მთავარი საზოგადოება გიორგი ანდრიაძე: “გირჩი” _ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს გარკვეული სახელისუფლო ძალების...

გიორგი ანდრიაძე: “გირჩი” _ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს გარკვეული სახელისუფლო ძალების ხელშეწყობით

“კატაკომბური მართლმადიდებელი თემი” _ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც “გირჩის” საპირწონედ მოქმედებს

271
გააზიარეთ
გიორგი ანდრიაძე

რამდენიმე დღის წინათ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ანდრიაძის მიერ რელიგიური ორგანიზაციაკატაკომბური მართლმადიდებელი თემისდაფუძნების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიცლიბერალურმაპროპაგანდამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოძახილი მოჰყვა. ზოგისთვის ეს განცხადება უცნაური და გაუგებარი პოლიტიკური სვლა აღმოჩნდა; ზოგმა კი გაურკვევლობის გამო მწვავე კრიტიკული შეფასებებიც არ დაიშურა.

თუმცა მოგვიანებით თვითონ გიორგი ანდრიაძემ მედიასთან განმარტა, რომ ახალდაფუძნებული ორგანიზაცია თავისი მრწამსითა და იდეოლოგიით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა, რომელმაც რეგისტრაცია საქართველოში გაიარა. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია “გირჩის” მიერ შექმნილი “ბიბლიური თავისუფლების” საპირწონედ დაფუძნდა, რათა ახალგაზრდებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა არ სურთ, ალტერნატივა ჰქონდეთ და სექტანტურ, ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციაში შესვლა არ დასჭირდეთ.

მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა, რაც, ერთი მხრივ, ახალგაზრდებს წაახალისებს და სამხედრო სამსახურის გავლის სტიმულს მისცემს; მეორე მხრივ კი, ამ სამსახურს უფრო მიმზიდველსა და პრესტიჟულს გახდის.

რა არის რეალურადკატაკომბური მართლმადიდებელი თემიდა რა მიზანს ემსახურება ამ ორგანიზაციის დაფუძნება? ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოსმთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე ესაუბრება.

_ ბატონო გიორგი, თქვენ მიერ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებამ საზოგადოების ერთ ნაწილში ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია, რაც, ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ ძირითადმა მედიასაშუალებებმა ეს საკითხი სათანადოდ არ გააშუქეს. მოდი, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რა ორგანიზაციააკატაკომბური მართლმადიდებელი თემიდა რა მიზანს ემსახურება?

_ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ მე არ ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მე მხარს ვუჭერ ამ ორგანიზაციას პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ორგანიზაცია დააფუძნეს ახალგაზრდებმა. როგორც კი ამ ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე გავაკეთე განცხადება, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არის კატაკომბური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ახალგაზრდებს იზიდავს და დედაეკლესიისგან დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციად ყალიბდება; რომ თურმე ის აკურთხებს მღვდლებს და ა.შ. მაგრამ მაშინაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია. არავითარი ეკლესია ეს არ არის, ეს არის თემი და, სანამ ვინმე რამე დასკვნას გამოიტანს, ჩემი რჩევა იქნება, ნუ აჰყვებალიბერალურიმედიის მიზანმიმართულ კამპანიას, ჯერ გაერკვეს

რა არის რეალურად ეს თემი. დავიწყოთ იმით, რომ ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს თავს და მისი წევრები ჩვეულებრივი მართლმადიდებლები არიან. მათ თავიანთი იდეოლოგიითა და მსოფლმხედველობით აქვთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მრწამსი და ამ მხრივ აქ საუბარიც კი ზედმეტია რაიმე სექტაზე. თუმცა უფრო შორს თუ წავალთ და ისტორიას გადავხედავთ, საერთოდ არც კი გაჩნდება მსგავსი შეკითხვები, იმიტომ, რომ ისტორიაში ძალიან ნათლადაა ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების გაერთიანება, რომლებიც ცხოვრობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე და ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებდნენ სარწუნოების შენარჩუნებას. საერთოდ, თვით სახელწოდებაკატაკომბურიცგვეუბნება, რომ საუბარია რაღაც იატაკქვეშა, ფარულ ორგანიზაციაზე, რომელსაც თავისუფლად არსებობისა და მოქმედების საშუალება არ აქვს. მათთვის მსახურებას აღასრულებდნენ საერო სამოსში ჩაცმული ფარული მღვდლები. მათ არ ჰქონდათ არანაირი რელიგიური ატრიბუტიკა, ტაძრებსა და სალოცავებზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. სხვათა შორის, ამ თემაზე მხატვრული ფილმიცაა თურქების მიერ გადაღებული და მე ეს ფილმი, ქართულად გახმოვანებული, სოციალურ ქსელში დავდე. იქ ძალიან კარგადაა ნაჩვენები, რა არის ეს ორგანიზაცია, როგორ არსებობენ, რა საქმიანობას ეწევიან და ა.შ. გული მწყდება, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აქვს ამაზე ინფორმაცია და დიდმა ნაწილმა არ იცის, რეალურად რაზეა საუბარი. ზუსტად ამიტომ აღიქვა ეს ბევრმა არასწორად, რასაც მოჰყვა ის გაურკვევლობაც.

