიამ თავისი დასავლეთის საზღვრების დასაცავად იქ 23 დივიზია დატოვა, პოლონეთის მოკავშირეებს _ საფრანგეთსა და ინგლისს _ კი იქ 110 დივიზია ჰყავდათ. და სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, პოლონეთის გაწირვის ხარჯზე მათ მოახერხეს, ფაშისტური გერმანიისთვის ებიძგათ საბჭოთა კავშირში შეჭრილიყო.

ჰიტლერმა 1940 წლის გაზაფხულზე ომი (“უცნაური ომი”) წამოიწყო ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ და ერთ დღე-ღამეში დაიპყრო (9 აპრილს) დანია, ორ თვეში (9 აპრილი _ 10 ივნისი) ნორვეგია, 5 დღეში (10-14 მაისი) ჰოლანდია, 19 დღეში (10-28 მაისი) ბელგია, 44 დღეში (10 მაისი _ 22 ივნისი) კი კაპიტულაცია აიძულა საფრანგეთს.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1943 წლის დეკემბერში ინგლისელი მფრინავი ლიდელ ჰარტი თავის საიდუმლო მოხსენებაში აფრთხილებდა ინგლისის ხელმძღვანელობას საბჭოთა არმიის ძლიერებაზე, რომ ამ არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ვერც ერთი ევროპული ქვეყნის ჯარი, ამიტომ საჭირო იყო სეპარატისტული ზავის დადება ფაშისტურ გერმანიასთან, რათა “დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ერთობლივად გაეწიათ წინააღმდეგობა რუსეთის მისწრაფებებისთვის ომის შემდგომ”.

გერმანელები შეუთანხმდნენ დასავლურ სახელმწიფოებს, დაშალეს დასავლეთის ფრონტი, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ნორმანდიაში დასავლეთის ჯარების გადასხმას და უზრუნველყვეს მოკავშირეების სწრაფი წინსვლა საფრანგეთის გავლით გერმანიაში, ფრონტის ხაზზე, სადაც საბჭოთა ჯარები შეჩერდნენ.

1945 წლის მაისში კი ჩერჩილმა გასცა საიდუმლო ბრძანება, მოემზადებინათ სსრკის განადგურების გეგმა, რომლის მიხედვით, გერმანელი ფაშისტების ნარჩენებთან ერთად ინგლისის 500-ათასიან არმიას 1945 წლის 1 ივლისს უნდა დაერტყა გერმანიაში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებისთვის, მაგრამ სტალინის ბრძანებით, საბჭოთა ჯარებმა უფრო მოსახერხებელი პოზიციები დაიკავეს და ჩერჩილის გეგმა ჩაიფუშა.

კვლავ Drang nach osten _ ბრიტანელთა მისწრაფებები დღესაც არ შეცვლილა

რუსეთის განადგურების გეგმაზე ინგლისსა და აშშ-ს, რა თქმა უნდა, ხელი არ აუღიათ. 1991 წლის ნოემბერში, ჰიუსტონში (აშშ) სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა: მსოფლიოს თანამეგობრობის შეფასებით, ეკონომიკურად მიზანშეწონილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს 15 მლნ ადამიანი”. როგორ ახლოსაა ეს ფრაზა ჰიტლერის ზრახვებთან? ფიურერის მიერ შემუშავებული გეგმით (Drang nach osten _ “შეტევა აღმოსავლეთზე”), 25_30 წლის განმავლობაში 120_140 მლნ ადამიანი უნდა განადგურებულიყო პოლონეთსა და საბჭოთა კავშირში, დანარჩენი კი გაეგერმანელებინათ და ურალს იქით გადაესახლებინათ. ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერმინისტრები, აწ უკვე ყოფილი პრემიერი დევიდ კემერონიც მოუწოდებდა რუსეთის განადგურებისკენ (იხ. 2014 წლის 20 ივლისის გაზეთი Sunday Times-ი), შედეგად დაიწყო რუსოფობიური ისტერიის ახალი ეტაპი, რომლის მიზანიც ევროპის ჩათრევაა ახალ ომში რუსეთის წინააღმდეგ.

ინგლისის პოლიტიკის კრედო გამოიხატება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის _ ჰენრი პალმერსტონის სიტყვებით, რომლებიც მან 1858 წლის 1 მარტს თემთა პალატაში გამოსვლისას წარმოთქვა:

“ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირეები და მუდმივი მტრები; მუდმივია მხოლოდ ჩვენი ინტერესები. ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს ინტერესები”.

