ერაყში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ექვსი დემონსტრანტი მოკლეს.
“როიტერის” ინფორმაციით, 4 ნოემბერს მასშტაბური გამოსვლების დროს დედაქალაქ ბაღდადში ხუთი, ერთი კი ქალაქ შატრაში დაიღუპა. ერაყში საპროტესტო გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა დასავლეთის ხელდასმული მთავრობა კორუფციაში და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავებაში დაადანაშაულა. დაპირისპირებას საერთო ჯამში 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.