მთავარი ყველაზე ყველაზე გენიოსები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ აღიარეს

გენიოსები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ აღიარეს

210
გააზიარეთ
ვან გოგი

1897 წლის 16 მარტს პეტერბურგშირუსული სიმფონიური კონცერტებისფარგლებში გაიმართა სერგეი რახმანინოვის პირველი სიმფონიის პრემიერა. პრესის რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება ნიჭის სათანადოდ შეფასება. წარმოგიდგენთ გენიოსებს, რომლებიც, მართალია, სიცოცხლეში ვერ ეღირსნენ აღიარებას, მაგრამ დღეს მათი წვლილი სათანადოდ არის დაფასებული.

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში გლეხის ოჯახში დაიბადა 1862 წლის 5 აპრილს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობიდანვე იჩენდა ინტერესს მხატვრობისადმი. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში ფერწერის სახელოსნო გახსნა და შეკევეთებს იღებდა.

1890-1894 წლებში კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებსა და მიკიტნებთან აფარებდა თავს. მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. გაჭირვებას თავი ვერ დააღწია. მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც კი უცნობია.

ფიროსმანის, როგორც მხატვრის, აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში დიდი წვლილი მიუძღვით ძმებ ზდანევიჩებს _ ილიასა და კირილეს, მხატვრებს _ ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, დიმიტრი შევარდნაძესა და გოგლა ლეონიძეს. დღეს ფიროსმანის ნამუშევრები მსოფლიოშია ცნობილი და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს.

სერგეი რახმანინოვი

სერგეი რახმანინოვი

სერგეი რახმანინოვმა მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა, როდესაც დედამ ფორტეპიანოზე დაკვრის პირველი გაკვეთილები ჩაუტარა. 1897 წელს კომპოზიტორმა გლაზუნოვმა გადაწყვიტა, ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორის შემოქმედება გაეცნო პეტერბურგელებისთვის, მაგრამ დირიჟორის ცუდი მოქმედების გამო (იმხანად გლაზუნოვი გამოცდილი არ იყო) პრემიერა ფიასკოთი დასრულდა _ ნოვატორულად გადამუშავებული მუსიკალური ნაწარმოები გაუგებარი აღმოჩნდა პეტერბურგელებისთვის, რეაქციაც გამანადგურებელი იყო. პრესაში გამოქვეყნდა უამრავი გესლიანი კომენტარი, მაგალითად, ასეთი: “ჯოჯოხეთში კონსერვატორია რომ არსებობდეს, რახმანინოვი უეჭველად იქნებოდა მისი პირველი მოსწავლე”. ფიასკოს შემდეგ რახმანინოვი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და 3 წლის განმავლობაში ვერაფერი დაწერა. მხოლოდ ექიმ-ჰიპნოზიორ დალის დახმარებით შეძლო ჭაბუკმა რახმანინოვმა შემოქმედებითი კრიზისის დაძლევა.

ვინსენტ ვან გოგი

ვინსენტ ვან გოგი

ვან გოგი სიცოცხლეში აუღიარებელი გენიოსების სიმბოლოა. ხელოვნებისადმი სიყვარული ვან გოგს სამხატვრო-სავაჭრო ფირმაში დილერად მუშაობისას აღეძრა. ყმაწვილმა ადრე დაიწყო ფერწერაში გარკვევა, რამაც საშუალება მისცა, საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონოდა. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვინსენტ ვან გოგს უიმედოდ შეუყვარდა. მან სამსახური მიატოვა და მისიონერად იქცა, თუმცა ეკლესიამაც მოიცილა ასეთი ფანატიკოსი. ამის შემდეგ გადაერთო ხელოვნებაზე.

დღეს ცნობილია ვინსენტ ვან გოგის 850 ტილო, უამრავი გრავიურა და მონახაზი, მაგრამ თავის სიცოცხლეში მხატვარმა მხოლოდ ერთი ნამუშევრის გაყიდვა შეძლო _ “წითელი ზვრების”, ისიც მისმა მეგობარმა იყიდა.

ედგარ ალან პო

ედგარ ალან პო

ტრილერისა და მისტიკური დეტექტივების მამა ვერ მოესწრო თავის აღიარებას _ ალან პო 40 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უამრავი ხელნაწერი დატოვა. მწერალი თანხას გაზეთში გამოქვეყნებული კრიტიკული შენიშვნებით გამოიმუშავებდა, უფრო იშვიათად _ პატარა მოთხრობებით. ალან პოს ნაწარმოებებს მსოფლიო გაეცნო მწერლის გარდაცვალების შემდეგ, როცა მისმა მეგობარმა რუფუს გრისუოლდმა გადაწყვიტა, გამოეცა მოგონებების წიგნი, რომელშიც პირველად მოიხსენია ვინმე “გიჟი მწერალი”. ბევრმა მკითხველმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, თვითონვე გაცნობოდა, იყო თუ არა მემუარებში მოხსენიებული მწერალი გიჟი. ეს ახლაა ედგარ ალან პო მსოფლიოში სახელგანთქმული, იმხანად კი მისი ნაწარმოებების გათარგმნა არავის სურდა. “სიგიჟის სამყაროში” ჩაძირვის გადაწყვეტილება მიიღო შარლ ბოდლერმა და არ შემცდარა. ედგარ ალან პოს მოთხრობებს ამჟამად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კითხულობენ.

ფრანც კაფკა

ფრანც კაფკა

ამჟამად ცნობილი კაფკა მოზარდობისას განმარტოებით ცხოვრებას ამჯობინებდა. ამით მწერალი ფსიქიკურ გაუწონასწორებლობასა და მძიმე დაავადებებს მალავდა. ცხოვრებაზე თავისი განუმეორებელი თვალსაზრისისა და მდიდარი ბუნების გადმოცემას კაფკა ლიტერატურაში ცდილობდა, მაგრამ მისი ხელნაწერების ძირითადი ნაწილი საზოგადოებამდე არ მიდიოდა, ხოლო, რაც მიდიოდა, უყურადღებოდ რჩებოდა. კაფკამ მეგობარს მისწერა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ნაწარმოები დაეწვა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ მეგობარს, რომელმაც კაფკას ყველა ნაწარმოები გამოაქვეყნა და მსოფლიომ შეიტყო შესანიშნავი მწერლის შინაგანი სამყაროს შესახებ.

პოლ გოგენი

პოლ გოგენი

კიდევ ერთი მხატვარი, რომელმაც ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გოგენის ნახატები პოპულარული არ იყო არტ-დილერებში. მოგვიანებით მხატვრის 47 ნახატი, რომლებიც მან ტაიტიზე დახატა, შედევრებად მიიჩნიეს. გოგენის ცხოვრება არც ისე სახარბიელო იყო, მას ციხეც კი ემუქრებოდა, რომლისგანაც მხატვარი სიკვდილმა იხსნა 1903 წელს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here