მთავარი ბლოგი აშშ-ს წაქეზებით ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს დაერივნენ

აშშ-ს წაქეზებით ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს დაერივნენ

გააზიარეთ
ამერიკის დროშა

რუსეთსა და აშშევროკავშირის არ იყოს ბოლო დროს სპარსეთის ყურის მონარქისტულ სახელმწიფოებს შორისაც  ისე დაიძაბა ურთიერთობა რომ  საქმე  ღია კონფრომტაციამდეც კი მივიდა. უთანხმოება კატარსა ერთის მხრივ და საუდიც არაბეთს , გაერთიანებული არაბეთის ემირატებსა და ბაჰრეინს შორის მეორეს მხრივ, ჯერ გადაიზარდა სრულმაშტაბიან დიპლომატიურ კრიზისში შემდეგ სამხედრო დაპირისპირებაში, რომლის შედეგების წინასწარ  განსჭვრეტა ერთობ რთულია .

რომ ავხსნათ პროცესებ,რომლებმაც განსაზღვრეს ეს უპრეცენდენტო სიტუაცია, უნდა დეტალურად გავაანალიზოთ ფაქტები და გამოვყოთ  რეალური გამოგონილისგან.

არავითარი განსხვავება ყატარსა და საუდის არაბეთს შორის არ არსებობს.

საუდის არაბეთის მიერ ყატარის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში,  ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ მტკიცდება მრავალი ფატებით. დოხა  უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, დაწყებული სირია- ლიბიიდან დამთავრებული  ეგვიპტე -ერაყით.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საუდის არაბეთი, რომელმაც პირველმა წამოაყენა ყატარის წინააღმდეგ ბრალდებები , იმიავე დოზით, იგივე ტერორისტულ დაჯგუფებების მხარდაჭერაში არის  დამნაშავე.  ორივე მხარე  ყველა იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდა და აფინანსებს, რომლებიც მრავალი ათეული  წელია მსოფლიოს აზანზარებს. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი არის კვიტესენცია ვაჰაბისტური განდგომილების ,რომელიც ისტორიულად  ახლოა  ალ-ქაიდას იდეოლოგიასთან.  ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში ტერორისტულ ორგანიზაციების მხარდაჭერის  გარდა  , ელ-რიადი მონაწილეობას იღებდა ავღანეთში აშშ-ს ნეოკონსერვატორების სტრატეგიულ პროგრამაში რომელიც ავღანეთის დესტაბილიზაციას ითვალისწინებდა, ანტისაბჭოთა გეოპოლიტიკის კონტექსტში(რაც   აწ გარდაცვლილმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ აღიარა თავის ბოლო ინტერვიუში) .

მეტოქეობას  საუდის არაბეთს  და ყატარს შირის  აქვს ღრმა ფესვები და ეს ეხება არა მარტო  განსხვავებას  ვაჰაბისტებსა და „ძმებ მუსულმანებს“ შორის, არამედ  რელიგიურ მოთმინებას დოხის მხრივ, გავნსხვავებით იდეოლოგიურ  შეურიგებლობისგან ელ-რიადის მხრივ.

ეს კარგად გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ ეგვიპტის მოვლენების დროს. ყატარმა „ძმები მუსულმანების“ ხელით მხარი დაუჭირა „არაბულ გაზაფხულს“, რომლის შედეგად ჩამოგდებული იქნა  პრეზიდენტი მუბარეკი, ხოლო მის მაგიერ  ეგვიპტის სათავეში  დაისვა მურსი. რამაც ყატარის და საუდის არაბეთის  ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.  სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად  ელ-რიადმა  მხარი დაუჭირა ას-სისის და დააფინანსა გადატრიალება, რომელმაც პრეიდენტი მურსი ციხეში გაუშვა. ამ ფატმა გვმოიწვია კრიზისი სპარსეთი ყურის  ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში რასაც  ყატარის ელჩების გაწვევა მოყვა საუდის არაბეთიდან და გაერთიანებულ არაბეთის ემირატებიდან.  მალევე სირიასა და ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა და იქ არსებულმა საერთო ინტერესებმა ურთიერთ დაპისპირების ტემპერატურა ოდნავ  დაწია. მაგრამ ეს იყო დროებითი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. დღეს სიტუაცია ყატარსა და საუდიტებს შორის აშშ-ს წაქეზებით, სისხლიანი დაპირისპირების ფაზაში მიმდინარეობს.

