Home რუბრიკები ისტორია არის კი დღეს ეროვნული სკოლა ქვეყნის განვითარებისა და წარმარტების დედაბოძი?

არის კი დღეს ეროვნული სკოლა ქვეყნის განვითარებისა და წარმარტების დედაბოძი?

1715
ილია ჭავჭავაძე

1860-იანი წლებიდან ქართული კულტურის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში უფროსი თაობის მრწამსის კრისტალიზაციამცისკრისფურცლებზე სათანადო პირობები შექმნა საზოგადოებრივ ასპარეზზე ახალი თაობის გამოსვლისთვის. ამ თაობას აერთიანებდა ერთიანი მსოფლმხედველობრივი საფუძველი _ დასავლეთევროპელი და რუსი განმანათლებლების მოძღვრების პოზიციებზე დგომა.

თერგდალეულთასაერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყოფის შეცვლა და განახლება იყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ საერთო თვალთახედვა ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე. დღეს არსებობს კი ერთიანი, საერთო თვალთახედვა? დღევანდელ სკოლას შეუძლია აღზარდოს ისეთი ქართველი ინტელიგენცია, რომელიც ქვეყნის განვითარების დედაბოძი იქნება? სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგები, სამწუხაროდ, ამის იმედს არ იძლევა. ათეული წლებია, ჩვენს სკოლებში ექსპერიმენტებს ატარებენ სწავლებაში, თვით სკოლასაც რამდენიმეჯერ გამოუცვალეს სახელი _ ჯერ საშუალო იყო, შემდეგ _ ზოგადსაგანმანათლებლო, ახლა კი საჯაროა. რას ნიშნავს საჯარო? რა უპირატესობა აქვს მას? _ არავინ იცის და არც არავინ კითხულობს. განათლების მინისტრი კი ქართულ ზღაპრებშიიქექებადა თავისიორიგინალური თვალსაზრისითცდილობს ჩვენს გაოცებას. თუმცა გაოცებას ნამდვილად ახერხებს, მაგრამ არა იმ მხრივ, როგორადაც მას სურს _ ბატონმა ჯეჯელავამ ზღაპრებში კიგაიჯეჯილა”, მაგრამ ვერც კომბლეს, ვერც ნაცარქექიასჩირქი ვერ მოსცხო”, თავი კი ნამდვილად სამასხარაოდ გაიხადა.

ასეთ მინისტრს დაქვემდებარებული სკოლების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს კი ნესტანი და დარეჯანი შეყვარებულები ჰგონიათ, სამკუთხედის კუთხეების რაოდენობაზე დაფიქრება სჭირდებათ, ბარათაშვილის ლექსისფიქრნი მტკვრის პირასწაკითხვისას მხოლოდ ერთი აზრი მოსდით თავში: _ ნეტა, როდის იყო მტკვარი ანკარაო?!

მსგავსი მაგალითები, ალბათ, ადრეც იყო, მაგრამ ამჯერად უამრავია. დღეს ქართულმა სკოლამ უარი თქვა ჩვენი საამაყო კლასიკოსი პოეტების ლექსების ზეპირად დასწავლაზე (?!). არადა, ილიას თუ მოვუსმენთ, სკოლის დანიშნულება ის არის, რომ მოზარდ თაობასაუხილოს გონების თვალი”, “მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული თაობა. განა დღევანდელი სკოლა ამას შეძლებს? განათლების მესვეურნი მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს _ იმ საძირკველს, ანუ სკოლას ანგრევენ, რომელზეც ერის ძლიერების ფუნდამენტური შენობა უნდა აღიმართოს.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? იმას ვერ დაველოდებით ან ილია გაცოცხლდება და მოგვხედავს, ან ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი თუ მთელიწერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, მაგრამ ასე ხელებჩამოშვებული დგომა და იმის ყურება, როგორ ინგრევა საუკუნეების განმავლობაში დიდის რუდუნებით შექმნილი ქართული განათლების სისტემა და ეს ქვეყანა ხელიდან როგორ მიდის, ნამდვილად დანაშაულია. ახლა სწორედ იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც ბატონი ოტია იოსელიანი ბრძანებდა:

სადა ხარ, ღმერთო!

