ქობულეთი, 19 ნოემბერი, 2024. დაფა სწორედ ასეთი წარწერით – „მადლიერი აჭარა და სრულიად საქართველო არ დაივიწყებს განმათავისუფლებლებს“ – დამონტაჟდა 10 წლის წინათ, ევრაზიის ინსტიტუტისა და აჭარის ქობულეთის რაიონის სოფელი ხუცუბანის მოსახლეობის ინიციატივით, საძმო სასაფლაოს შესასვლელთან, სადაც განისვენებენ რუსი მეომრები, 1878 წლის იანვარში, ქობულეთის მხარის გათავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპულები. ადგილობრივი მოსახლეობა უფრთხილდება ამ ადგილსა და ამ წარწერას, რომლის ჩამონგრევითაც იმუქრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები.
მეორე მხრივ, აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასაფლაოს მდგომარეობას, ვინაიდან იგი საჭიროებს მუდმივ მოვლასა და მასზე არც ერთი ოფიციალური უწყება არ არის პასუხისმგებელი. ადგილობრივ მცხოვრებთ სურთ, რომ საძმო სასაფლაო, როგორც ისტორიული ძეგლი, კულტურის სამინისტრომ აიღოს ბალანსზე.
ამ და სხვა საკითხების განსახილველად ქობულეთში ჩამოვიდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე. ქობულეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, სამხარეო ისტორიული მუზეუმის მუშაკებმა – ნუგზარ ჟორდანიამ, რევაზ ტაკიძემ, ტარიელ ვერულიძემ, თემურ ნემსაძემ, ბიჭიკო გუნთაიშვილმა, როსტომ მოწყობილმა, თამაზ შამილიშვილმა, თამაზ ვერულიძემ, ოთარ თხილაიშვილმა, თენგიზ მჟავანაძემ, ხვიჩა გამარჯობაძემ, იმედა თხილაიშვილმა, მიხეილ კეჭაყმაძემ და სხვებმა პატივი მიაგეს რუსეთის არმიის მებრძოლებს, საძმო სასაფლაოზე არსებული მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.
შემდეგ, დელეგაცია მივიდა ფიჭვნარის (იგივე ქობულეთი) სამხედრო სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულნი არიან წითელი არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ ჰოსპიტალში, 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს. ევრაზიის ინსტიტუტის ძალებით, რუსი დიპლომატების მხარდაჭერით, სასაფლაო გასულ წელს გაიწმინდა და კეთილმოეწყო. დამზადდა და სასაფლაოს შესასვლელთან დამონტაჟდა დაფა ქართულ- და რუსულენოვანი წარწერით. აქვე შეგახსენებთ, რომ ქობულეთისა და აჭარის საძმო სასაფლაოების მდგომარეობას ყურადღება 10 წლის წინ, ბათუმელმა იურისტმა, სიმონ ქორიძემ მიაქცია.
ევრაზიის ინსტიტუტისა და ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა სასაფლაოს გვერით მდებარე ტაძარში დაანთეს სანთლები. სხვათა შორის, ამ ტაძარში ძალიან ძველი რუსული ხატი ინახება. ტაძარში მოლოცვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ისეთი ისტორიული ობიექტები, როგორებიცაა საძმო სამხედრო სასაფლაოები, შევიდეს ტურისტული მარშრუტების ნუსხაში, დაინტერესებული რუსული პუბლიკისათვის. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სოფელ ბობოყვათში არის დაკარგული საძმო სასაფლაო, სადაც რუსეთის საიმპერატორო არმიის დაახლოებით 4 ათასი ჯარისკაცი განისვენებს და ეს ტერიტორია დღესდღეობით არის ინვესტორების ხელში, რომელთაც აქვთ გეგმა, ყოფილი საძმო სასაფლაო გადააქციონ სასტუმროების ზონად. აუცილებელია, ჯერ აჭარის განმათავისუფლებლების ნეშტები იქნას ნაპოვნი, მოხდეს მათი გადასვენება მათთვის ჯეროვანი პატივის მიგებით და, მხოლოდ ამის შემდეგ იქნას დაწყებული კომერციული პროექტის განხორციელება.
ქობულეთში დაღუპული მებრძოლებისადმი პატივის მიგების შემდეგ, გაიმართა მრგვალი მაგიდა. სხდომას გულბაათ რცხილაძე უძღვებოდა, რომელმაც 1877-1878 წლების ომის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მოახდინა წიგნის ანონსირება, რომელიც მალე გამოვა და შეეხება ქართულ-რუსულ ისტორიას მე-19 საუკუნეში.