ქაოსი როგორც საშუალება მსოფლიო ჰეგემონიის შესანარჩუნებლად

თავის დროზე აშშ-ს მიერ   ხელოვნურად შემნილი ტრიუმვირატი, ისრაელის, საუდის არაბეთის და ყატარის   შემადგენლობით შექმნილი იყო ძირითადად  ირანის  რეგიონალურ ჰეგემონად გახდომის სურვილის  საწინააღმდეგოდ. საუდის არაბეთი ირანს განიხილავს როგორც  როგორც განსხვავებულ ისლამისტური მიმდევრობის მატარებელ ე.ი. ცოდვილ ქვეყნად და მისი ყოველი ქმედება თეირანი წინააღმდეგ არის მიმართული.  ისრაელი კი ირანს თვლის რეგიონში ერთადერთი რეალური, სამხერო საფრთხის მატარებლად.  ხოლო აშშ-ს ძირითადი მიზანია  საუდიტებსა და ისრაელის დიპლომატიური დაახლოების პროცესი ურუნველყოს რათა რაც შეილება მალე გაფორდეს სამხედრო ალიანსი, რაც ფუნდამენტს ჩაუყრის ახლო აღმოსავლეთში ნატოს მაგვარი სამხერო ალიანსის  შემნას ირანის  წინააღმდეგ.

ყატარი ტერორიზმის ხელშემწყობი.

ვაშინგტონი ერთად ერთ საშუალებათ გააქარწყლოს თავისი ევროპელი „პარტნიორების“ შიში, ლტოვილთა  და ტერორიმის საკითხში არის ის, რომ:  ერთი- შექმნას ალიანსი (რაც უკვე მოგახსენეთ), მეორე -დააბრალოს  მსოფლიო ტერორიზმის და ექსტრემიზმის  მხარდაჭერა მესამე  ქვეყანას, რომელიც შედიოდა თავდაპირველ ალიანსში.  ამ შემთხვევაში ყატარს.

ყველაზე მკაფიოდ რაც ამ ისტორიიდან ჩანს   ის რომ გამყოფი ხაზი ამერიკულ ერთპოლარულ მსოფლიოს და მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგს შორის უფრო მკაფიოდ გამოისახა.   ეხლა ყატარი გზაგასაყარზეა,საუდიტებთან დანებება  მისთვის მიუღებელია. .მართალია   ყატარს თავისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ყოველთვის ქონდა კონტატები უმაღლეს დონეზე სხვადასხვა ქვეყნებთან რომლებიც არ შედიოდნენ ელ-რიადის მხარდამერთა რიგებში (მაგ.ჩინეთი, რუსეთი,ინდოეთი და სხვა)მაგრამ არ მგონია მათგან  რომელიმეს  ქონდეს სურვილი ატიურად ჩაერთოს ამ სისხლიან თამაშში. ამიტომ ჩემი აზრით დოჰის ბედი უკვე გადაწყვეტილია და მას მოუწევს იმ როლის შესრულება რომელიც მას მისმა უფროსმა „პარტნიორმა“აშშ-მ დააკისრა.

მაგრამ მაინც თუ ყატარმა გადაწყვიტა წინააღმდეგობა გაუწიოს საუდის არაბეთს, რაც შესალებელია მხოლოდ მხოლოდ მაშინ თუ ირანის, რუსეთის და ჩინეთის   ფარული ან ღია მხარდაჭერა ენება, დოხას კიდევ რჩება შანსი არ იყოს მარიონეტი სხვის მიერ დადგმულ სპეტაკლში.

მიუხედავად იმისა  თუ როგორ განვითარდება მოვლენები, აშშ-ს მიერ  თავს მოხვეული წესრიგი იშლება, თავისივე გამოზრდილი ტერორისტები პატრონებს კბენენ, ძველი მოკავშირეები ერთმანეთს ეომებიან. ხელოვნურად შემნილი ერთპოლუსიანი მსოფლიო კატასტროფული სიჩქარით მიექანება ლოგიკურ დასასრულამდე,

ვიქტორ ცაავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here