Home რუბრიკები ბლოგი დავით უსუფაშვილი და ამერიკელთა ახალი პოლიტიკური წრებრუნვა

დავით უსუფაშვილი და ამერიკელთა ახალი პოლიტიკური წრებრუნვა

16433
დავით უსუფაშვილი

საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური სისტემა ფუნქციონირებას იწყებს 1995 წლის აგვისტოდან, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო საქართველოს  ახალი კონსტიტუცია. მოცემული პერიოდიდან, საქართველოში იწყება  სახელმწიფო ტრუქტურების და ასევე იმ შიდაპოლიტიკური სუბიექტების ფორმირება, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებულ პოზიციებს იკავებდნენ პოლიტიკური სივრცის იერარქიულ საფეხურზე.

დაახლოებით, იგივე პოლიტიკური თამაშის გაგრძელების  მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, დავით უსუფაშვილის მიერ 16 ივნისს  ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“ დაფუძნება. დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება, სავარუდოთ, საქართველოს პოლიტიკური სისტემის მაკონტროლებელი ორგანოს-ამერიკის საელჩოს და მათი ზემდგომი კურატორების მხრიდან, ახალი პოლიტიკური წრებრუნვის დაწყების მცდელობას უნდა მივაწეროთ. თუ რატომ სურთ, პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის დღეს არსებული  ვარიანტის გადაფორმატირება 2020 წლისთვის,  ელიტების ცირკულაციის ახლებური, მათთვის მისაღები მოდელით?! ამაზე, პოლიტიკურ ანალიტიკას  ქვემოთ შევთავაზებ მკითხველს.

ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ანალიზისას, აუცილებელია ყურადღების გამახვილება სოციუმის ნაციონალურ ხასიათზე, მის ღირებულებით ორიენტირებსა და მენტალობაზე. ამის შემდეგ კი შესაძლებელია პოლიტიკურ პროცესებში გარკვევა და გარკვეული დასკვნების გაკეთება.

დასავლურ სოციალურ  მეცნიერებში გამოყოფენ სოციალური მოწყობის  მინიმუმ ორ საზოგადოებრივ ტიპს: პირველს მიეკუთვნება საზოგადოების დასავლური, ლიბერალურ-მატერიალისტური მოდელი, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალისტურ  ღირებულებით ორიენტაციას. ასეთ, ეკონომიკურად განვითარებულ და სოციალურად დაცულ საზოგადოებებში, პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით,  პოლიტიკურ აქტიურობასა და პასიურობას შორის ბალანსი დაცულია. სამოქალაქო პოლიტიკური  აქტიურობის  პასიურობაში და პირიქით, გადასვლა ხდება ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ისე რომ, როგორც მართველი ელიტის  ჩანაცვლება-განახლების პროცესი და ასევე, ზოგადად სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება მიმდინარეობს შედარებით უმტკივნეულოდ და გაუთვალისწინებელი პოლიტიკური ექსცესების გარეშე.

რაც შეეხება  სოციალური მოწყობის მეორე ტიპს, იგი წარმოადგენს აღმოსავლურ, ტრადიციულ-პატრიარქალურ საზოგადოებრივ მოდელს, სადაც პოლიტიკური კულტურის ორიენტაციის მხრივ, ჭარბობს „ქვეშევრდომული“ აზროვნების სტილი. აღნიშნული ტიპის საზოგადოებებში, პოლიტიკურ აქტიურობასა და პასიურობას შორის ბალანსი მკვეთრად დარღვეულია, ამიტომ ელექტორატის პოლიტიკური პასიურობის  პერიოდი რამოდენიმე წელს მოიცავს. პერიოდულად, ეს პროცესი სხვადასხვა ტრადიციულ საზოგადოებაში შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს.

ქართული საზოგადოებაც დასავლური საზოგადოებისაგან განსხვავდება თავისი კოლექტიური ბუნებითა და პატრიარქალურობით, რომელიც აქცენტს ძლიერ, ქარიზმატულ ლიდერზე აკეთებს. ამიტომ,  საქართველოს უახლესი ისტორიის უკანასკნელი 22 წლის განამვლობაში- 1995 წლიდან, თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ფორმირებიდან დღემდე,  საზოგადოების პოლიტიკურ აქტიუორობას და პოლიტიკურ პასიურობას შორის დისბალანსი, პერიოდული ციკლურობის თვალსაზრისით მოიცავს 8-9 წელს. სწორედ ამ პოლიტიკური ციკლების დასრულებას თან ახლავს, მართველი კლასის ჩანაცვლება, ელიტური წრებრუნვის პრინციპების სრული დაცვით. ეს ხან რევოლუციური გადატრიელებით ხდება, ხან _ ნახევრად გადატრიალებით. ერთი სიტყვით, ნეგატიური მუხტი გროვდება და ამას  რვა-ცხრა წელიწადი სჭირდება, ამიტომ 2020 იქნება პოლიტიკური სისტემის კორექტირების და მასში ცვლილების შეტანის წელი, რისთვისაც მზადება ცოტა ადრე იქნა დაწყებული.

