მთავარი დაიჯესტი ამერიკის კონგრესის არჩევნებში 40 ტრანსგენდერი მონაწილეობს

ამერიკის კონგრესის არჩევნებში 40 ტრანსგენდერი მონაწილეობს

1778
გააზიარეთ
ჩელსი მენინგი

წლეულს აშშის კონგრესის შუალედურ არჩევნებში 40-მა ტრანსგენდერმა წარადგინა თავისი კანდიდატურა.

ბრიანა ვესტბრუკი კენჭს იყრის დემოკრატიული პარტიიდან არიზონის შტატის მერვე ოლქში. მან, ასფალტის დამგები მანქანის მძღოლმა, შეიცვალა არა მხოლოდ პროფესია (იგი ამჟამად ავტოსალონის კონსულტანტია), არამედ სქესიც.

2011 წელს ვესტბრუკმა ქალობა ისურვა. “იუთუბიზე” გახსნა თავისი ტრანსფორმაციის ამსახველი ვიდეობლოგი, რათა სხვებმაც მიბაძონ. ამჟამად ეს ბლოგი მიუწვდომელია.

ბრიანა ვესტბრუკი
ბრიანა ვესტბრუკი

2013 წელს პირველად გამოჩნდა პოლიტიკაში _ დაიცვა ლგბტ-პირები და შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები ფენიქსის საქალაქო საბჭოში. მოგვიანებით გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ლგბტ-თემის წინააღმდეგ იყო მიმართული. “გულახდილად გეტყვით, რომ სწორედ ტრამპმა მიბიძგა, მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, _ ამბობს ვესტბრუკი, _ და ეს ერთადერთი რამაა, რისთვისაც ვემადლიერები”.

ალექსანდრა ჩენდლერი კანდიდატია დემოკრატიული პარტიიდან მასაჩუსეტსის შტატის მესამე ოლქში.

პოლიტიკოსობამდე ჩენდლერი 12 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ ანალიტიკოსად მუშაობდა. “ამ სამუშაოს 11 სექტემბრის შემდეგ შევუდექი. ჩვენ ვებრძოდით იარაღის კონტრაბანდას და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას”, _ ყვება ჩენდლერი.

ალექსანდრა ჩენდლერი
ალექსანდრა ჩენდლერი

სქესის შეცვლის იდეა არმიაში ყოფნისას დაებადა. მას შემდეგ ალექსანდრამ თავისი მოღვაწეობა ლგბტ-თემის უფლებათა დაცვას, ასევე, ემიგრანტების, ფერადკანიანების, მუშათა და სხვა კატეგორიების მოქალაქეთა უფლებების დაცვას მიუძღვნა.

ჩელსი მენინგი. 2010 წელს აშშ-ის არმიის რიგითი ჯარისკაცი ბრედლი მენინგი საიდუმლო დოკუმენტების “ვიკილიქსისთვის” გადაცემის ბრალდებით დააკავეს. 2013 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს ბრედლიმ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავი ქალად მიაჩნდა და სქესის შეცვლის სურვილი გამოთქვა. მოითხოვა, რომ ამიერიდან იგი ჩელსი მენინგად მოეხსენებინათ.

2015 წელს სასამართლომ ყოფილ მზვერავს ნება დართო, ჩაეტარებინა ჰორმონალური თერაპიის კურსი. ისტორიაში პირველად ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ შეიცვალა სქესი. ეს მოხდა ფორტ-ლივენუორტის სამხედრო ბაზის ციხეში.

2017 წლის იანვარში პრეზიდენტმა ობამამ შეიწყალა ჩელსი და იგი გაათავისუფლეს. ამჟამად მენინგი ლგბტ პირების უფლებების დაცვით არის დაკავებული და დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის კონგრესმენობას აპირებს მერილენდის შტატში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here