შენი შექმნილი ქვეყანა რომ ხელიდან მიდის,

გზაკვალი არ ჩანს, კაცი არ ჩანს გამდები ხიდის,

გახდა ქვეყანა მოღალატის, გამცემის, ფლიდის,

ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!..

 …ცას ვიღა ჩივის, აღარაა პატრონი მიწის,

ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!…

ქალი ქალს არ ჰგავს, უპერანგო პერანგს რად იხდის,

კაცი არა ჩანს მოძულე სიძვის!

არავინაა გამკითხავი, არავინ იძვრის,

ქვეყანას ფასი დაედო კიტრის,

ხელიდან მიდის, მიდის და მიდის”!

აქვე გთავაზობთ მიმოხილვას სწავლააღზრდის საკითხებზე, რომელიცდროების” (1866-1885) ფურცლებზე ქვეყნდებოდა.

განათლების სისტემასა და პედაგოგიკურ აზრს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. ამ სფეროში “თერგდალეულებისა” და მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანოს _ “დროების” უდიდესი დამსახურება და ნოვატორობა ისაა, რომ მათ სწავლა-აღზრდის ორგანიზებისა და წარმართვის საქმე ევროპელი განმანათლებლების თეორიულ პრინციპებზე დააფუძნეს.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეცნიერება და ტექნიკა უკვე გაბატონებულია, აუცილებელია საყოველთაო განათლება. “თერგდალეულებიც” განათლების აპოლოგეტები არიან. ამას ისინი არა მხოლოდ თეორიულად მოითხოვდნენ, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ: ჩამოაყალიბეს “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, გახსნეს სკოლები და სხვ., მაგრამ, განათლება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდაროყო, აუცილებელი იყო სალიტერატურო-სამეცნიერო მეტყველების ხალხის მეტყველებასთან დაახლოება.

ილია ჭავჭავაძეს ნათლად ჰქონდა გაცნობიერებული, როდესაც აღნიშნავდა, რომ ეროვნული სკოლა “გამოგვიზრდის ჩვენს საკუთარს ქართველს ინტელიგენციას, ე. ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა”.

“თერგდალეულებმა” სამეცნიერო-სალიტერატურო ენის ძირეული რეფორმა მოახდინეს. სამეცნიერო-სალიტერატურო ენა ხალხისათვის მისაწვდომი და იოლად გასაგები გახადეს.

ენის რეფორმასაც ცხარე სჯა-ბაასი, შეხლა-შემოხლა მოჰყვა, მაგრამ “თერგდალეულებმა” ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს. ისინი ხელოვნება-მწერლობას ხალხის, საზოგადოების მსახურად მიიჩნევდნენ. ხალხისა და ქვეყნის ჭირ-ვარამი, შვება-ლხენა, მწერლობა ხელოვნების ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მკაფიოდ და ნათლად არის გამოთქმული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სხვათა ნაწერებში. ყოველი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა ამ შეხედულების.

განმანათლებლური იდეების გავრცელების შედეგად, რასაც ილია ჭავჭავაძემ “ევროპეიზაცია” უწოდა, უფროსი თაობის რეტროგრადულ ღირებულებათა სისტემა, სალიტერატურო ენით დაწყებული და სწავლა-განათლების მეთოდებსა და დანიშნულებაზე წარმოდგენით დამთავრებული, საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაში მოექცა.

“თერგდალეულების”, მათ შორის “დროების”, პოზიციას სწავლა-განათლების საკითხებზე ის განმანათლებლური მრწამსი ასაზრდოებს, რომ კულტურის ყველა უბანი რაციონალიზმის თეორიულად ღრმადგააზრებულ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. თერგდალეულთა თეორიულ ნააზრევში ერთ-ერთი მთავარი საკვანძო სიტყვა “გონება” ხდება. გრიგოლ ორბელიანი თავის საპოლემიკო ლექსში “პასუხი შვილთა” ახალ თაობას, “შვილებს”, შემთხვევით როდი ადანაშაულებს გონების უზენაესობის პრინციპის წამოყენებაში: “შკოლა” გამართეს და დაიწყეს იმის ქადაგება, რომ “ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი”. “დროების” ერთ-ერთი ავტორის _ ილია ჭავჭავაძის თქმით, სკოლის დანიშნულება არის ის, რომ მოზარდ თაობას “აუხილოს გონების” თვალი”, “მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული “კაცი”. ა. ნანეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლიტერატურას “დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდობის გონებით განვითარებაზე” (“დროება”, 1881, #80). “დროების” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი _ ნ. ნიკოლაძე აღზრდის მიზანს მოზარდის “გონებისა და ზნეობის” სრულყოფაში ხედავს (“კრებული”, 1871, #3).

განათლების სისტემის მოწყობის საკითხზედროებაშიგამოქვეყნებულ წერილებში გატარებულია ის აზრი, რომ მოზარდი თაობის გონებრივი განვითარება მიზნად უნდა ისახავდეს სრულყოფილი პიროვნების, ჭეშმარიტი მოქალაქის ჩამოყალიბებას. განმანათლებლობისა და პედაგოგიკური აზრის უდიდესი წარმომადგენლების _ იან ამოს კომენსკის, იოჰან ჰაინრიხ პესტალოცისა და კონსტანტინ უშინსკის კვალად, იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ პიროვნებისჰარმონიული განვითარება შეადგენს იდეალს სწავლისა და აღზრდისა”.

დროებისავტორები თავგამოდებით იცავდნენ იმ აზრს, რომ ჰარმონიულად განვითარებული და ქვეყნისათვის სასარგებლო მოქალაქის აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მშობლიური ენის საფუძველზე. ამ მხრივ ტიპურად უნდა მივიჩნიოთ ილია ჭავჭავაძის განცხადება, რომდედა ენა უპირველესი საგანი, უკეთესი და აუცილებელი სახსარია, რათა სკოლამ თავისი დანიშნულება აღასრულოს” (“დროება”, 1881, #33). წერილშისამშობლო ენის პროგრამაზედსერგი მესხი იცავს იმ აზრს, რომპირველი დაწყებითი სწავლა ბავშვს თავის სამშობლო, გასაგებ და დედის ძუძუსთან შეზრდილს ენაზედ უნდა გადასცეს მასწავლებელმა (“დროება”, 1879, #59). აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ი. ა. კომენსკის ხატოვანი სიტყვები, რომ “მშობლიური ენის სკოლა წარმოადგენს ზაფხულს, რომელსაც მწიფე პურის თავთავები მოაქვს”. “დროების” ფურცლებზე ეროვნული სკოლის, მშობლიურ ენაზე სწავლების მოთხოვნა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრეს ფაქტორთაგანია.

პედაგოგიკის საკითხებში “თერგდალეულების” განმანათლებლური პოზიცია ვლინდება იმ ფაქტშიც, რომ ისინი გადაჭრით უარყოფდნენ სწავლა-აღზრდის სქოლასტიკურ მეთოდებს, მოითხოვდნენ სწავლების პროცესში თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის დაცვას, მოზარდი თაობის სათანადო მომზადებას ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობისათვის. მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით გამართულ მწვავე კამათში, სწავლების რომელი მეთოდია სრულყოფილი _ “კლასიკური” თუ “რეალური”, “დროებამ” ერთხმად დაიკავა პოზიცია უკანასკნელის სასარგებლოდ. ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, გ. წერეთელი და “დროების” სხვა ავტორები, ევროპელი განმანათლებლების იდეებზე დაყრდნობით, დამაჯერებლად ასაბუთებდნენ, რომ კლასიკური განათლება ცალმხრივობით ხასიათდება, ნაკლებად უთმობს ყურადღებას “ნამდვილ, ცხოვრებაში გამოსადეგ ცოდნას” (ნ. ნიკოლაძე _ “კრებული”, 1871 #3). ნიკო ნიკოლაძის მიერ რეალური განათლების სისტემის დასაცავად დაწერილ წერილში გატარებულია ის აზრი, რომ “აღზრდა არის კაცის გამზადება ცხოვრებისათვის” (“დროება”, 1871, #12), ხოლო ამ ამოცანას კლასიკური განათლება ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან ძირითადად ჰუმანიტარული საგნებით იფარგლება და უგულებელყოფს საბუნებისმეტყველო საგნებს.

“დროებამ” დიდად შეუწყო ხელი საქართველოში რეალური განათლების სისტემის დანერგვას, პროფესიული სწავლების გავრცელებასა და სპეციალური სასწავლებლების გახსნას.

მოამზადა

დარეჯან ანდრიაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here