Home სხვადასხვა დაიჯესტი მასობრივი საპროტესტო აქციები ბარსელონაში: დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი

მასობრივი საპროტესტო აქციები ბარსელონაში: დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი

ესპანეთის დედაქალაქში მოსახლეობა ამბოხებაში ბრალდებული პოლიტიკოსების მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს

507

ბარსელონაში მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის საქმეზე კატალონიელი პოლიტიკოსების მიმართ განაჩენი გამოიტანეს. 

საპროტესტო აქციები გაიმართა კატალონიის დედაქალაქის ცენტრში, ასევე აეროპორტ ელ-პრატთანაც. საღამოს აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავებულთა დიდი ნაწილი ბარსელონის აეროპორტში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი თვალის ტრავმის გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბარსელონის აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ავიაკომპანიებმა მგზავრებს მოუწოდეს, აეროპორტამდე შემოვლითი გზით მივიდნენ. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის 12 პოლიტიკოსს განაჩენი გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი _ დაუმორჩილებლობა. მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here