კიდევ ვიმეორებ: კატაკომბური მართლმადიდებელი თემიარის თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანების გაერთიანება, რომლებიც თავიანთ თავს მიაკუთვნებენ საქართველოს ეკლესიას. ისინი არიან ფარული ქრისტიანები და ფარულად ეწევიან მსახურებას, იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ოსმალეთის იმპერიამ აკრძალა ქართული ეკლესია, ეს ადამიანები არ გადავიდნენ ბერძნულ ეკლესიაში, რათა არ გაბერძნებულიყვნენ. მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, აი, ასე შეინახეს მათ ამდენი ხანი სარწმუნოება

_ და ამ ორგანიზაციის საქართველოში დაფუძნება რას ემსახურება?

_ “კატაკომბური მართლმადიდებელი თემი” _ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც “გირჩის” საპირწონედ მოქმედებს, რათა მათ ვერ შეძლონ ახალგაზრდების მასობრივად ჩათრევა მწვალებლურ ორგანიზაციაში. ვიღაცისთვის ეს შეიძლება არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთია განწყობა და მეორე _ რეალობა. სტატისტიკა არის საგანგაშო _ მათ უკვე ათასობით ახალგაზრდა ჩაითრიეს. საუბარია დაახლოებით 10 ათასამდე ახალგაზრდაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მიდიან ამ ორგანიზაციაში, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდონ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ჩვენს კანონმდებლობაშია პრობლემა და მასში ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებებია შესატანი…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ჩვენ, მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა, ახლა რომ მოვინდომოთ, დავაფუძნოთ რამე გაერთიანება, კანონმდებლობა ისეთია, რომ საკმარისია, მივიდეთ საჯარო რეესტრში და გავიაროთ რეგისტრაცია. აი, ზუსტად ამ მანკიერი კანონმდებლობით გაიარაგირჩმაცრეგისტრაცია და დღეს ის, ფაქტობრივად, “კანონიერი მანდატითებრძვის ქართულ ჯარს, ეკლესიასა და სახელმწიფოს. ამიტომაც ვამბობ ყველგან და ყოველთვის, სადაც ამის საშუალება მეძლევა, რომ საჭიროა შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს აღარ შეეძლოთ ასე თავისუფლად არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ სავალალო შედეგს. კიდევ ვიმეორებ: კატასტროფულად მაღალია უკვე იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც გაწევრებულნი არიან “გირჩის” მწვალებლურ სექტაში და, თუ ეს უახლოეს მომავალში არ შეჩერდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წვევამდელები საერთოდ აღარ ეყოლება

_ ხომ არ ფიქრობთ, რომგირჩსადა მსგავს ორგანიზაციებს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ჰყავს მხარდამჭერები?

_ რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით: “გირჩი” _ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დღემდე მხარდაჭერილია და მოქმედებს გარკვეული სახელისუფლო ძალების ხელშეწყობით. ამაზე მეტყველებს მათი ინტერესების სრული თანხვედრა ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციისა და კანაფის კულტივაციის თემებზე… მოკლედ, “გირჩი” არის ხელისუფლების პროექტი. სხვათა შორის, უშიშროებამ ამ დღეებში ლომის წილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას არ მიწოდებოდა სწორი ინფორმაცია და დაფუძნებული ორგანიზაცია წარმოჩენილიყო უარყოფით კონტექსტში.

