მთავარი დაიჯესტი ამერიკელმა ქალმა შეყვარებული პატიმარი “მეტამფეტამინური კოცნით” მოკლა

ამერიკელმა ქალმა შეყვარებული პატიმარი “მეტამფეტამინური კოცნით” მოკლა

1
გააზიარეთ
მეტამფეტამინ

ორეგონის შტატის მოქალაქე ქალს  ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს შეყვარებულის წინასწარგანზრახვით მოკვლისთვის.  Fox News- ი  იუწყება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა მეტამფეტამინების ბურთულები, რომლებიც მას პარტნიორმა ქალმა კოცნით გადასცა.

ინციდენტი 2016 წლის ივნისში მოხდა. 46 წლის მელისა ენ ბლერი  ციხეში თავისი შეყვარებულის ენტონი პაუელის სანახავად მივიდა, რომელსაც მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დამამძიმებელ გარემოებაში სიდედრის მოკვლისთვის.  შეთანხმებისამებრ, კოცნისას ბლერმა პირიდან პირში შვიდი პატარა მეტამფეტამინიანი ბურთულა გადასცა პარტნიორს.

პაუელმა  ბურთულები გადაყლაპა, რათა ასე ფარულად შეეტანა კამერაში. მაგრამ მალე ორი ბურთულა გასკდა და  პატიმარი მოწამლა.

საოლქო მოსამართლე მარკო ერნანდესმა განმარტა, რომ ასეთი საშუალებით ნარკოტიკების ციხეში შეტანა პაუელმა პარტნიორ ქალს თვითონ ასწავლა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here