თავის გამოსვლაში გულბაათ რცხილაძემ შემდეგი თეზისები გააჟღერა:
რუსეთი ქართველთა, როგორც ერის, ერთიანობის ისტორიული გარანტია; ამას ამტკიცებს მთელი მე-19 საუკუნის განმათავისუფლებელი ისტორია, როდესაც რუსეთი საქართველოს ცალკეულ ნაწილებს აერთებდა და ბრძოლებით იბრუნებდა დამპყრობლებისგან;
1877-78 წლების ომი თავიდან ბოლომდე იყო განმათავისუფლებელი ომი, როგორც ბალკანეთის, ისე კავკასიელი ხალხებისათვის. აღდგენილ იქნა ისტორიული სამართლიანობა. ამასთან, მოხდა ჭეშმარიტი ხალხთა მეგობრობის დემონსტრირება, როდესაც რუსეთის არმიის შემადგენლობაში, სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლები, თავდაუზოგავად ეხმარებოდნენ ერთმანეთს ბრძოლის ველზე, ქობულეთში;
რეალობაა, რომ დასავლური (კონკრეტულად – ინგლისის) აგენტურა მოქმედებდა საქართველოში, რუსეთის მიერ აჭარის გათავისუფლებისას, ყოველმხრივ ცდილობდა ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის გაქეზებას რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთის აგენტურის თემა, როგორც ჩანს, „მარადიულია“, სწორედ მან მიუსია რუსეთს სააკაშვილის რეჟიმი 2008 წელს და კიევის მოფაშისტო რეჟიმი 2014 და 2022 წლებში;
რუსეთის საგარეო პოლიტიკა პრინციპულად მშვიდობიანია, მოსკოვი თბილისს სთავაზობს კონსტრუქციულ დიალობგსა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ფორმატი „3+3“ ოპტიმალურია საქართველოსთვის, როდესაც სამ გარე ძალასთან – რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან ურთიერთობებს აწყობს სამი კავკასიური სახელმწიფო – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ყოველგვარი სხვა კვაზისახელმწიფოების გარეშე, რომელთაც ჩვენ არ ვაღიარებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რომ გვითხრას, რომ პატივს სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას? ამიტომ, უპასუხისმგებლობაა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა იგნორირებას უკეთებს დიალობს ფორმატში „3+3“;
ბაიდენის წარმავალმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი საძაგლობა მოუწყო მთელ მსოფლიოს, როდესაც ნება მისცა კიევის რეჟიმს, გამოიყენოს შრი მანძილის მოქმედების ამერიკული რაკეტები რუსეთის ზურგში სამიზნეებზე შესატევად. გლობალისტებს სურთ კონფლიქტის მაქსიმალურად გამწვავება და მოსკოვის მხრიდან მძაფრი რეაქციის გამოწვევა, ბირთვული დარტყმის ჩათვლით. ეს სუფთა წყლის პროვოკაციაა აშშ-ის მხრიდან, რომელიც თავის კიეველ ვასალებს იყენებს. რეჟიმი აშკარად აგებს სამხედრო მოქმედებებს, რუსეთის არმია წარმატებით ახორციელებს შეტევას, ამიტომაც გახდა საჭირო ამგვარი პროვოკაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან;
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხმა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ კი არ მისცა, არამედ რუსეთთან მშვიდობასა და ნორმალურ ურთიერთობებს.
ნუგზარ ჟორდანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი პოტენციალი ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს, კეთილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მან ასევე გაიხსენა ევგენი პრიმაკოვის მისია ქართველთა და აფხაზთა შერიგებისათვის, 1997 წელს.
მიხეილ კეჭაყმაძემ პირდაპირ თქვა: „რუსები და უკრაინელები არსებითად ერთი ხალხია, ხელოვნურად გაყოფილი. ისინი ასევე ხელოვნურად დააჯახეს ერთმანეთს და რუსეთი იძულებული გახდა, დაეწყო სპეცოპერაცია. რომ არა ნატო და დასავლეთის პროვოკაციები, ეს არ მოხდებოდა… უფალმა საქართველოს მფარველ ანგელოზად რუსი ხალხი მოუვლინა, რომელმაც გადაგვარჩინა. შემდეგ სტალინმა იხსნა რუსეთი და ჩვენც. ჩვენ და რუსები სულიერი ძმები ვართ“.
ტარიელ ვერულიძე: „როდესაც ჩვენ აქ, ქობულეთში, ვაწყობთ მსგავს აქციებს და სიმართლეს ვიძახით, ხანდახან „გე-რე-უ“-ს აგენტებს“ გვეძახიან. მიუხედავად ამისა, სიმართლე უცვლელია – ომი დაიწყო სააკაშვილმა, მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენთვის „ოკუპანტი“ გამხდარიყო და ჩვენი ურთიერთობები ჩიხში შესულიყო“.
იყო სხვა გამოსვლებიც. მრგვალი მაგიდის მონაწილეები ხალისით უსვამდნენ შეკითხვებს ძირითად მომხსენებელს – გულბაათ რცხილაძეს და მას მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზებისთვის.