Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი არიან თუ არა ადამიანები ერთადერთი გონიერი არსებები სამყაროში?

არიან თუ არა ადამიანები ერთადერთი გონიერი არსებები სამყაროში?

1306
მარსი

მარსზე, შესაძლოა, ამჟამადაც იყოს სიცოცხლე. ამაში ნასას მეცნიერები დარწმუნებული არიან. სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ სიცოცხლის ყველაზე მარტივი ფორმები მარსზე ოკეანეებში იყო.

სამეცნიერო გამოცემა Tudei nius ufa-ში აღნიშნულია, რომ ახალი თეორია მას შემდეგ წამოიწია წინ, რაც პლანეტა მარსის ორბიტაზე მომუშავე კოსმოსური ზონდიდან მონაცემები მიიღეს.

რა თქმა უნდა, მარსზე ოკეანეები დაშრა, მაგრამ ახალ თეორიაში საუბარია იმაზე, რომ სიცოცხლე უკვალოდ არ გამქრალა. შესაძლოა, მიწისქვეშა ოკეანეები ჯერ ისევ შეიძლება შენარჩუნებული იყოს მარსზე. ნასას წარმომადგენლები იუწყებიან, რომ შესაძლოა, მარსზე უცხოპლანეტური ცხოვრება ამ პლანეტის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა.

 ნასას შტაბბინაში იმედოვნებენ, რომ პლანეტის უკანასკნელი წარმომადგენლები მიწის ქვეშ იმალებიან. და კიდევ ერთი ვერსია _ ისინი გადასახლდნენ მარსის იშვიათ ოაზისებზე.

მეცნიერებმა “გაარკვიეს”, სინამდვილეში როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები. სპეციალისტთა თქმით, სტერეოტიპები, რომლებსაც თავს გვახვევენ კინოფილმებსა და ფანტასტიკურ წიგნებში, რადიკალურად განსხვავდება რეალობისგან. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ბუნება ძალიან გაგვაოცებს უცხოპლანეტელთა მრავალფეროვნებით. ერთი სიტყვით, დაივიწყეთ დიდთავა მწვანე ადამიანებიო.

ნასას მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უცხოპლანეტელებს აქვთ სქელი კანი, რომელიც უზრუნველყოფს მათ აუცილებელ დაცვას მზის სხივებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ცხოვრობენ ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში, სავარაუდოდ, მათი “სიცოცხლის წყარო”, წყალი კი არა, შეიძლება მეთანი იყოს გარემოს მაღალი ტემპერატურის გამო. შესაძლებელია ასევე კიდურებისა და თავის არქონაც.

ადრე pravda.რუ წერდა, რომ ნასას სპეციალისტებმა მარსზე ნახევრად დანგრეული კოშკები აღმოაჩინეს, რომელთა წარმომავლობა უცნობი იყო. ექსპრეტთა ინფორმაციით, ეს მშენებლობები დამშრალი ტბის ნაპირას მდებარეობდა. იდუმალი კოშკები უცხოპლანეტელთა აშენებული იყო, რომლებიც ამ პლანეტაზე უხსოვარ დროში იყვნენ.

ხოლო კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ექსთანამშრომელი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები იყვნენ რუსული ხომალდი “როსიასა” და ამერიკული აპარატი “ირიდიუმის” შეჯახების მიზეზი 2009 წელს, როცა ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე პატარა ნაწილებად დაიმსხვრა.

უფოლოგმა სკოტ უორინგმა განაცხადა, ნასას მიერ გამოქვეყნებულ სურათზე აღმოაჩინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. უფოლოგის თქმით, სურათზე მან უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დაინახა. “ამ ხომალდის ზომა ბევრად აღემატება დედამიწისას. ის ძალიან დიდია”, _ განაცხადა უორინგმა.

სხვა უფოლოგების ვარაუდით, უცხოპლანეტელთა ხომალდები, შესაძლოა, დასატუმბად საჭირო ენერგიას ვარსკვლავებიდან იღებენ.

დაიმახსოვრეთ, რომ უცხოპლანეტელებს უახლოეს 10 წელიწადში იპოვიან. არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის ამერიკული ინსტიტუტის მთავარი ასტრონომი სეტ შოსტაკი დარწმუნებულია, რომ ადამიანები არ არიან ერთადერთი ცოცხალი გონიერი არსებები სამყაროში. მისი სიტყვებით, მეცნიერები ცდილობენ, დააფიქსირონ რომელიღაც არამიწიერი განვითარებული ცივილიზაციის მიერ გადმოცემული სიგნალი რადიოტელესკოპის საშუალებით. დაახლოებით ყოველ 10 წამში მკვლევარები ავტომატურ რეჟიმში ამოწმებენ “უცხოპლანეტური გზავნილების” მიღებას. მსგავს სიგნალებს მეცნიერები, ათი წელი მაინც იქნება, რაც იღებენ.

ასე ფიქრობენ ექსპერტები.

აშშ-ის როჩესტერის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი ადამიანის არამიწიერ გონიერ ცივილიზაციასთან შეხვედრის რეალობა უტოპიად მიიჩნიეს. ის დაახლოებით ისევეა შესაძლებელი, როგორც, მაგალითად, შექსპირის პიესის დაწერა კლავიატურაზე თავის კაკუნით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცივილიზაციებმა, რომლებიც მეზობელ გალაქტიკებში სამყაროს არსებობის განმავლობაში არსებობდა, უკვე მოასწრო გაქრობა, უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შანსი ნულის ტოლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here