_ მიაღწიეს მათ დასახულ მიზანს?

_ ეს კამპანია გრძელდება და ახლა მიდის გამალებული მადისკრედიტებელი შეტევები ჩემ წინააღმდეგაც, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ბინძური პროპაგანდაა, რომელიც მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.

_ თუმცა ამ კამპანიამ, არა მხოლოდ საზოგადოება, აქტიური კონსერვატიული ფრთის ზოგიერთი წარმომადგენელიც შეიყვანა შეცდომაში.

_ ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი განმარტებები და ძალიან მარტივად, გასაგებად ავუხსენით საზოგადოებას, რა კეთდება. კიდევ ვიმეორებ: არსებობს მართლმადიდებლურ თეოლოგიაში კარგად ცნობილი “კატაკომბური მართლმადიდებელი თემი”, რომელიც აერთიანებს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველებს. ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდა საქართველოში და ცდილობს “გირჩის” მწვალებლურ სექტას გამოსტაცოს ახალგაზრდობა. მე ვიზიარებ ამ ორგანიზაციის ხედვას. ვინც გაიგებს ამას _ გაიგებს, ვინც ვერ გაიგებს და თავისას დაიჟინებს, ჩემთვის იქნება სუს-ის ჭორბიუროს თანამშრომელი _ ან მოხალისე, ან ხელფასიანი.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები აუცილებელია. კონკრეტულად რა არის შესაცვლელი?

_ 2004 წლიდან ვარ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამხედრო თემაზე შექმნილი ორმხრივი კომისიის წევრი და შესწავლილი მაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოდელები, რომლებიც პრაქტიკაში წარმატებით ხორციელდება. ეს საკმაოდ დიდი თემაა და ერთი საგაზეთო ინტერვიუ არ ეყოფა, მაგრამ გეტყვით, რომ მომხრე ვარ შვეიცარიული მოდელის, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ყველა 35 წლამდე მამაკაცმა გაიაროს ერთთვიანი სამხედრო მომზადება. ამ მოდელის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანას პრაქტიკულად ეყოლება იმდენი ჯარისკაცი, რამდენი ზრდასრული მამაკაციცაა ქვეყანაში. თუმცა მანამდე უნდა მოწესრიგდეს კანონმდებლობა და აიკრძალოს ისეთი მავნებლური ორგანიზაციები, როგორიც არის “გირჩი”. აი ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა და ამისთვის ვიბრძვით სამართლებრივი გზით, ყველა საშუალებით, რითაც შეიძლება, ეს მიზანი მიღწეული იქნეს.

_ იმ პირობებში, როცა სამივე სახელისუფლებო შტო, იქნება ეს საკანონმდებლო, სასამართლო თუ აღმასრულებელი, მითვისებული აქვთლიბერალურძალებს და მხოლოდ დასავლეთიდან ნაკარნახევილიბერალურიდღის წესრიგით ხორციელდება ყველა ცვლილება, გაქვთ იმედი, რომ თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება?

_ ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, ეთნო-კულტურული იდენტობიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე ვაყენებთ ლოგიკურ მოთხოვნებს. დანარჩენი, შესრულდება თუ არ შესრულდება, გამოჩნდება. საზოგადოებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ასე რომ, ვნახოთ. თუ ჩვენს საზოგადოებას უნდა, ქვეყანაში არსებითად შეიცვალოს მდგომარეობა, მაშინ ყველას უნდა ესმოდეს, რომ სერიოზული ძალისხმევის გარეშე ეს ვერ მოხდება; და, თუ “გირჩები” და ლგბტ-ები უნდათ, რა ვქნა, შეარგოთ. საერთოდ, საზოგადოება თვითონვე წარმოაჩენს, როგორ ქვეყანასა და ხელისუფლებას იმსახურებს; თვითონ არის, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფრის შემოქმედი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. თავისუფლება გარყვნილებას არ უნდა ნიშნავდეს და ჩვენი ტრადიციების წინააღმეგი არ უნდა იყოს … ვისაც არ მოსწონს გზა დიდია და ფართო საზღვრები ღია და მიბრძანდნენ არა დაახვიონ … ჩვენ ჯანმრთელი ერი და ჯანმრთელი მომავალი გვინდა… არა ავადმყოფებს და გარყვნილებს….

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here