საქართველოს, უფრო ზუსტად, საქართველოს ხელისუფლებისა და ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთის ეს ინტერესები კი არის ის, რომ შიშში ამყოფოს საკუთარი ხალხი, ხოლო სხვა ხალხები ძარცვოს და გაანადგუროს.

ნიკა კორინთელი

P.S. 2010 წელს ბრიტანეთში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ერაყის ტერიტორიაზე 2003_2009 წლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას ჩადენილ დანაშაულებს იკვლევს და ამისთვის 1,5 ათასი მსხვერპლის საქმეს სწავლობს _ ლაპარაკია წამებასა და მკვლელობებზე. დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის _ ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანამ უნდა იამაყოს ფანტასტიკური მუშაობით, რომელიც შეასრულეს ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ბრიტანეთის დაცვისას.

არადა, როგორცბიბისიიუწყება, სპეციალური კომისია სწავლობს 1514 მსხვერპლის საქმეს, მათგან 280 მოკლულია. ამასთანავე, კომისიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ, ტონი ბლერის ხელმძღვანელობით, შეცდომა დაუშვა, როდესაც ერაყში შეიჭრა. ეს გადაწყვეტილება დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობის წინააღმდეგ. ერაყში მოკავშირეების შეჭრამ, რისი წინააღმდეგიც იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა, გამოიწვია ის სავალალო შედეგები, რომლებსაც მსოფლიო დღესაც იმკის.

4 COMMENTS

  1. ამავე ძალებით, იდეოლოგიური და ინფორმაციული ომის კანონებით მიმდინარეობს ქართველების მიერ ქართველების ლანძღვა-გინება. სტალინის პიროვნების მოთხრა, , ანტიპროპაგანდა. მარტო “პროფილა” ასათიანის, სრულიად აბსურდული, უმეცარი მცდელობა მაგალითია, როგორ შეიძლება უკითხავმა, მოუმზადებელმა და ჭორის დონეზე მოაზროვნე ქალმა მსოფლიო დონის ტიტანზე პირი გააღოს. როდესაც “ცრუ”- ს მიერ სრულად ფინანსდებოდა “დოქტორ ჟივაგო” პასტერნაკის ანტისტალინური პასკვილი, ამერიკის ხმის მიერ მიწოდებულ მასალებზე, იქვე საიდუმლო დირექტივაში მიუთითებულ იქნა, “გაავრცელეთ ხმები ამ რომანის უკიდურეს ფასეულობაზე და წარადგინეთ ნობელის პრემიაზე.” საქართველოს ეროვნული თვითშეგნების და ინტელექტის გაუფასურება, წარმოჩენა იმისა რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი, ზარმაცი და უსაქმური ხალხი ვართ, უსწავლელების, პრიმიტიული აზროვნების ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენი ქვეყნის დანგრევის მყარი გარანტიაა. აი უბრალო მაგალითი: ბრძენი ალასანია, თავის ფსიქოლოგი ფანჯიკიძეთი. ასეთი არარაობანი მართავდნენ ქვეყანას. ხო, და დამავიწყდა საგარეო საქმეთა გენიოსი.

  2. საოცარია პირდაპირ, ამ სტატიის ავტორი რომელი ქვეყნის შვილია, სსრკ აღარ არსებობს, იდეოლოგიურად წმინდად სსრკ ზღაპრებით შეპყრობილი პიროვნების ნაჯღაბნია, რუსეთი ცოტა სხვაგვარად ფიქრობდა ბრიტანეთზე რევოლუციამდე და დღეს მითუმეტეს, მოკლედ ესეთი პროსაიუზური აზროვნება იშვიათად შეგხვდება, ეს დალოცვილი ავტორი ლენინზე უფრო ლენინელია, კომუნისტზე უფრო კომუნისტი, და მგონი ჯერ კიდევ არ გაუგია რომ სსრკ დაიშალა, მისდა სამწუხაროდ. ჰოოოოეეეეოოოო გამოფხიზლდი, ცოტა თვალი გაახილე ნიკაო, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის.

  3. გაგიმარჯოს გიორგი,სამწუხაროდ ცოტა ვართ შენისთანა შეგნებულები,ფულის გულისთვის საკუთარ დედებსაც გაყიდიან ესენი,ერთი აქ არის უკვე.ადამიანი ცოტა დარჩა პლანეტაზე,ბიომასები დაიყარნენ ოხრად.

  4. გაგიმარჯოთ ბიჭებო
    კომუსმტერი, რა შუაშია იდეოლოგია აქ?!
    ადამიანის ამორალური, უსამართლო ქცევის ფაქტებია აღწერილი თავისი შედეგებით.
    კომუს მტერი არ ჭირდება, აღარ არის საშიში..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here