Home სხვადასხვა დაიჯესტი LA FIGARO: დაიწყო “დასავლეთის ეპოქის” დაისი

LA FIGARO: დაიწყო “დასავლეთის ეპოქის” დაისი

1041
LA FIGARO: დაიწყო “დასავლეთის ეპოქის” დაისი

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე დასავლურმა მედიამ დაიწყო აღიარება იმისა, რომ დასავლეთი უკანუკან მიდის. აზია კი წინ მიიწევს.

ის ფაქტი, რომ ჩინეთმა, რომელიც პირველი შეეჯახა ახალ კორონავირუსს, და მისმა მეზობელმა ქვეყნებმა გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შეძლეს პანდემიასთან გამკლავება, ვიდრე აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა, მოწმობს “დასავლეთის მზის ჩასვენებას” და “აზიის საუკუნის” დაწყებას. ეს თვალსაზრისი გამოთქმული იყო ფრანგულ გამოცემა La Figaro-ს წერილში.

“ვირუსი არ ინდობს დასავლურ დემოკრატიებს, რომლებსაც უყვართ დანარჩენი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება და თავიანთი პოლიტიკური მოდელით ყელყელაობა, თუმცა დაკარგეს სივრცე ეკონომიკური მანევრისთვის”, _ წერს სტატიის ავტორი სებასტიან ფალეტი. მასალაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში პანდემიამ 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხრეთ კორეაში _ 229, ხოლო ტაივანზე _ 6 (19 აპრილის მონაცემებით). ამ ვითარებიდან გამომდინარე, გამოცემა მიუთითებს: “პეკინში, სეულსა თუ სინგაპურში მატების ტემპი იქცა ბერკეტად იმისა, რომ დაბრუნებულიყვნენ მსოფლიო ისტორიის წინა პლანზე და წაეშალათ კოლონიური ეპოქის დამცირება”.

ფალეტიმ მკითხველს შეახსენა, რომ დასავლეთში თავიდანვე ქედმაღლურად უყურებდნენ “აზიურ ჭიანჭველებს”, რომლებიც დღედაღამ მუშაობდნენ თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად. ასეთი მუშაობის შედეგად ჩინეთი გადაიქცა “მსოფლიო ფაბრიკად”, რაც ხელს უწყობს გეოპოლიტიკური ვითარების კარდინალურად შეცვლას აზიის სასარგებლოდ.

“პეკინში, სეულსა თუ სინგაპურში მატების ტემპი იქცა ბერკეტად იმისა, რომ დაბრუნებულიყვნენ მსოფლიო ისტორიის წინა პლანზე და წაეშალათ კოლონიური ეპოქის დამცირება”, _ ასე ახსნა La Figaro-მ ის, თუ რატომ დაიწყება მოკლე ხანში “დასავლეთის ეპოქის” დაისი. გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლელმა ლიდერებმა, გამორჩენის მიზნით, “თავიანთი ინდუსტრიული მომავლის გასაღები ბრმად გადასცეს ჩინეთს”, რომლითაც ეს სახელმწიფო აუცილებლად ისარგებლებს პანდემიის დასრულების შემდეგ.

politpuzle.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here