Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლელი “მეგობრების” სიტყვის ფასი

დასავლელი “მეგობრების” სიტყვის ფასი

787
დასავლელი “მეგობრების” სიტყვის ფასი

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ნათქვამი შეაფასა.

უკრაინის ყოფილმა პირველმა პირმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მოატყუეს და გადააგდეს, როგორც ბრიყვი”.

დაუნდობელი, მაგრამ სრულიად სამართლიანი თვითშეფასებაა. და რატომ ეგონა, რომ გაუფრთხილდებოდნენ, თუკი მისმა დასავლელმაპარტნიორებმამყისვე დაუჭირეს მხარი მაიდანს და მისი დამხობის კურსს? როგორც ამბობენ, ნუ მოტყუვდებით და მოტყუებული არ იქნებით”, _ დაწერა პუშკოვმა სოციალურ ქსელ ტვიტერში.

იანუკოვიჩმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან _ ვიტალი კლიჩკოსთან, არსენი იაცენიუკთან და ოლეგ ტიაგნიბოკთან ერთად 2014 წლის 21 თებერვალს ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინაში კრიზისის მოგვარების შესახებ. შეთანხმებაზე ხელმოწერას ესწრებოდნენ პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები _ რადისლავ სიკორსკი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, აგრეთვე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერიკ ფურნიე. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლუკინმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა დოკუმენტზე. ერთი თვის შემდეგ უკრაინის პარლამენტმა პოსტიდან გადააყენა იანუკოვიჩი და ის იძულებული შეიქნა, ქვეყნიდან წასულიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here