მთავარი საქართველო გია კორკოტაშვილი: დღეს ვინც ამაზე ხმას არ ამოიღებს, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს...

გია კორკოტაშვილი: დღეს ვინც ამაზე ხმას არ ამოიღებს, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერს ქვეყანაში ცოდვის დაკანონებას!

1033
გააზიარეთ
მსახიობი: გია კორკოტაშვილი
საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი უარყოფითად აფასებს. შესაბამის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც შეამცირებს ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს და შექმნის მეტ შესაძლებლობას თანასწორობისთვის.


განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), თანასწორობის მოძრაობა, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კავშირი „საფარი“ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG): „კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის დასაკანონებლად. გასული წლების განმავლობაში, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვის თუ ჰომოფობიურ განწყობებზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ არაერთი წელია ტრადიციული ოჯახის დაცვის და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება წარმოადგენს რუსული და ანტი-დასავლური ნარატივის ნაწილს. განსაკუთრებით აბსურდულია აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მაშინ, როდესაც საქართველოში გახშირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულები და სიძულვილით მოტივირებული შემთხვევები ეფექტურად გამოძიებული არ არის, ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვის კიდევ უფრო ხისტი დემონსტრირება პირდაპირ წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს და დაამძიმებს ლგბტ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოდ ა მსოფლიო“ კომენტარისთვის მსახიობ გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა.

გია კორკოტაშვილი: რა გითხრათ, ესენი არიან საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები. მაგათი მიზანია, რომ საერთოდ აღარ იყოს საქართველოს ხსენება. ისინი ალბათ ქართველებიც არ არიან, თორემ როგორ შეიძლება ადამიანს ასე ეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა. მაგათი ოცნებაა, რომ ქართული სული ჩაკვდეს, ტრადიციულად, საღად და ნორმალურად თუ ვინმე აზროვნებს, დასაცინი გახდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს გარყვნილება დიდხანს ვერ გასტანს. რა პროპაგანდამაც არ უნდა იმუშაოს, არ გაუვათ ის მზაკვრული ჩანაფიქრი… კოლგოტკიანი ბიჭებს საქართველო არასოდეს მიიღებს.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თუ აქ სოდომია ოფიციალურად არ დაკანონდა, ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეილახება, მაგათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ეს ნაბიჭვარი არასამთავრობოები არ არის, საქართველო უწინარესად ქართველი ხალხი და მისი ტრადიციები, მისი კულტურა და ეროვნული მრწამსია. საქართველო არის ის ადამიანები, ვისაც ღირსება აქვს და საკუთარ წარსულს პატივს სცემს; და მაგათ თუ უნდათ, სარი ირტყან ერთ ადგილში…

– როგორ ფიქრობთ, ვინ და რა ძალები დგას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან?

– ისინი ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას, ანუ ჯამაგირს გარედან, რომ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ფასეულობებს და ზოგადად კულტურას ძირი გამოუთხარონ. ამაში იხარჯება კოლოსალური თანხები და ადამიანებს არწმუნებენ, რომ გარყვნილება, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინება, პროგრესის ნიშანია, რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ განვითარდება და ა.შ. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ეს. თვითონ თუ ჭირდებათ, წაიყვანონ თავიანთ ქვეყნებში ეს ხალხი და იქ ატარებინონ პარადები. კიდევ ვიმეორებ მათ გასაგონად, აქ, საქართველოში, ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში მე პირადად და კიდევ ბევრი ადამიანი, თავს გავწირავთ იმისთვის, რომ აქ სოდომია არ დაკანონდეს; და თუ ვიღაცა პირში წყალს ჩაიგუბებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს იგივე მაგათი მხარდაჭერა იქნება. დღეს ვინც ამაზე ხმას არ ამოიღებს, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერს ქვეყანაში ცოდვის დაკანონებას!

 

 

ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. სჯობს სიცოცხლესა ნაძრაღსა /სილვდილი სახელოვანი. აი უკვე დადგა და დაგვიყენეს ქართველ ხალხს არჩევანი ამ გადაგვარებულმა და სამშობლოს მტრებმა ნჯო„ შნიკებმა,უკვე შეშინებაზე და ყველაფერზე წამსვლელნი არიან , რადგან დიდ ფულს უხდიან ჩვენი სამშობლოს გადაგვარებისათვის, და ამიტომ საჭიროა ზვიდის და მერაბის გზით სიარული დავიწყოთ და მტერი გავაუვნებელვყოთ უიარაღოდ და სამშობლო და მომავალი თაობა დავიცვათ ამ გადაგვარებულებისაგან/

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Ani Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here