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელი წლების დაკვირვებიდან გამომდინარე, შეიძლება პოლიტიკური მოვლენების განვითარების ორ სავარაუდო სცენარზე შევაჩეროთ ყურადღება, რომლის განხორციელებას შეეცდება ამერიკული მხარე.

პირველი სცენარის მიხედვით, რომელიც მიმდინარე  პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებიდან აშკარად ჩანს, მმართველი პოლიტიკური კლასი, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული რეიტინგული ვარდნის და გაკოტრების პროცესს განიცდის. ეს იმიტომ, რომ  ქართული ოცნების მმართველობამ ქართული საზოგადოების უდიდესნაწილში იმედგაცრუება გამოიწვია მრავალ მიზეზთა გამო. მან ვერ გადაწყვიტა ის საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად  მას ნდობა გამოუცხადა ქართული საზოგადოების უმრავლესობამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.  მან ვერ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომრეობის გაუმჯობესებისათვის ჯანსაღი პირობების უზრუნველყოფა. უფრო მეტიც  სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრებით ქვეყენა სრულ რეგრესს განიცდის.   რაც მთავარია, მან ვერ გადაწყვიტა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და მისმა მმართველობამ კიდევ უფრო მეტად დააშორა საქართველო თავის ძირძველ ტერიტორიებს. ეს არის ის მიზეზები, რომელმაც საზოგადოების უდიდეს ნაწილში მმართველი ძალისადმი სრული უნდობლობა გააღრმავა და რამაც გამოიწვია სკეფსისი და ნიჰილიზმი ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებისადმი. აღნიშნული პროცესი კი, მაქსიმუმ წელიწადში  მმართველი კლასის  ლეგიტიმურობის კრიზისს საგრძნობლად გაზრდის.

პოლიტიკური კლასის ლეგიტიმურობის კრიზისი, ყოველთვის იწვევს ამა თუ იმ ქვეყანაში ფუნქციონირებადი  პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციასა და რყევებს.

აქედან გამომდინარე, ამერიკელების უშუალო მონაწილეობით ფორმირებული პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, უახლესი ისტორიული ფაქტების თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაზე განზოგადოების და მათ მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შეფასებაზე დაყრდნობით, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ ელიტას ძალაუფლების შენარჩუნება  ძალიან გაუჭირდება. ანუ, დიდი ალბათობით მათი ძალაუფლების ციკლი მომავალ არჩევნებზე უნდა დამთარვდეს. დარწმინებული ვარ,  ამერიკელებმა ეს იციან და ამიტომაც შეეცდებიან ახალი პოლიტიკური ძალის მომზადებას. პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების მოცემულ ეტაპზე, ახალი მოძრაობით, პოლიტიკურ სცენაზე გამოსულ უსუფაშვილს ირაკლი ალასანისაც დაამატებენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებამდე შეცდებიან შექმნან მძლავრი, პროდასავლური ოპოზიციური ფრთა. როგორც ვიცით უსუფაშვულმა და კიდევ სხვა პროდასავლურმა პოლიტიკურად აქტიურმა პერსონებმა, ჯერ კიდევ რამოდენმიე თვის წინ განაცხადი გააკეთეს ახალი, სრულიად პროამერიკული, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე. არა არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შედეგად წარმოშობილი პატარა-პატარა პოლიტიკური პარტიების აქტიური წევრების გადადადინებაც მოხდეს ზემოთ დასახელებულ მოძრაობაში და მათი მეშვეობითაც, ხელი შეუწყონ გაკოტრების გზაზე მდგარი პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გამსხვილება-გაძლიერების პროცესს.  ჩემი ვარაუდით, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის გადასვლას „შენების მოძრაობაში“ იმიტომაც ექნება ადგილი,  რადგან ახალი კონსტიტუციით ბლოკების შექმნა იკრძალება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევებზე აღმოცენებული პარტიები  იმდენად გაკოტრებულები არიან, რომ დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდებათ მინიმალური საპარლამენტო ბარიერის გადალხვაც კი.

პირველი სცენარის განხორცილების შემთხვევაში (რომელიც გულისხმობს პარტია „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებას „შენების მოძრაობით), ისევ დაიწყება ახალი 8-9 წლიანი  პოლიტიკური ციკლი უკვე „შენების მოძრაობის“ მმართველობით, რომელიც კიდევ რამოდენიმე წლით გადაავადებს ეროვნულად ორიენტირებული, პატრიოტული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში, რაც ამერიკელების ინტერესებში სრულიად ჯდება.

