35 წლის ფრანგი მომღერალი ქალი სცენაზე გარდაიცვალა. მაყურებლებს ეგონათ, რომ ახალგაზრდა მსახიობმა მღელვარებისგან გონება დაკარგა ან გადაიღალა, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მას გული გაუჩერდა.
ეს ტრაგიკული შემთხვევა მუსიკალურ ფესტივალზე მოხდა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, სოფელ გოუდრონში ტარდებოდა _ ბარბარა ველდენსი თავისი გამოსვლის დროს გარდაიცვალა. მომღერლის ორგანიზმმა დენის დარტყმას ვერ გაუძლო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მიკროფონი შეცვალა. სიკვდილის მიზეზს პოლიცია იკვლევს.
მომღერლის შემოქმედებითი გზა ახლახან დაიწყო: გაიმარჯვა ბარდ ჟაკ ბრელის სახელობის ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსზე. სადებიუტო ალბომი 3 თებერვალს გამოსცა. კრიტიკოსები მას დიდად აქებდნენ.