მთავარი ისტორია გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში

გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში

5296
გააზიარეთ

1918 წლის 3 მარტს, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თითქმის 3 თვით ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმისა და ყარსის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომ ქართველ ხალხს.


(იხ. ვებ-გვერდი: https://ka.wikipedia.org/wiki/ბრესტ-ლიტოვსკის_ზავი )

1918 წლის 28 მაისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დაიდო ფოთის ხელშეკრულება გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აღიარა გერმანიის პროტექტორატი (მფარველობა), რითაც, სხვა პირობებთან ერთად, გერმანიას ჰქონდა გერმანული საექსპედიციო ძალებით საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება.

(იხ. ვებ-გვერდი: https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთის_ხელშეკრულება_(1918) )

1918 წლის 4 ივნისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ, დაიდო ბათუმის ხელშეკრულება ოსმალეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების განხილვის გარეშე, გერმანიის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს ე.წ. ”პროტექტორი” (დამცველი) იყო 1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოსმალეთს გადასცა ბათუმის და ყარსის ოლქები, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.

(იხ. ვებ-გვერდი: https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმის_ხელშეკრულება_(1918) )

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
7.06.2017

14 COMMENTS

  1. ოღონდ თავისი საჯდომები გადაერჩინათ და მაშინდელი მთავრობაც ყველაფერზე მიდიოდა

  2. ღმერთია ჩვენი მეგობარი,ოღონდ არავის არ სწამს მისი. სწამთ მტრების და მატყუარების.

  3. კახაბერ როდინაძე, თუ არ ხარ შენი ქვეყნის მოღალატე და პროვოკატორი, გაეცანი ისტორიკოს ვახტანგ გურულის ნაშრომს ,,ნოე ჟორდანია / პოლიტიკური პორტრეტი” თბილისი, 1999წ. და ამ სისულელეების წერას თავს დაანებებ!

    • ვახტანგ გურული, რომელიც უნივერსიტეტში სწავლისას პარტისტორიას მიკითხავდა სხვატაშორის და მგზნებარე მომხრე იყო კომუნისტური იდეები, არა მგონია დიდი ვინმე ავტორიტეტი იყოს, ასე, რომ….

  4. სირცხვილი გერმანიას. ახლაც, რომ დასჭირდეს, იგივეს გააკეთებს. არავის უნდა ენდო ბოლომდე. გაგიმართლებენ მანამდე, სანამ ეს გამართლება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

  5. Sanam rusi ar mokidebs xels saqartvelos, chven ise dagvshloan martiv mamravlebat rom mere veravin gvishvelis. Adrec daexlac isev is qartvelebi vart ertis gansxvavebit vitom evropelebi, moveshvat am evropis da daudget rusets gverdze tore qartvelebi ki ara saqartveloc agar ikneba daimaxsovret kargat….

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here