მეორე პოლიტიკური სცენარის მიხედვით, რომელიც სავარაუდოთ უფრო რეალურია,  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ლიბერალურ-ინდივიდუალისტური და პროდასავლური ელექტორატის დიდი ნაწილი, რომელიც განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“, პირობითად გადაინაცვლებს უსუფაშვილის მოძრაობის მიმართულებით, თუმცა ახალი მოძარობის ლიდერის ანტიეროვნული, მკვეთრად ლიბერალურ-ინდივიდუალისტური პოზიციების, ამასთანვე ლიდერისათვის აუცილებელი  ქარიზმის არ ქონის პირობებში, ჩემი გათვლებით არჩევნებში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ სერიოზულ ხმებს წაართმევს მმართველ პარტიას.  ორი მძლავრი პროდასავლური  პარტიის არჩევნებზე ხმების მოპოვებისთვის ბრძოლის პროცესი,   მათ შორის ხმებს საგრძნობლად დაჩეხავს.

ამიტომ, ამერიკელთა გათვლაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ თუ უსუფაშვილის მეთაურობით ახალი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე აღზევებას,  იგი მაინც მნიშვნელოვან საქმეს გაუკეთებს ამერიკელ კურატორებს. კერძოდ, იგი პოლიტიკური სისტემაში ჩამკეტი პარტიის ფუნქციას შეასრულებს, 2020წლის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მძლავრი ოპოზიციური პროდასვლური ფრაქციის ფორმრიებით, რითაც ისედაც დახურულ  პოლიტიკურ სისტემას, კიდევ უფრო მეტად დახურავს, ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის და ეროვნულ-კონსერვატორულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკური პარტიის არ არსებობის პირობებში.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ  პოლიტოლოგიაში, პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების  და მის შიგნით პოლიტიკური ელიტების შევსება-განახლების ან როტაციის კუთხით  ორი ტიპის პოლიტიკური სისტემას გამოყოფენ: ღიას და დახურულს. დახურული, თავის მხრივ, იყოფა ორ ტიპად: ერთის მხრივ, როდესაც სისტემა დახურულია როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად, და მეორე, როდესაც იგი ღიააფორმალურად, მაგრამ  დახურულია ფაქტობრივად. უკანასკნელი წლების პოლიტიკური ისტორია კი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემის შემთხვევაში ადგილი გვაქვს მეორე მოდელთან, ანუ   იურიდიულად პოლიტიკური სისტემა ღიაა-დემოკრატიულია, მაგრამ დე-ფაქტო იგი დახურულია, ანუ არადემოკრატიული პოლიტიკური სისტემებისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს ავლენს.

ამერიკელები და მათ მიერ კონტროლირებადი ქართულ პოლიტიკურ კლასი საქართველოში ანგლოსაქსურ ქვეყნებში არსებული ანალოგის გადმოტანის  მცდელობას შეეცდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დადებული შედეგების მსგავსად, სადაც ორი პროდასვლური პოლიტიკური ძალა ახდენდა საპარალამენტო ცხოვრების მონოპოლიას-„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც მათი განზრახვა იქნება, შექმნან ორი პოლუსი, ორივე, რა თქმა უნდა, მართული იქნება ვაშინგტონიდან. შეიქმნება ისეთი სიტუაცია და ისეთი ტიპის დემოკრატიული სისტემა, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკის თეორეტიკოსმა ჟოზეფ შუმპეტერმა შემდეგნაირად დაახასიათა: «დემოკრატია წარმოადგენს  ინსტიტუციონალურ პროცედურას (მექანიზმს), რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუმთა მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღწევას, ელექტორატის ხმების მოსაპოვებლად კონკურენტული ბრძოლის გზით». ეს ნიშნავს, _ როდესაც პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები იბრძვიან არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, თუ ამ კონცეფციას მივუსადაგებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობას, ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი დაიწყებს ბრძოლას ქართველი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად.

სავარაუდოთ, მოცემული პოლიტიკური სვლებით მოხდება სისტემის დახურვა, ალტერნატიულ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგარი პარტიული სუბიექტებისათვის. ეს კი სავარაუდოთ 8 წლიანი მართველობის განმავლობაში ბევრ უბედურებას მოუტანს ქართულ სახელმწიფოს და გააღრმავებს დეზინტეგრაციულ პროცესებს საქართველოში.

რითაც არ უნდა  შეფუთონ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია და დღეს არსებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთად, ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ფუნქციონირებადი პროდასავლური პოლიტიკური ძალების ალტერნატიული მსოფლმხედევლობის მქონე პარტიაზე მოთხოვნა, დღითიდღე მატულობს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.

თუმცაღა, ამ ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ალბათ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე უფრო მეტად გამოიკვეთება პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის სრულიად ახალი კონტურები.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here