მთავარი მსოფლიო აშშ-ის დაზვერვის აზრით, ანტირუსული სანქციები უსარგებლოა

აშშ-ის დაზვერვის აზრით, ანტირუსული სანქციები უსარგებლოა

2082
გააზიარეთ
რუსეთი

რუსეთმა თავი გაართვა დაკისრებულ სანქციებს, _ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ დენიელ ქოუტსის მოხსენებაში, რომელიც მან აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კრემლი კვლავაც ცდილობს დასავლეთის ქვეყნების ერთსულოვნების დარღვევას სანქციების პოლიტიკისა და უკრაინისადმი დამოკიდებულების საკითხებში.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ცდილობს, შეასუსტოს აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან, წაახალისებს ანტიამერიკულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ნერგავს უნდობლობას დემოკრატიული პროცესების მიმართ, რომლებსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი. ამ საქმიანობისთვის რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს “გავლენის ოპერაცია”, რადგან ასეთი რეაქცია შექმნილ მდგომარეობაში ძვირი არ ჯდება, და ამ გზით გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here